საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ჭყონია: "გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან"
თემურ ჭყონია: "გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან"

შიდა და გარე პო­ლი­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს იმას, რომ ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ მე­გობ­რე­ბო,-ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა, თე­მურ ჭყო­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლას­ში“ იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ და ასე­ვე, გა­ნი­ხი­ლა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ის გავ­ლე­ნას ეკო­ნო­მი­კა­ზე.

"თუ არ შედ­გა სწო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და არ მო­ის­პო გა­დაბ­რა­ლე­ბა, შუღ­ლი, სი­ძულ­ვი­ლი, ფი­ნიშ­ში ვერ გა­ვალთ. გა­რე­დან იზო­ლა­ცია და­წყე­ბუ­ლია და იმის მა­გივ­რად, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია გა­აძ­ლი­ე­რონ ან დიპ­ლო­მა­ტია ჩარ­თონ, პი­რი­ქით, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან. იმი­ტომ შე­ვიკ­რი­ბეთ, რომ გვინ­და ვი­ცო­დეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი, აქ არ არის მხო­ლოდ ბიზ­ნეს­ზე სა­უ­ბა­რი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი უნდა ვი­ცო­დეთ, რა მო­მა­ვა­ლი გვაქვს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა 2030 წელს, ეს ფორ­მუ­ლა ჩვენ არ გვა­წყობს. ჩვენ გვა­წყობს თვე­ე­ბის, წლე­ბის, კვარტლე­ბის მი­ხედ­ვით, რა იქ­ნე­ბა და რო­გორ. როცა სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 6- 7%-ია, ამ ხალ­ხის გა­კე­თე­ბუ­ლია, რო­მელ­საც ხე­დავთ, ეს არ არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან, პი­რი­ქით, ჩვე­ნი შრო­მის შე­დე­გად არ­ჩე­ნენ ოჯახს, სა­ხელ­მწი­ფოს და ხელ­ფა­სებს იღე­ბენ.“, - გა­ნა­ცხა­და ჭყო­ნი­ამ.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აინ­ტე­რე­სებს, სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბა თუ არა, რაც აუხ­სნე­ლია.

"სან­ქცი­ებს აქვს თა­ვი­სი მო­რა­ლუ­რი მხა­რეც, თუ მო­რა­ლუ­რი მხრი­დან შევ­ხე­დავთ, არ აინ­ტე­რე­სებთ. ჩემ­თვის მა­გა­ლი­თად, სან­ქცი­ე­ბი რომ და­ე­წე­სე­ბი­ნათ, შე­იძ­ლე­ბა ამ ამ­ბავს გა­დავ­ყო­ლო­დი, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლებ­საც სან­ქცი­ე­ბი ჯილ­დო ჰგო­ნი­ათ, ეს ჩემ­თვის აუხ­სნე­ლია, ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. მე კი არა, არა­ვის ექ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ჭყო­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თემურ ჭყონია: "გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან"

თემურ ჭყონია: "გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან"

შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ იკრიბებიან, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ასევე, განიხილავენ სიტუაციის გავლენას ეკონომიკაზე.

"თუ არ შედგა სწორი ურთიერთობა და არ მოისპო გადაბრალება, შუღლი, სიძულვილი, ფინიშში ვერ გავალთ. გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან. იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, აქ არ არის მხოლოდ ბიზნესზე საუბარი, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ვიცოდეთ, რა მომავალი გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება 2030 წელს, ეს ფორმულა ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს თვეების, წლების, კვარტლების მიხედვით, რა იქნება და როგორ. როცა საუბრობენ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა 6- 7%-ია, ამ ხალხის გაკეთებულია, რომელსაც ხედავთ, ეს არ არის იმ ადამიანების გაკეთებული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები არიან, პირიქით, ჩვენი შრომის შედეგად არჩენენ ოჯახს, სახელმწიფოს და ხელფასებს იღებენ.“, - განაცხადა ჭყონიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არ აინტერესებს, სანქციები დაუწესდება თუ არა, რაც აუხსნელია.

"სანქციებს აქვს თავისი მორალური მხარეც, თუ მორალური მხრიდან შევხედავთ, არ აინტერესებთ. ჩემთვის მაგალითად, სანქციები რომ დაეწესებინათ, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია, ამაზე პასუხი არ მაქვს. მე კი არა, არავის ექნება",- განაცხადა ჭყონიამ.