პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს... კომპრომისი უნდა მოიძებნოს და ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია" - ირმა ინაშვილი
"ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს... კომპრომისი უნდა მოიძებნოს და ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია" - ირმა ინაშვილი

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ირმა ინაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე წერს. ინაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს რომ უნდა მო­ი­ძებ­ნოს კომ­პრო­მი­სი და ეს კომ­პრო­მი­სი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნაა,

"საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი მო­იც­ვა: თბი­ლი­სიც, ქუ­თა­ი­სიც, ბა­თუ­მიც, ზუგ­დი­დიც, თე­ლა­ვიც, მოკ­ლედ, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლით.ქუ­ჩა­ში ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი დგას. 15 წლის მო­ზარ­დიც, 25 წლის ახალ­გაზ­რდაც, შუ­ახ­ნის კა­ციც და ასა­კო­ვა­ნიც!

ვხე­დავთ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ხალ­ხს: მსა­ხი­ობ­საც, ექიმ­საც, მხატ­ვარ­საც, მას­წავ­ლე­ბელ­საც და ინ­ჟი­ნერ­საც. მოკ­ლედ, ყვე­ლას!

აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბიც, მათი შვი­ლე­ბი და თა­ვად პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შვი­ლე­ბიც კი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა. მე­ტიც, უკვე ზი­ზღია, ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბია, და­უნ­დობ­ლო­ბაა. ცხა­დია, არი­ან პრო­ვო­კა­ტო­რე­ბიც. თუმ­ცა, არი­ან ბრიყ­ვე­ბიც, თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით პრო­ვო­კა­ტორ­ზე უა­რესს რომ სჩა­დი­ან.

დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ვში­შობ, ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა და ამ უმარ­თა­ო­ბას ვე­ღა­რა­ფე­რი ჩა­აქ­რობს. გინ­და, თუ არ გინ­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იქ­ნე­ბა! მკა­ფი­ოდ ვამ­ბობ: კომ­პრო­მი­სი უნდა მო­ი­ძებ­ნოს და პი­რა­დად მე ვთვლი, რომ ეს კომ­პრო­მი­სი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია!

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ უარ­ყო­ფით შე­დეგს... უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფით შე­დეგს მო­ი­ტანს ძა­ლა­დო­ბა დე­მონ­სტრანტზეც, პო­ლი­ცი­ელ­ზეც, პო­ლი­ტი­კოს­ზეც, ჟურ­ნა­ლისტზეც, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზეც და რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ზეც! წლებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა რი­გებს ზრდის. იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, დამ­ნა­შა­ვეა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

მე­ტიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დობ­რივ ფაქტს იწო­ნე­ბენ, მოკ­ლე ხან­ში ძა­ლა­დო­ბის ამა­ვე ფაქტს ემიჯ­ნე­ბი­ან და გმო­ბენ!

ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­შია, ნუთუ, ამას ვერ ვხე­დავთ?!

ვფიქ­რობ, ლი­ბე­რალ ბა­ი­დენ­საც და კონ­სერ­ვა­ტორ ტრამპსაც უკვე აჩ­ვე­ნეს ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კად­რე­ბი ბა­თუ­მის "შე­რა­ტონ­ში“. რო­გორ ფიქ­რობთ, რა გან­წყო­ბას შე­უქ­მნის ეს მსოფ­ლიო ლი­დე­რებს?" - წერს ირმა ინაშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს... კომპრომისი უნდა მოიძებნოს და ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია" - ირმა ინაშვილი

"ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს... კომპრომისი უნდა მოიძებნოს და ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია" - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წერს. ინაშვილი მიიჩნევს რომ უნდა მოიძებნოს კომპრომისი და ეს კომპრომისი ახალი არჩევნების დანიშვნაა,

"საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით.ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც!

ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას!

აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი. საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან.

დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს. გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნება“ იქნება! მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!

აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს... უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც! წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება.

მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ!

ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!

ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის "შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?" - წერს ირმა ინაშვილი.