კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს" - ნიკა გილაური განცხადებას ავრცელებს
"ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს" - ნიკა გილაური განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნიკა გი­ლა­უ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, იმის შე­სა­ხებ, რომ აშშ-ის მო­მა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს კონ­გრე­სი­დან გა­უგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ სა­უ­ბა­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი 25 პი­რის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე, რო­მელ­თა შო­რის არის Georgia Capital-ის თავ­მჯდო­მა­რე და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გი­ლა­უ­რის ძმა, ირაკ­ლი გი­ლა­უ­რი.

  • ნიკა გი­ლა­უ­რი:

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ქსე­ლის სი­ა­ზე“, სა­დაც ჩემი ძმაც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, არ მინ­დო­და კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, სა­ნამ "სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო არ გა­ა­კე­თებ­და გან­ცხა­დე­ბას. გუ­შინ და­ი­დო ეს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რომ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო (რო­მე­ლიც სრუ­ლად ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან შედ­გე­ბა) უცხა­დებს სრულ ნდო­ბას ირაკ­ლი გი­ლა­ურს და "არ ეთან­ხმე­ბა არა­ნა­ირ მო­საზ­რე­ბას რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აშშ-ის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა შე­საძ­ლოა გა­ნი­ხი­ლავ­დეს მის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­დგე­ნი­სა და გან­ხილ­ვის შე­დე­გად, ნე­ბის­მი­ე­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო გა­ი­ზი­ა­რებს ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას."მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლი“ ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მარ­თავს ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი ფონ­დე­ბის ფულს. ჩემი ძმა კი არის "სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც ამ და­სავ­ლურ­მა ფონ­დებ­მა თა­ვი­სი ფული ან­დეს იმი­სათ­ვის, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­საც ასეთ ნდო­ბას უცხა­დე­ბენ და­სავ­ლუ­რი ფონ­დე­ბი და ვი­საც ამ­ხე­ლა თან­ხე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ სწო­რედ იმის გამო, რომ ამ კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე ივაჭ­რე­ბა, მას აქვს ძალ­ზედ მკაც­რად გა­წე­რი­ლი ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში არ-მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წე­სე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­და­ხან არას­წო­რად "ითარ­გმნე­ბა“ ხოლ­მე - თით­ქოს სი­ჩუ­მე თან­ხმო­ბის ნი­შა­ნია.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სი­ა­ში მოხ­ვედ­რა უფრო მი­ზან­მი­მარ­თულ, პრო­ცე­სის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბელ ოპე­რა­ცი­ას ჰგავს, რო­მელ­საც კარ­გად ეტყო­ბა ე.წ “კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი” ხელ­წე­რა და რომ­ლის მი­ზა­ნი რე­ჟი­მის რე­ა­ლუ­რი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ქსე­ლი­დან ფო­კუ­სის გა­და­ტა­ნა და მისი სიმწვა­ვის გა­ნე­ლე­ბაა. ეს ხომ სწო­რედ რომ "კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მიდ­გო­მაა - თუ ვერ აჩე­რებ პრო­ცესს, რო­მე­ლიც შენ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს მა­შინ ამ პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნო. ჩემი ძმის ამ სი­ა­ში ჩას­მის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ ისი­ნი არი­ან, ვინც რე­ა­ლუ­რად არის და უნდა იყ­ვნენ ამ სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნე. ა

არც “სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბის” გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე მოხ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, თუმ­ცა “არა არს და­ფა­რუ­ლი, რაიც არ გა­ცხად­დეს,” და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ტე­ბით მო­გაწ­ვდით.სა­ქარ­თე­ლოს კა­პი­ტა­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე წე­რია შემ­დე­გი: "დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან გა­რე­მო­ე­ბე­ბის გარ­კვე­ვის მიზ­ნით. "სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლი“ არის ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო კომ­პა­ნია და მის ძი­რი­თად აქ­ცი­ო­ნე­რებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და ევ­რო­პის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. ირაკ­ლი გი­ლა­უ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კომ­პა­ნია იმარ­თე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.“მინ­და აქვე და­ვა­მა­ტო რომ მეც, ჩემი არ­ხე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დი აშშ-ს კონ­გრესს და მო­მა­ვა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს შეც­დო­მა მალე გას­წო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ხოლო ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი ვი­ზეც მარ­თლაც დგას ეს რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად და­სან­ქცირ­დე­ბი­ან. რო­გორც და­მარ­წმუ­ნეს ჩემ­მა ამე­რი­კელ­მა მე­გობ­რებ­მა, "ეს სია და­სა­კა­ლიბ­რე­ბე­ლია - შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც არას­წო­რად მოხ­ვდა (სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო და ესეც გა­ირ­კვე­ვა) და ვი­ღაც კი და­სა­მა­ტე­ბე­ლი იყოს“, - წერს ნიკა გი­ლა­უ­რი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?
ავტორი:

"ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს" - ნიკა გილაური განცხადებას ავრცელებს

"ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს" - ნიკა გილაური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საუბარია ხელისუფლებასთან დაახლოებული 25 პირის დასანქცირებაზე, რომელთა შორის არის Georgia Capital-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა გილაურის ძმა, ირაკლი გილაური.

  • ნიკა გილაური:

"რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ "ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ "საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და "არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას."მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ "საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის "საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად "ითარგმნება“ ხოლმე - თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ “კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ "კაგებეშნიკური“ მიდგომაა - თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. ა

არც “სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა “არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს,” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.საქართელოს კაპიტალის განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: "დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. "საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.“მინდა აქვე დავამატო რომ მეც, ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი ვიზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, "ეს სია დასაკალიბრებელია - შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, - წერს ნიკა გილაური.