მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება ორთაჭალაში: გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 4 პირი, მათ შორის ბავშვი - რა დეტალები ხდება ცნობილი (ვიდეო)
აფეთქება ორთაჭალაში: გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 4 პირი, მათ შორის ბავშვი - რა დეტალები ხდება ცნობილი (ვიდეო)

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 4 მო­ქა­ლა­ქი­დან ერთი ბავ­შვია.

რო­გორც მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

  • აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა.

"ვიმ­ყო­ფე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლია ერთი მო­ქა­ლა­ქე, ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს. ჩვენ­თვის ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბი­ნა­ვე­ბა და ქა­ლა­ქის მე­რი­ას­თან და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ.

სა­უ­ბა­რია სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე, ზუსტ მი­ზე­ზებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ასე­ვე ვიმ­ყო­ფე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი ბავ­შვია. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. შე­და­რე­ბით მძი­მეა ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მი­ხელ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მი­საა და ისი­ნი კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბენ.

"უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ზუს­ტი მი­ზე­ზი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლე­ბა რომ ვთქვათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უბ­რო­ბენ გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე ან ქსე­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე, რა­მაც აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე პირი იმ­ყო­ფე­ბა კლი­ნი­კა­ში და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლი­საა, ძი­რი­თა­დად, ისი­ნი უსაფრ­თხოდ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ერთ-ერთი პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა და ის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სა­უ­ბე­დუ­როდ, ერთი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ გარ­დაც­ვლი­ლი“,-გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნო­ბის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ფა­სა­დი და კედ­ლე­ბი ჩა­მო­ინ­გრა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აფეთქება ორთაჭალაში: გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 4 პირი, მათ შორის ბავშვი - რა დეტალები ხდება ცნობილი (ვიდეო)

აფეთქება ორთაჭალაში: გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 4 პირი, მათ შორის ბავშვი - რა დეტალები ხდება ცნობილი (ვიდეო)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქიდან ერთი ბავშვია.

როგორც მგალობლიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

"ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

საუბარია სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაზე, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ასევე ვიმყოფებოდით კლინიკაში, სადაც მკურნალობას გადის 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობენ.

"უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.