საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ“ - ნიკა მელია
“მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ“ - ნიკა მელია

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა გზის პი­რას მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში გან­გებ მო­ა­წყვეს შეკ­რე­ბა და “ამით ივა­ნიშ­ვილს ერ­თგუ­ლე­ბას უმ­ტკი­ცე­ბენ“.

რო­გორც მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი უკი­დუ­რეს მორ­ჩი­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

  • ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს.

“ესე­ნი არი­ან ის ხალ­ხი, ვი­საც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ე.წ. მი­ნი­ვენ­ში ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­უყ­ვა­ნეს და კი­თხვაც კი არ და­უს­ვამთ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბიც კი არ გა­მო­უკვლე­ვი­ათ, ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჩა­მო­არ­თვეს, რა არ აკად­რეს, მერე უა­პე­ლა­ცი­ოდ ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს ის 51 ახალ­გაზ­რდა წელს და შარ­შა­ნაც. ის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, რის­თვი­საც ეს ბი­ჭე­ბი იბ­რძოდ­ნენ, სა­ნამ მიღ­წე­უ­ლი არ არის, ასე­თი პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა, მათ მო­უ­წევთ სი­მარ­თლის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა.

ახლა ისი­ნი ცდი­ლო­ბენ შეკ­რე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რად გზის პი­რას გამჭვირ­ვა­ლე რეს­ტო­რან­ში, ნუთუ სხვა­გან ვერ შე­იკ­რიბ­ნენ? მი­ლი­ო­ნე­რე­ბი არი­ან, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­საც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­სახ­ლე არ აქვს. ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ რო­მე­ლი­მეს სა­სახ­ლე­ში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მო­ე­წყოთ? არა. გზის პი­რას გან­გებ მო­ა­წყვეს შეკ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ ამით ივა­ნიშ­ვილს ერ­თგუ­ლე­ბას უმ­ტკი­ცე­ბენ. არა­ვის უნდა ეგო­ნოს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ. რე­ჟი­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას ადას­ტუ­რე­ბენ. ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მო­ვიდ­ნენ, თო­რემ სა­სახ­ლე­ე­ბი აქვთ მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი. აქ არი­ან უკი­დუ­რეს მორ­ჩი­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ჩვე­ნი ვა­ლია, ეს პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დეს. პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა, შე­დე­გიც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ეს პრო­ტეს­ტი არც გა­ჩერ­დე­ბა “,-გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან” საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტო­რან­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბაა და­გეგ­მი­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან მი­ტა­ნი­ლი აქვთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სულ კვი­რებ­ში აქ­ცი­ე­ბის დროს და­ზა­რალ­დნენ ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ“ - ნიკა მელია

“მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ“ - ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მოსამართლეებმა გზის პირას მდებარე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება და “ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ“.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი უკიდურეს მორჩილებაში მყოფი ადამიანები არიან.

  • ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოების პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

“ესენი არიან ის ხალხი, ვისაც რუსთაველის გამზირზე ე.წ. მინივენში ნაწამები ადამიანები მიუყვანეს და კითხვაც კი არ დაუსვამთ, მტკიცებულებიც კი არ გამოუკვლევიათ, ტელეფონები ჩამოართვეს, რა არ აკადრეს, მერე უაპელაციოდ ციხეში გაუშვეს ის 51 ახალგაზრდა წელს და შარშანაც. ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ, სანამ მიღწეული არ არის, ასეთი პროტესტი გაგრძელდება, მათ მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა.

ახლა ისინი ცდილობენ შეკრებას სპეციალურად გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში, ნუთუ სხვაგან ვერ შეიკრიბნენ? მილიონერები არიან, პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი მოსამართლე, რომელსაც მრავალმილიონიანი სასახლე არ აქვს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმეს სასახლეში კორპორაციული მოეწყოთ? არა. გზის პირას განგებ მოაწყვეს შეკრება, იმიტომ, რომ ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ. არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ადამიანები აქ სიამოვნებას იღებენ. რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ. ვალდებულები არიან, მოვიდნენ, თორემ სასახლეები აქვთ მილიონ დოლარად შეფასებული. აქ არიან უკიდურეს მორჩილებაში მყოფი ადამიანები.

ჩვენი ვალია, ეს პროტესტი გაგრძელდეს. პროტესტი გაგრძელდება, შედეგიც გარდაუვალი იქნება. ეს პროტესტი არც გაჩერდება “,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.