საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა სასამართლოსთან, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის პროცესი უნდა გაიმართოს (ფოტოები)
რა ვითარებაა სასამართლოსთან, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის პროცესი უნდა გაიმართოს (ფოტოები)

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის, მათ შო­რის მსა­ხი­ობ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძი­სა და იუ­მო­რისტ ონი­სე ცხა­და­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად ახ­ლობ­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად სა­სა­მარ­თლო­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლია პრო­ცე­სი, სა­დაც ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯე­ბა.

  • სა­სა­მარ­თლო­ში მყო­ფი მსა­ხი­ო­ბე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ცი­ხე­ში უსა­მარ­თლოდ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ამი­ტომ, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე რთუ­ლია იმ­სჯე­ლონ, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს დღეს სა­სა­მარ­თლო.

“არ მინ­და რა­ღა­ცით თავი და­ვი­ი­მე­დო, რად­გან არ მაქვს ჯერ რა­ღაც მო­ლო­დი­ნი. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ, რომ ან­დრო ჩემი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თავს ვიმ­შვი­დებ”, - გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე, იუ­მო­რის­ტი ონი­სე ცხა­და­ძი­სა და კი­დევ 9 პირი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ყვე­ლა მათ­გა­ნის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლებს - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ონი­სე ცხა­და­ძეს, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კოვს, ლუკა ჯა­ბუ­ას, გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვილს, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვილს, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვილს, რე­ვაზ კი­ნა­ძე­სა და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუკს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ფო­ტო­ე­ბი: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა ვითარებაა სასამართლოსთან, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის პროცესი უნდა გაიმართოს (ფოტოები)

რა ვითარებაა სასამართლოსთან, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის პროცესი უნდა გაიმართოს (ფოტოები)

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ.

პარალელურად სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, სადაც ყველა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

  • სასამართლოში მყოფი მსახიობები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან, ამიტომ, არსებული ვითარების ფონზე რთულია იმსჯელონ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.

“არ მინდა რაღაცით თავი დავიიმედო, რადგან არ მაქვს ჯერ რაღაც მოლოდინი. ვნახოთ, რა იქნება. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ანდრო ჭიჭინაძე არის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიმშვიდებ”, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი