მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილის მიტოვებაზე უარი თქვა და მასთან ერთად დაიღუპა" - აპოკალიფსი ჰოლივუდში: 10 დაღუპული, გადამწვარი ვილები და ევაკუირებული ხალხი: რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში (ფოტოები)
"შვილის მიტოვებაზე უარი თქვა და მასთან ერთად დაიღუპა" - აპოკალიფსი ჰოლივუდში: 10 დაღუპული, გადამწვარი ვილები და ევაკუირებული ხალხი: რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში (ფოტოები)

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ტყის ხან­ძრე­ბის შე­დე­გად 10 000-ზე მეტი ნა­გე­ბო­ბა გა­ნად­გურ­და, მე­ხან­ძრე­ე­ბი ვენ­ტუ­რას ოლ­ქში ხან­ძრის ახალ კე­რას ებ­რძვი­ან. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.


  • გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყის ხან­ძრე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 10 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი.


სამი ცხე­და­რი იტო­ნის ხან­ძრის სი­ახ­ლო­ვეს იპო­ვეს, კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი კი პა­ლი­სა­დის ხან­ძრის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.


ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქის შე­რი­ფის, რო­ბერტ ლუ­ნას გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ის ბევრ ზო­ნა­ში მის­ვლა ვერ ხერ­ხდე­ბა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა “აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვლე­ბა“. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტო­ნის ხან­ძრის შე­დე­გად 4 000-5 000 ნა­გე­ბო­ბა გა­ნად­გურ­და, პა­ლი­სა­დის ხან­ძარ­მა კი - 5 300-ზე მეტი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა გა­ა­ნად­გუ­რა.

Reuters-ის ცნო­ბით, ევა­კუ­ა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა 180 000-მდე ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ი­ცა, 200 000-მა კი ევა­კუ­ა­ცი­ის გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღო.


მე­ხან­ძრე­ე­ბი ვენ­ტუ­რას ოლ­ქში ხან­ძრის ახალ კე­რას ებ­რძვი­ან, რო­მელ­საც კე­ნე­ტის ხან­ძა­რი უწო­დეს. კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გე­ვინ ნი­უსომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ კე­ნე­ტის ხან­ძრის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად და­მა­ტე­ბით 900 მე­ხან­ძრე გა­ნა­ლა­გეს.


სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ძლი­ერ­მა ქარ­მა, შე­საძ­ლოა, ხან­ძა­რი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს.


  • პო­ლი­ცი­ამ მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის გა­ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით 20 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.


პო­ლი­ცი­ამ ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქში, ძარ­ცვის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში იქ­ნე­ბა ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან პა­რას­კე­ვის დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც პო­ლი­ცი­ამ მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის გა­ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით 20 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.


გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ლოს-ან­ჯე­ლე­სის თით­ქმის სრუ­ლი უბა­ნი - მო­სახ­ლე­ო­ბა ოლქს ტო­ვებს



ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბით, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10-მდე გა­ი­ზარ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ გა­და­ა­ჭარ­ბებს. ამ­ჟა­მად ცხედ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.


  • ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია ჰერ­სტის ხან­ძრის 37% თუმ­ცა, Cal Fire-ის მი­ხედ­ვით, ხუთ­შა­ბა­თის სა­ღა­მოს მდგო­მა­რე­ო­ბით, ძი­რი­თა­დი ხან­ძრე­ბი შემ­დეგ რა­ი­ო­ნებ­შია:


  • Palisades ცე­ცხლი: მი­ნი­მუმ 19,978 ჰექ­ტა­რი

  • Eaton Fire: მი­ნი­მუმ 13,690 ჰექ­ტა­რი

  • Hearst Fire: მი­ნი­მუმ 771 ჰექ­ტა­რი

  • Lydia Fire: მი­ნი­მუმ 348 ჰექ­ტა­რი

  • Kennett Fire: მი­ნი­მუმ 960 ჰექ­ტა­რი

რო­გორც dailymail წერს, ხან­ძრის გან­ზრახ გა­ჩე­ნის­თვის, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ერთი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.


ად­გი­ლობ­რივ­მა 911-ში და­რე­კა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მა­მა­კა­ცი, ხან­ძრის გა­ჩე­ნას იბა­რას გზის 21700 ბლოკ­ში ცდი­ლობ­და - ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს


“ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ოფი­ცერ­მა ჩარლზ დინ­სელ­მა NewsNation-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც, ჰა­ი­დენ-ჰილზსში სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი, და­კა­ვე­ბუ­ლია,“ - წერს გა­მო­ცე­მა.


  • CNN-ის რე­პორ­ტი­ო­რი სტი­ქი­ის ზო­ნი­დან ტრა­გი­კულ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა.


მისი თქმით, შშმ პირი მა­მა­კა­ცი და მისი შვი­ლი ალ­ტა­დე­ნას ხან­ძარ­ში და­ი­ღუპ­ნენ.


67 წლის, პენ­სი­ო­ნერს ფეხი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, ის ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მიტ­ჩე­ლი ალ­ტა­დე­ნა­ში ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის მქო­ნე 20 წლის შვილ­თან, ჯას­ტინ­თან ერ­თად სა­ა­ვარ­დმყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­დე­სახ ხან­ძა­რი პუნ­ქტს მო­ე­დო, მან შვი­ლის მი­ტო­ვე­ბა­ზე უარი თქვა და მას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა.


მიტ­ჩე­ლის ცხე­და­რი მისი შვი­ლის სა­წოლ­თან იპო­ვეს.



  • მთლი­ა­ნად და­იწ­ვა მა­ლი­ბუ­ში მდე­ბა­რე ჰან­ტერ ბა­ი­დე­ნის სახ­ლი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის შვი­ლის სახ­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მძვინ­ვა­რე ტყის ხან­ძრის შე­დე­გად.


მე­დი­ა­ში ჰან­ტერ ბა­ი­დე­ნის დამ­წვა­რი სახ­ლის და მან­ქა­ნის ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.



და­ზა­რა­ლე­ბულ­თა შო­რის არი­ან სხვა ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი და მი­ლი­არ­დე­რე­ბი.


ვილა და­ეწ­ვათ ამე­რი­კელ მსა­ხი­ო­ბებს ადამ ბროდსა და ლე­ი­ტონ მეს­ტერს. მსა­ხი­ობ ანა ფე­რისს. მი­ლი­არ­დერ პე­რის ჰილ­ტონ­სა და სხვებს. მე­დი­ის ცნო­ბით, ხან­ძარ­მა მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა 87 წლის მსა­ხი­ობ ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სის სახ­ლი (The Silence of the Lambs, The Father). მსა­ხი­ობს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:




00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"შვილის მიტოვებაზე უარი თქვა და მასთან ერთად დაიღუპა" - აპოკალიფსი ჰოლივუდში: 10 დაღუპული, გადამწვარი ვილები და ევაკუირებული ხალხი: რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში (ფოტოები)

"შვილის მიტოვებაზე უარი თქვა და მასთან ერთად დაიღუპა" - აპოკალიფსი ჰოლივუდში: 10 დაღუპული, გადამწვარი ვილები და ევაკუირებული ხალხი: რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში (ფოტოები)

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა, მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


  • განახლებული ინფორმაციით, ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული.


სამი ცხედარი იტონის ხანძრის სიახლოვეს იპოვეს, კიდევ ორი ადამიანი კი პალისადის ხანძრის შედეგად დაიღუპა.


ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა “აბსოლუტურად შეიცვლება“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იტონის ხანძრის შედეგად 4 000-5 000 ნაგებობა განადგურდა, პალისადის ხანძარმა კი - 5 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა.

Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.


მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, რომელსაც კენეტის ხანძარი უწოდეს. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კენეტის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 900 მეხანძრე განალაგეს.


სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გააძლიეროს.


  • პოლიციამ მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.


პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში, ძარცვის წინააღმდეგ საბრძოლველად, კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც ძალაში იქნება ხუთშაბათს საღამოს 6 საათიდან პარასკევის დილის 6 საათამდე. სამართალდამცავებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.


განადგურებულია ლოს-ანჯელესის თითქმის სრული უბანი - მოსახლეობა ოლქს ტოვებს



ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა და სავარაუდოდ გადააჭარბებს. ამჟამად ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.


  • ლოკალიზებულია ჰერსტის ხანძრის 37% თუმცა, Cal Fire-ის მიხედვით, ხუთშაბათის საღამოს მდგომარეობით, ძირითადი ხანძრები შემდეგ რაიონებშია:


  • Palisades ცეცხლი: მინიმუმ 19,978 ჰექტარი

  • Eaton Fire: მინიმუმ 13,690 ჰექტარი

  • Hearst Fire: მინიმუმ 771 ჰექტარი

  • Lydia Fire: მინიმუმ 348 ჰექტარი

  • Kennett Fire: მინიმუმ 960 ჰექტარი

როგორც dailymail წერს, ხანძრის განზრახ გაჩენისთვის, ლოს-ანჯელესში ერთი ადამიანი დააკავეს.


ადგილობრივმა 911-ში დარეკა და შეატყობინა, რომ მამაკაცი, ხანძრის გაჩენას იბარას გზის 21700 ბლოკში ცდილობდა - ეჭვმიტანილი დააკავეს


“ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ოფიცერმა ჩარლზ დინსელმა NewsNation-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც, ჰაიდენ-ჰილზსში სავარაუდოდ, განზრახ გააჩინა ხანძარი, დაკავებულია,“ - წერს გამოცემა.


  • CNN-ის რეპორტიორი სტიქიის ზონიდან ტრაგიკულ დეტალებს ჰყვება.


მისი თქმით, შშმ პირი მამაკაცი და მისი შვილი ალტადენას ხანძარში დაიღუპნენ.


67 წლის, პენსიონერს ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა. მიტჩელი ალტადენაში ცერებრალური დამბლის მქონე 20 წლის შვილთან, ჯასტინთან ერთად საავარდმყოფოში იმყოფებოდა. როდესახ ხანძარი პუნქტს მოედო, მან შვილის მიტოვებაზე უარი თქვა და მასთან ერთად დაიღუპა.


მიტჩელის ცხედარი მისი შვილის საწოლთან იპოვეს.



  • მთლიანად დაიწვა მალიბუში მდებარე ჰანტერ ბაიდენის სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის სახლი მთლიანად განადგურდა ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძრის შედეგად.


მედიაში ჰანტერ ბაიდენის დამწვარი სახლის და მანქანის ფოტოები ვრცელდება.



დაზარალებულთა შორის არიან სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავები და მილიარდერები.


ვილა დაეწვათ ამერიკელ მსახიობებს ადამ ბროდსა და ლეიტონ მესტერს. მსახიობ ანა ფერისს. მილიარდერ პერის ჰილტონსა და სხვებს. მედიის ცნობით, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა 87 წლის მსახიობ ენტონი ჰოპკინსის სახლი (The Silence of the Lambs, The Father). მსახიობს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


წყარო


იხილეთ ასევე: