მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში: წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი - ფოტოები სტიქიის ადგილიდან
დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში: წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 53 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 62 და­შავ­და ჩი­ნე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ონ ტი­ბეტ­ში დღეს, 7 იან­ვარს მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შე­დე­გად, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩი­ნე­თის მე­დია ავ­რცე­ლებს. მი­წისძვრის შე­დე­გად, მათი თქმით, ბევ­რი შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კად­რებ­ში ჩანს დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბი და ყველ­გან მი­მო­ფან­ტუ­ლი ნან­გრე­ვე­ბი.

ჩი­ნე­თის სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 6,8 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 9 სა­ათ­ზე მოხ­და ტინ­გრის რა­ი­ონ­ში, ნე­პალ­თან სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად.

აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­წისძვრა 7,1 მაგ­ნი­ტუ­დის იყო.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 80 კმ-ში მთა ევე­რეს­ტის ჩრდი­ლო­ე­თით , მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მთა და პო­პუ­ლა­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლია მთამ­სვლე­ლე­ბის­თვის.

მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი იგ­რძნო­ბო­და ნე­პა­ლის დე­და­ქა­ლაქ კატ­მან­დუ­შიც, ასე­ვე ტი­ბე­ტის ში­გა­ცეს რე­გი­ონ­ში, სა­დაც 800 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

მი­წისძვრამ ასე­ვე შე­არ­ყია ბუ­ტა­ნის დე­და­ქა­ლა­ქი ტიმ­ფუ და ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ე­თის შტა­ტი ბი­ჰა­რი, რო­მე­ლიც ესა­ზღვრე­ბა ნე­პალს. ინ­დო­ე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, მსხვერ­პლის ან ნგრე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღი­ათ.

ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სი ძინ­პინ­მა თქვა, რომ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს მსხვერ­პლის შე­სამ­ცი­რებ­ლად, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სა­თა­ნა­დოდ მი­სა­ხე­დად და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში: წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

დამანგრეველი მიწისძვრა ტიბეტში: წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

წინასწარი მონაცემებით, 53 ადამიანი დაიღუპა და 62 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონ ტიბეტში დღეს, 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რის თაობაზეც ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ჩინეთის მედია ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად, მათი თქმით, ბევრი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილიდან კადრებში ჩანს დანგრეული სახლები და ყველგან მიმოფანტული ნანგრევები.

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დაახლოებით 80 კმ-ში მთა ევერესტის ჩრდილოეთით , მოგეხსენებათ, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა და პოპულარული დანიშნულების ადგილია მთამსვლელებისთვის.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუშიც, ასევე ტიბეტის შიგაცეს რეგიონში, სადაც 800 000 ადამიანი ცხოვრობს.

მიწისძვრამ ასევე შეარყია ბუტანის დედაქალაქი ტიმფუ და ჩრდილოეთ ინდოეთის შტატი ბიჰარი, რომელიც ესაზღვრება ნეპალს. ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით, მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ყოვლისმომცველი სამძებრო და სამაშველო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მსხვერპლის შესამცირებლად, დაზარალებულთა სათანადოდ მისახედად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.