მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს“ - ჯო უილსონი
“ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს“ - ჯო უილსონი

“დო­ნალდ ტრამპს არ უყ­ვარს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის აღი­ა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო, რაც უნდა გა­მოს­წორ­დეს“- ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, კონ­გრეს­მენ­მა ჯო უილ­სონ­მა Fox News-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტით ჩა­ა­ნაც­ვლეს".

“ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის აღ­დგე­ნა­ზე.

  • სამ­წუ­ხა­როდ, იქ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო და პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს არ უყ­ვარს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი იყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტით ჩა­ა­ნაც­ვლეს. ასე რომ, პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დავ­პა­ტი­ჟე დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სტუმ­რად. სა­ლო­მე [ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი] შე­სა­ნიშ­ნა­ვია. მოწ­ვე­ვა გა­ვუგ­ზავ­ნე, ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის.

ჩემი მოწ­ვე­ვით ჩა­მო­დის ფი­ლი­პი­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი, ბულ­გა­რე­თის ელჩი სტე­ფან სტო­ი­ა­ნო­ვი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, უცხო­ელ სტუმ­რებს ვპა­ტი­ჟებ, რათა აღ­ვნიშ­ნოთ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა…

ცხა­დია, არ­სე­ბობს ომის დამ­ნა­შა­ვე პუ­ტი­ნის ღერ­ძი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ას­თან, თე­ი­რა­ნის რე­ჟიმ­თან, და ყვე­ლა მათ­გა­ნი მუ­შა­ობს ივა­ნიშ­ვილ­თან - მი­ლი­არ­დერ­თან, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა.

კი­დევ ერთხელ, დო­ნალდ ტრამპს არ უყ­ვარს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის აღი­ა­რებს, რომ [სა­ქარ­თვე­ლო­ში] გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო, რაც უნდა გა­მოს­წორ­დეს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ისე­ვე მა­მა­ცია, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი, რო­გორც ახლა სი­რი­ის ხალ­ხი და რო­გორც, მე მჯე­რა, ერთ დღეს, ირა­ნის ხალ­ხი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხად უილ­სონ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

“ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს“ - ჯო უილსონი

“ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს“ - ჯო უილსონი

“დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს“- ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს".

“ყველა ჩვენგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე.

  • სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება…

ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან - მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა.

კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება", - განაცხად უილსონმა.