მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა“ - ნიკა მელია
“ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა“ - ნიკა მელია

“მო­მავ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა და სა­გა­რეო ვექ­ტო­რის გას­წო­რე­ბა, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რაც ახლა ხდე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • მისი თქმით, დღეს რაც რუს­თა­ველ­ზე ხდე­ბა, “მარ­თლაც სა­ოც­რე­ბაა“.

“ბი­ძი­ნას შეც­ვლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ცვლი­ლე­ბა, რაც ახლა ხდე­ბა - ხალ­ხმა ვის­წავ­ლეთ ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა. მე­ტიც, “და­ვა­მუ­ღა­მეთ“, გა­ვი­წა­ფეთ ამ ბრძო­ლა­ში და რაც მთა­ვა­რია გემო გა­ვუ­გეთ და ჩვე­ვად გვექ­ცა უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა. ერ­თად დგო­მამ, ერ­თად ბრძო­ლამ სხვა სი­ახ­ლო­ვე და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ტა­ნა - ხალ­ხმა გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა ერ­თმა­ნე­თი.

რო­დე­საც მიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ ადრე თბი­ლი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ქა­ლა­ქი იყო - გა­ივ­ლი­დი რუს­თა­ველ­ზე, პლე­ხა­ნოვ­ზე, ყვე­ლას ყვე­ლა უყ­ვარ­და, კი მხიბ­ლავ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და.

დღეს რაც რუს­თა­ველ­ზე ხდე­ბა, მარ­თლაც სა­ოც­რე­ბაა. ახა­ლი ენერ­გი­ით იმუხ­ტე­ბი რუს­თა­ველ­ზე. ყო­ველ­დღე ახალ ნაც­ნო­ბებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, ახალ მე­გობ­რებს იძენ და ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლე­ბი ვბრუნ­დე­ბით სახ­ლებ­ში და ერთი სული გვაქვს, ისევ გა­მო­ვი­დეთ რუს­თა­ველ­ზე. დავ­დგეთ იქ, სა­დაც წყდე­ბა მო­მავ­ლის ბედი, სა­დაც ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­ტა­ნა და სიყ­ვა­რუ­ლია, სა­დაც გვე­ლო­დე­ბა უკვე შე­ძე­ნი­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რი და კი­დევ უფრო მე­ტის შე­ძე­ნის პერ­სპექ­ტი­ვა.

ამი­ტო­მაც მგო­ნია რომ ამ ბრძო­ლა­ში გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვანს ჩა­ვავ­ლეთ ხელი - იმ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც მტრო­ბის­გან დან­გრე­ულს აგ­ვა­შე­ნე­ბი­ნებს“, - წერს ნიკა მე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

“ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა“ - ნიკა მელია

“ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა“ - ნიკა მელია

“მომავლისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება და საგარეო ვექტორის გასწორება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, დღეს რაც რუსთაველზე ხდება, “მართლაც საოცრებაა“.

“ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც ახლა ხდება - ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა. მეტიც, “დავამუღამეთ“, გავიწაფეთ ამ ბრძოლაში და რაც მთავარია გემო გავუგეთ და ჩვევად გვექცა უფლებებისთვის ბრძოლა. ერთად დგომამ, ერთად ბრძოლამ სხვა სიახლოვე და სიყვარული მოიტანა - ხალხმა გაიცნო და შეიყვარა ერთმანეთი.

როდესაც მიყვებოდნენ, რომ ადრე თბილისი ურთიერთობების ქალაქი იყო - გაივლიდი რუსთაველზე, პლეხანოვზე, ყველას ყველა უყვარდა, კი მხიბლავდა, მაგრამ ძალიან გაზვიადებულად მეჩვენებოდა.

დღეს რაც რუსთაველზე ხდება, მართლაც საოცრებაა. ახალი ენერგიით იმუხტები რუსთაველზე. ყოველდღე ახალ ნაცნობებს, თანამოაზრეებს, ახალ მეგობრებს იძენ და ამ ურთიერთობებით გამდიდრებულები ვბრუნდებით სახლებში და ერთი სული გვაქვს, ისევ გამოვიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ იქ, სადაც წყდება მომავლის ბედი, სადაც ასეთი ურთიერთგატანა და სიყვარულია, სადაც გველოდება უკვე შეძენილი ძალიან ბევრი ახალი მეგობარი და კიდევ უფრო მეტის შეძენის პერსპექტივა.

ამიტომაც მგონია რომ ამ ბრძოლაში გაცილებით მნიშვნელოვანს ჩავავლეთ ხელი - იმ სიყვარულს, რომელიც მტრობისგან დანგრეულს აგვაშენებინებს“, - წერს ნიკა მელია.