კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად უკრაინულმა უეკიპაჟო საზღვაო დრონმა 2 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო - საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად უკრაინულმა უეკიპაჟო საზღვაო დრონმა 2 რუსული   ვერტმფრენი  ჩამოაგდო - საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რი­მის მახ­ლობ­ლად, დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, 2024 წლის 31 დე­კემ­ბერს "ჯგუ­ფი 13-ის“ სპეც­რაზ­მე­ლებ­მა, რა­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ზღვაო დრო­ნით, Magura V5-ით, რუ­სუ­ლი Mi-8 ტი­პის ორი ვერ­ტმფრე­ნი გა­ა­ნად­გუ­რა“, - აცხა­დე­ბენ დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში.

ამას­თან­ვე, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი არი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბიც.

  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი:

2024 წლის ბოლო დღე,31 დე­კემ­ბე­რი მსოფ­ლი­ოს ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში შევა,რო­გორც უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნი­დან რა­კე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლი შვე­ულმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბა...

ის,რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის თით­ქმის სამ­წლი­ან­მა ომმა ძა­ლი­ან და­აჩ­ქა­რა სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, უდა­ვოა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პროგ­რე­სი შე­იმ­ჩნე­ვა დრო­ნე­ბის-დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი საფ­რე­ნი, მი­წა­ზე მოძ­რა­ვი და მცუ­რა­ვი უე­კი­პა­ჟო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ელ­ვი­სუს­წრა­ფეს პროგ­რეს­ში...

ომის მე­სა­მე წლის ბო­ლოს­კენ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ შეძ­ლო Magura V5 ტი­პის უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნი­დან(რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ძი­რი­თა­დად კა­მი­კა­ძე-დრო­ნის როლ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და) გაშ­ვე­ბუ­ლი ორი Р-73 SeeDragon ტი­პის რა­კე­ტით ჩა­მო­ეგ­დო ერთი რუ­სუ­ლი Ми-8МТ ტი­პის სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო შვე­ულმფრე­ნი,ხოლო მე­ო­რე კი და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა...

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი Magura V5 ტი­პის უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნი­დან მას­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი ორი Р-73 SeeDragon-ის ტი­პის „ზღვა-ჰა­ე­რი“ კლა­სის მარ­თვა­დი რა­კე­ტით...

ეს რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­თან, ტარ­ხან­კუ­ტის კონ­ცხის სი­ახ­ლო­ვეს ჰა­ე­რი­დან ნა­დი­რობ­დნენ უკ­რა­ი­ნულ კა­ტარ­ღა-დრო­ნებ­ზე:შვე­ულმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის ცე­ცხლით ცდი­ლობ­დნენ მათ აფეთ­ქე­ბა­სა და ჩა­ძირ­ვას, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი უე­კი­პა­ჟო დრო­ნებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნეს და თა­ნაც...მარ­თვა­დი სა­ა­ვი­ა­ციო რა­კე­ტე­ბით,რის შემ­დე­გაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­დი­რე­ე­ბი­დან გა­და­იქ­ცნენ ნა­დავ­ლად-თა­ვად უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­ტარ­ღა-კა­მი­კა­ძე­ე­ბი­დან გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში მო­ჩანს,რომ რა­კე­ტით მძი­მედ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ერთი რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნი შავი ზღვის ტალ­ღებ­ში იძი­რე­ბა, მე­ო­რეს კი კუ­დის სა­ჭეს­თან უფეთ­ქდე­ბა რა­კე­ტა,მაგ­რამ დიდი გა­ჭირ­ვე­ბით მა­ინც აგ­რძე­ლებს ფრე­ნას ავა­რი­უ­ლად მი­წა­ზე და­საშ­ვე­ბად...

თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში ორ­მო­ცი­ო­დე წლის წინ დამ­ზა­დე­ბუ­ლი Р-73 ტი­პის მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბით დღეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სულ შვე­ულმფრე­ნებს აგ­დე­ბენ...

გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს ამ შვე­ულმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის გან­წი­რულ ხმით რა­დი­ო­სა­უბ­რე­ბის გა­და­ჭე­რილ ჩა­ნა­წე­რებს, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა,თუ რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახ­და მათ­თვის,რომ ად­ვილ საკბი­ლოდ მიჩ­ნე­ულ­მა-კა­ტარ­ღა-დრო­ნებ­მა იქით გა­მო­ი­ჩი­ნეს „ბრჭყა­ლე­ბი“ და სა­პა­სუ­ხო სა­რა­კე­ტო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს...

ჩვენ­თვის კი ის გა­რე­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მსოფ­ლი­ოს ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნის მიერ შვე­ულმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და... თბი­ლის­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი რა­კე­ტით! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად უკრაინულმა უეკიპაჟო საზღვაო დრონმა 2 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო - საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად უკრაინულმა უეკიპაჟო საზღვაო დრონმა 2 რუსული   ვერტმფრენი  ჩამოაგდო - საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

საზღვაო დრონმა Magura V5-მა, რომელიც აღჭურვილი იყო სარაკეტო იარაღით, ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენის განადგურება მოახერხა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"განახლებული მონაცემებით, შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბერს "ჯგუფი 13-ის“ სპეცრაზმელებმა, რაკეტებით აღჭურვილი საზღვაო დრონით, Magura V5-ით, რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურა“, - აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

ამასთანვე, წინასწარი ინფორმაციით, ლიკვიდირებული არიან აღნიშნული ვერტმფრენების ეკიპაჟებიც.

  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი:

2024 წლის ბოლო დღე,31 დეკემბერი მსოფლიოს ომების ისტორიაში შევა,როგორც უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან რაკეტის საშუალებით პირველი შვეულმფრენის ჩამოგდება...

ის,რომ რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანმა ომმა ძალიან დააჩქარა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების განვითარება, უდავოა, მაგრამ განსაკუთრებული პროგრესი შეიმჩნევა დრონების-დისტანციურად მართვადი საფრენი, მიწაზე მოძრავი და მცურავი უეკიპაჟო საშუალებების ელვისუსწრაფეს პროგრესში...

ომის მესამე წლის ბოლოსკენ უკრაინულმა მხარემ შეძლო Magura V5 ტიპის უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან(რომელიც მანამდე ძირითადად კამიკაძე-დრონის როლში გამოიყენებოდა) გაშვებული ორი Р-73 SeeDragon ტიპის რაკეტით ჩამოეგდო ერთი რუსული Ми-8МТ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი,ხოლო მეორე კი დაეზიანებინა...

ასე გამოიყურება უკრაინული Magura V5 ტიპის უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან მასზე დაყენებული ორი Р-73 SeeDragon-ის ტიპის „ზღვა-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტით...

ეს რუსული შვეულმფრენები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, ტარხანკუტის კონცხის სიახლოვეს ჰაერიდან ნადირობდნენ უკრაინულ კატარღა-დრონებზე:შვეულმფრენების ეკიპაჟები ტყვიამფრქვევების ცეცხლით ცდილობდნენ მათ აფეთქებასა და ჩაძირვას, როდესაც უკრაინული უეკიპაჟო დრონებმა მოულოდნელად საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თანაც...მართვადი საავიაციო რაკეტებით,რის შემდეგაც რუსი სამხედროები მონადირეებიდან გადაიქცნენ ნადავლად-თავად უკრაინული კატარღა-კამიკაძეებიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს,რომ რაკეტით მძიმედ დაზიანებული ერთი რუსული შვეულმფრენი შავი ზღვის ტალღებში იძირება, მეორეს კი კუდის საჭესთან უფეთქდება რაკეტა,მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც აგრძელებს ფრენას ავარიულად მიწაზე დასაშვებად...

თბილისის საავიაციო ქარხანაში ორმოციოდე წლის წინ დამზადებული Р-73 ტიპის მართვადი რაკეტებით დღეს უკრაინელები რუსულ შვეულმფრენებს აგდებენ...

გარდა ამისა, უკრაინული მხარე ასევე აქვეყნებს ამ შვეულმფრენების ეკიპაჟების განწირულ ხმით რადიოსაუბრების გადაჭერილ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა,თუ რამდენად მოულოდნელი გახდა მათთვის,რომ ადვილ საკბილოდ მიჩნეულმა-კატარღა-დრონებმა იქით გამოიჩინეს „ბრჭყალები“ და საპასუხო სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს...

ჩვენთვის კი ის გარემოება იქნება საინტერესო, რომ მსოფლიოს ომების ისტორიაში განხორციელებული უეკიპაჟო კატარღა-დრონის მიერ შვეულმფრენის ჩამოგდება განხორციელდა... თბილისში დამზადებული რაკეტით! გააგრძელეთ კითხვა