პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ბიბლიოთეკები ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გახსნა
ქართული ბიბლიოთეკები ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გახსნა

"ბიბ­ლუ­სი­სა" და წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა გრძელ­დე­ბა.

ამ­ჯე­რად ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­იხ­სნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

"დიდი მად­ლო­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, რო­მელ­თაც ATINATI - ის შე­სა­ნიშ­ნავ სივ­რცე­ში მო­ი­ყა­რეს თავი, სა­დაც კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნეთ წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა იმის, თუ რა ად­გი­ლი უჭი­რავს სა­ქარ­თვე­ლოს და მის კულ­ტუ­რას ევ­რო­პა­ში და რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად ყოფ­ნა.

გახ­სნას "ბიბ­ლუ­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე და ბელ­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე დო­სი­თე­ო­ზი ეს­წრე­ბოდ­ნენ", - წერს წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ნი­დერ­ლან­დებ­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­დამ­ჭე­რი "ფონ­დი არ­ვე­ლა­ძე" და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე იქ­ნე­ბი­ან.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა უკვე გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ კარლსრუ­ე­ში გა­იხ­სნა, რაც ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა.

ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ნამ­დე შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში გა­იხ­სნა: ემ­პო­ლი (იტა­ლია) , ვროც­ლა­ვი (პო­ლო­ნე­თი) ,სტამ­ბო­ლი (თურ­ქე­თი) , ერე­ვა­ნი (სომ­ხე­თი), კარლსრუე (გერ­მა­ნია).

"წელს, ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა ლი­ე­ტუ­ვა­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რიც გახ­და და 2025 წელს არა­ერთ ევ­რო­პულ ქა­ლაქ­ში ვგეგ­მავთ მსგავ­სი სივ­რცის მო­წყო­ბას", - აცხა­დებს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქართული ბიბლიოთეკები ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გახსნა

ქართული ბიბლიოთეკები ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გახსნა

"ბიბლუსისა" და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივითა და მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით ქართული ბიბლიოთეკების გახსნა გრძელდება.

ამჯერად ნიდერლანდებში გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა.

"დიდი მადლობა ნიდერლანდების ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც ATINATI - ის შესანიშნავ სივრცეში მოიყარეს თავი, სადაც კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ წიგნიერების მნიშვნელობა და მნიშვნელობა იმის, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს და მის კულტურას ევროპაში და რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციის ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ყოფნა.

გახსნას "ბიბლუსის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოზი ესწრებოდნენ", - წერს წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.

როგორც ირკვევა, ნიდერლანდებში ქართული ბიბლიოთეკის მხარდამჭერი "ფონდი არველაძე" და მისი დამფუძნებელი შოთა არველაძე იქნებიან.

რამდენიმე დღეში კი, ქართული ბიბლიოთეკა უკვე გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ კარლსრუეში გაიხსნა, რაც ქართული სათვისტომოს დახმარებით მოხერხდა.

ქართული წიგნის კუთხე საზღვარგარეთ მანამდე შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: ემპოლი (იტალია) , ვროცლავი (პოლონეთი) ,სტამბოლი (თურქეთი) , ერევანი (სომხეთი), კარლსრუე (გერმანია).

"წელს, ჩვენი მოძრაობა ლიეტუვაში ქართული ბიბლიოთეკის გენერალური მხარდამჭერიც გახდა და 2025 წელს არაერთ ევროპულ ქალაქში ვგეგმავთ მსგავსი სივრცის მოწყობას", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.