სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! - იმას, რაც მას ეკუთვნის!" - მამუკა ხაზარაძე
" ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! - იმას, რაც მას ეკუთვნის!" - მამუკა ხაზარაძე

ივა­ნიშ­ვი­ლი დღე­ი­დან უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოკ­ვე­თი­ლია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­დან - ის და­სან­ქცი­რე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რად და ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო მუხ­ლით, - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­ცხვი­ნოა, როცა მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა გა­სან­ქცი­რებს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"რა თქმა უნდა, ფი­ნან­სუ­რი და აქ­ტი­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით ეს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმაა, მაგ­რამ სა­მარ­ცხვი­ნოა, როცა გა­სან­ქცი­რებს პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა იმის გამო, რომ შენ ხარ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, მის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბას უშლი ხელს და მის კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევ!

რუს­მა ოლი­გარ­ქმა ის მი­ი­ღო რაც ეკუთ­ვნო­და! ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი და გარ­და­უ­ვა­ლი იყო! ახლა კი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მი­ი­ღებს ახალ არ­ჩევ­ნებს და გა­მარ­ჯვე­ბას! - იმას, რაც მას ეკუთ­ვნის!“, - წერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი (OFAC) ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს".

ამას­თან, რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი აცხა­დებს, „შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ასან­ქცი­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­მა­არ­სე­ბელ­სა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ძი­რის გა­მო­თხრის­თვის".

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლია აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბა №14024 მუხ­ლი 1(a)(ii)(C)-ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, ან პირ­და­პირ თუ ირი­ბად ჩარ­თუ­ლი, ან მცდე­ლო­ბა გა­უ­წე­ვია ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კის­თვის, რო­მე­ლიც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს ან ინ­სტი­ტუ­ტებს რო­გორც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი სარ­გებ­ლის­თვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

" ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! - იმას, რაც მას ეკუთვნის!" - მამუკა ხაზარაძე

" ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! - იმას, რაც მას ეკუთვნის!" - მამუკა ხაზარაძე

ივანიშვილი დღეიდან უკვე ოფიციალურად მოკვეთილია ცივილიზებული სამყაროდან - ის დასანქცირებულია დოკუმენტურად და ყველაზე სამარცხვინო მუხლით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.

  • მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სამარცხვინოა, როცა მეგობარი ქვეყანა გასანქცირებს რუსეთის ინტერესების გატარებისთვის საქართველოში.

"რა თქმა უნდა, ფინანსური და აქტივების თვალსაზრისით ეს სერიოზული დარტყმაა, მაგრამ სამარცხვინოა, როცა გასანქცირებს პარტნიორი ქვეყანა იმის გამო, რომ შენ ხარ რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ქვეყნის განვითარებას, მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას უშლი ხელს და მის კონსტიტუციას არღვევ!

რუსმა ოლიგარქმა ის მიიღო რაც ეკუთვნოდა! ეს მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო! ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! - იმას, რაც მას ეკუთვნის!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".

„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: