პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აისახება სანქციები და არეულობა საქართველოს ეკონომიკაზე - "მე ამას "გოლეთიანის ეფექტი" დავარქვი"
როგორ აისახება სანქციები და არეულობა საქართველოს ეკონომიკაზე - "მე ამას "გოლეთიანის ეფექტი" დავარქვი"

სა­ქარ­თვე­ლოს, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, "ცხე­ლი" და მშფოთ­ვა­რე ზამ­თა­რი და­უდ­გა: ასე­უ­ლო­ბით ახალ­გაზ­რდის და­პა­ტიმ­რე­ბის და აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლის შემ­დეგ, ხალ­ხი ახალ არ­ჩევ­ნებს და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. ამ ფონ­ზე, და­სავ­ლეთ­მა ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სან­ქცი­ე­ბი და­ა­დო, ლა­პა­რა­კია ახალ სან­ქცი­ებ­ზე და უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა­ზეც...

რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე? - ამ შე­კი­თხვით ქარ­თველ ეკო­ნო­მის­ტებს და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მივ­მარ­თეთ:

პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე:

"ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:- ჯერ­ჯე­რო­ბით, და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ კერ­ძო პი­რებს ეხე­ბა, ამი­ტომ ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხე­ბა. თუმ­ცა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი რომ სან­ქცი­რე­ბი­დან, ეს ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტის მქო­ნე მოვ­ლე­ნაა. ექ­ნე­ბა თუ არა დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლას უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი? - ამის თქმა ძნე­ლია. მა­გა­ლი­თად: ჩი­ნეთ­ში ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მაა, მაგ­რამ მთე­ლი ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი იქ შე­დის. მე­ო­რე მხრივ, ცუ­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე აქ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში ფულს დებ, მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ უნდა იყოს, ამის გამო, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფლიქ­ტის ქვე­ყა­ნაა და ამ კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა - ეს კი­დევ ერთი, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვია, რომ ვი­ღა­ცას აქ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა არ მო­უნ­დეს. პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ერთი მხრივ, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია აბ­რკო­ლებს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სამ­ხედ­რო რის­კი, რაც ბიზ­ნე­სის­თვის სირ­თუ­ლე­ებს ქმნის. ვინც მთავ­რო­ბის მხა­რე­საა და სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებს, ორ რა­მე­საა ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი - ერთი, ეს არის ტრან­ზი­ტი და მე­ო­რე - მილ­სა­დე­ნი და ნავ­თობ­სა­დე­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია - სწო­რედ ამ ორ ელე­მენტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა. ბოლო ხა­ნებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ გა­უ­ფა­სურ­და ლარი და ეს ლო­გი­კუ­რია: ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ შე­მო­დის, წლის ბო­ლოა და ვა­ლე­ბი გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვერ მუ­შა­ობს, რაც ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ეკო­ნო­მი­კა­ზე. ცხა­დია, ბევ­რი პრობ­ლე­მაა. თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში, ეკო­ნო­მი­კა სტა­ბი­ლუ­რად უნდა მუ­შა­ობ­დეს და ამას­თა­ნა­ვე, იყოს ღია, ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მე­ო­რე, სწო­რედ ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბა და თუნ­დაც, ლა­რის კურ­სი.

თუმ­ცა, პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, ბევ­რად მძი­მეა: ადა­მი­ა­ნებს არა აქვთ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი; არა აქვთ სურ­ვი­ლი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი და­ი­სა­ხონ და ბევ­რი, ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, წას­ვლა­ზე ფიქ­რობს. ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ში მუ­შა­ობს და ვისი სა­მუ­შაო ად­გი­ლიც ლეპ­ტო­პია, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გავა სა­ქარ­თვე­ლო­დან. ცხა­დია, მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. ამი­ტომ, ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხია, ადა­მი­ა­ნებს ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა მო­უნ­დე­ბათ თუ არა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან და ამა­ში პო­ლი­ცი­აა ჩარ­თუ­ლი, ეს ხალ­ხში იმედ­გაც­რუ­ე­ბას წარ­მო­შობს და ამა­ვე დროს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე აზი­ა­ნებს. მით უმე­ტეს, ამა­ში რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბია ჩარ­თუ­ლი. რო­გო­რია ჩემი პროგ­ნო­ზი? - სა­ნამ ეს სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა და გარ­თულ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა და ამ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 50 თუ 100 ოჯა­ხი იცხოვ­რებს ნორ­მა­ლუ­რად. თუნ­დაც ამი­ტომ, სი­ტუ­ა­ცია უნდა შე­იც­ვა­ლოს.

სოსო არჩვა­ძე, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი:

- რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­უ­რი ფონი და რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ფაქ­ტო­რი ეკო­ნო­მი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამა თუ იმ შტოს მი­მართ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა, ეს უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს მთე­ლი ქვეყ­ნის იმიჯ­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზეც. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლუ­ტის კურსს, აქ ორი ფაქ­ტო­რია მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბი: ერთი - ემო­ცი­უ­რი და მე­ო­რე - ეკო­ნო­მი­კუ­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით, წინა პლან­ზე ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რია გა­მო­სუ­ლი. ცუ­დია, რომ უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა შემ­ცირ­და, მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ პრო­ცეს­ში სა­ვა­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას დიდი ად­გი­ლი უკა­ვია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ აისახება სანქციები და არეულობა საქართველოს ეკონომიკაზე - "მე ამას "გოლეთიანის ეფექტი" დავარქვი"

როგორ აისახება სანქციები და არეულობა საქართველოს ეკონომიკაზე - "მე ამას "გოლეთიანის ეფექტი" დავარქვი"

საქართველოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, "ცხელი" და მშფოთვარე ზამთარი დაუდგა: ასეულობით ახალგაზრდის დაპატიმრების და აქციების დაშლის შემდეგ, ხალხი ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამ ფონზე, დასავლეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაადო, ლაპარაკია ახალ სანქციებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც...

როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე? - ამ შეკითხვით ქართველ ეკონომისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართეთ:

პაატა შეშელიძე:

"ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი:- ჯერჯერობით, დასავლეთის სანქციები მხოლოდ კერძო პირებს ეხება, ამიტომ ჩვენს ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება. თუმცა, თანამდებობის პირები რომ სანქცირებიდან, ეს ნეგატიური მუხტის მქონე მოვლენაა. ექნება თუ არა დემოკრატიის უკუსვლას უარყოფითი ეფექტი? - ამის თქმა ძნელია. მაგალითად: ჩინეთში ტოტალიტარული სისტემაა, მაგრამ მთელი ამერიკული ინვესტიციები იქ შედის. მეორე მხრივ, ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეშე აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუ ამ ქვეყანაში ფულს დებ, მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ამის გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირებულია.

ამას ისიც ემატება, რომ საქართველო პოტენციური კონფლიქტის ქვეყანაა და ამ კონფლიქტის განახლება ყოველთვის შეიძლება - ეს კიდევ ერთი, დამატებითი მოტივია, რომ ვიღაცას აქ ინვესტიციის ჩადება არ მოუნდეს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ერთი მხრივ, პოლიტიკური სიტუაცია აბრკოლებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო რისკი, რაც ბიზნესისთვის სირთულეებს ქმნის. ვინც მთავრობის მხარესაა და სიტუაციას აკონტროლებს, ორ რამესაა ჩაჭიდებული - ერთი, ეს არის ტრანზიტი და მეორე - მილსადენი და ნავთობსადენი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია - სწორედ ამ ორ ელემენტზეა დამოკიდებული მთელი ეკონომიკა. ბოლო ხანებში ვხედავთ, როგორ გაუფასურდა ლარი და ეს ლოგიკურია: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, წლის ბოლოა და ვალები გასასტუმრებელია, პოლიტიკური არეულობის ფონზე ძალიან ბევრი კომპანია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე. ცხადია, ბევრი პრობლემაა. თანამედროვე ეპოქაში, ეკონომიკა სტაბილურად უნდა მუშაობდეს და ამასთანავე, იყოს ღია, ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე, სწორედ ამის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა და თუნდაც, ლარის კურსი.

თუმცა, პრობლემები, რომელიც დღეს გვაქვს, ბევრად მძიმეა: ადამიანებს არა აქვთ ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი; არა აქვთ სურვილი, გრძელვადიანი მიზნები დაისახონ და ბევრი, ვისაც ამის საშუალება აქვს, წასვლაზე ფიქრობს. ის ხალხი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობს და ვისი სამუშაო ადგილიც ლეპტოპია, ძალიან ადვილად გავა საქართველოდან. ცხადია, მათგან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს. ამიტომ, ფუნდამენტური საკითხია, ადამიანებს ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუნდებათ თუ არა. როდესაც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და ამაში პოლიციაა ჩართული, ეს ხალხში იმედგაცრუებას წარმოშობს და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის იმიჯს მთელი მსოფლიოს წინაშე აზიანებს. მით უმეტეს, ამაში რუსული სპეცსამსახურებია ჩართული. როგორია ჩემი პროგნოზი? - სანამ ეს სიტუაცია იქნება, ვითარება გაუარესდება და გართულდება. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება გაუარესდება და ამ ქვეყანაში მხოლოდ 50 თუ 100 ოჯახი იცხოვრებს ნორმალურად. თუნდაც ამიტომ, სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- რა თქმა უნდა, ნეგატიური ფონი და რეპუტაციული ფაქტორი ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს. როცა ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს მიმართ სანქციები დაწესდება, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მთელი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკაზეც. რაც შეეხება ვალუტის კურსს, აქ ორი ფაქტორია მხედველობაში მისაღები: ერთი - ემოციური და მეორე - ეკონომიკური. ჯერჯერობით, წინა პლანზე ემოციური ფაქტორია გამოსული. ცუდია, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ პროცესში სავალო ვალდებულებების შემცირებას დიდი ადგილი უკავია....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: