კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია" - საია
"პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია" - საია

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია პრო­ტეს­ტის ერთ თვეს აჯა­მებს და აცხა­დებს, რომ 28 ნო­ემ­ბრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი და ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტე­ბის ჩა­სახ­შო­ბად მი­მარ­თულ­მა მე­თო­დებ­მა სიმ­ძი­მის ახალ დო­ნეს მი­აღ­წია.

  • სა­ი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძის თქმით, ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს სა­ხელ­მწი­ფო სხვა რეპ­რე­სი­ულ და ძა­ლა­დობ­რივ მე­თო­დებ­თან ერ­თად წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას უპი­რის­პი­რებს.

ქურ­დო­ვა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე, და­ფიქ­სირ­და აქ­ტი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (წყლის ჭავ­ლი, ცრემლსა­დე­ნი გაზი, წი­წა­კის სპრეი) სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბა.

სა­ი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­სუ­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, უკა­ნო­ნოდ 500-მდე პირი და­ა­კა­ვეს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბით კი 40-მდე ადა­მი­ა­ნი.

„სა­ი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში „სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბი მზარ­დი სა­პო­ლი­ციო ტე­რო­რის პი­რის­პირ“, რო­მე­ლიც ტე­რო­რის ერთ თვეს აფა­სებს. 1 თვე გა­ვი­და, რაც ქვე­ყა­ნა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა ყო­ველ­დღი­ურ­მა ლე­გი­ტი­მურ­მა პრო­ტეს­ტმა მო­იც­ვა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბით. ამას­თან, ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რომ­ლე­ბიც 2024 წელს სხვა­დას­ხვა დროს იმარ­თე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნია, პრო­ტეს­ტებს თვით­ნე­ბუ­რად და ძა­ლა­დობ­რი­ვად არ­ბევ­და სა­პო­ლი­ციო ძალა. ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს სა­ხელ­მწი­ფო სხვა რეპ­რე­სი­ულ და ძა­ლა­დობ­რივ მე­თო­დებ­თან ერ­თად წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას უპი­რის­პი­რებს.

2024 წლის აპ­რი­ლი­დან სა­ხელ­მწი­ფო მუდ­მი­ვად იყე­ნებ­და პო­ლი­ცი­ის ძა­ლა­დო­ბას, და­ში­ნე­ბას და სხვა პრაქ­ტი­კებს, რაც არ­ღვევს ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­მარ­თალს. თუმ­ცა, 2024 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი და ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტე­ბის ჩა­სახ­შო­ბად მი­მარ­თულ­მა მე­თო­დებ­მა სიმ­ძი­მის ახალ დო­ნეს მი­აღ­წია.

2024 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მიერ ძა­ლა­დო­ბის მას­შტა­ბი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ხე­ზეა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ოპე­რა­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თარ­და შემ­დე­გი მოვ­ლე­ნე­ბი: წა­მე­ბა; არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი; და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა, დე­მონ­სტრან­ტე­ბის ფარ­თო ჯგუ­ფი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ; ნა­ცე­მია და­კა­ვე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა.

აქ­ტი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (წყლის ჭავ­ლი, ცრემლსა­დე­ნი გაზი, წი­წა­კის სპრეი) გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის, არა მარ­ტო, დარ­ღვე­ვა, არა­მედ მათი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბა;

არა­ფორ­მა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის თავ­დას­ხმე­ბი დე­მონ­სტრან­ტებ­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე;

მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დევ­ნა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ, რაც, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით სრულ­დე­ბო­და.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით (თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბა შე­ე­ხო 500-მდე პირს), მო­ქა­ლა­ქე­თა უკა­ნო­ნო ჩხრე­კა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში, ჩხრე­კა/ამო­ღე­ბის ოპე­რა­ცია ბი­ნებ­სა/ოფი­სებ­ში;

სის­ხლის სა­მარ­თლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბა (და­კა­ვე­ბუ­ლია 40-მდე პირი);

მუ­ქა­რა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ - გარ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს შე­ზღუ­დოს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ში მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი მუ­ქა­რით და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­წო­დე­ბით.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, კერ­ძოდ, შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი შემ­დეგ კა­ნო­ნებ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ; კა­ნო­ნი შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ; პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი; ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი.

გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე, ისე, 2024 წლის აპ­რი­ლი-მა­ი­სის და 2023 წლის მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბა“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია" - საია

"პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია" - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.

  • საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.

ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ასევე, დაფიქსირდა აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება.

საიაში აღნიშნავენ, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით, უკანონოდ 500-მდე პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებით კი 40-მდე ადამიანი.

„საიამ გამოაქვეყნა ანგარიში „სამოქალაქო უფლებები მზარდი საპოლიციო ტერორის პირისპირ“, რომელიც ტერორის ერთ თვეს აფასებს. 1 თვე გავიდა, რაც ქვეყანა ფართომასშტაბიანმა ყოველდღიურმა ლეგიტიმურმა პროტესტმა მოიცვა. საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით. ამასთან, ეს საპროტესტო აქციები, არსებითი დარღვევით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანია, პროტესტებს თვითნებურად და ძალადობრივად არბევდა საპოლიციო ძალა. ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.

2024 წლის აპრილიდან სახელმწიფო მუდმივად იყენებდა პოლიციის ძალადობას, დაშინებას და სხვა პრაქტიკებს, რაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს. თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.

2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ.

აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები: წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.

აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;

არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;

მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა.

უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (თვითნებური დაკავება შეეხო 500-მდე პირს), მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა საჯარო ადგილებში, ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;

სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 40-მდე პირი);

მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ - გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.

კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, კერძოდ, შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; პოლიციის შესახებ კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

გამოწვევად რჩება, როგორც მიმდინარე აქციებზე, ისე, 2024 წლის აპრილი-მაისის და 2023 წლის მარტის აქციებზე ძალადობის გამოძიების არაეფექტიანობა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.