მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკრძალვის შემდეგ მშვილებელმა დედამ თქვა: მადლობა ღმერთს..." -  18 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ხერსონიდან რუსეთში წაყვანის შემდეგ გარდაიცვალა
"დაკრძალვის შემდეგ მშვილებელმა დედამ თქვა: მადლობა ღმერთს..." -  18 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ხერსონიდან რუსეთში წაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

24 დე­კემ­ბერს რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი 18 წლის ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ბიჭი ხერ­სო­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ომის დროს გა­და­იყ­ვა­ნეს და მიმ­ღებ ოჯახს გა­დას­ცეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა აუკ­რძა­ლეს. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალექ­სან­დრეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

  • ჩა­ნა­წერ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ახალ­გაზ­რდა 2024 წლის 10 იან­ვარს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კრას­ნო­და­რის სო­ფელ ახ­ტა­ნი­ზოვ­სკა­ი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი ია­კუ­შენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

მე­დი­ის ცნო­ბით, 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, სო­ფელ ტო­კა­რევ­კას (ხერ­სო­ნის ოლქი) ბავ­შვთა სახ­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლი­დია შარ­ვარ­ლიმ ყვე­ლა თა­ვი­სი მოს­წავ­ლე რუ­სეთ­ში წა­იყ­ვა­ნა. მათ შო­რის იყ­ვნენ 17 წლის ალექ­სან­დრე ია­კუშ­ჩენ­კო და მისი და, 13 წლის კრის­ტი­ნა.

ბავ­შვთა სახ­ლი - მარ­ჯვნი­დან პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ნა და ალექ­სან­დრე

რუ­სეთ­ში ისი­ნი მიმ­ღებ ოჯა­ხებს გა­დას­ცეს. ბიჭს უფ­ლე­ბა ჰქონ­და მას შემ­დეგ რაც 18 წლის გახ­და, მიმ­ღე­ბი ოჯა­ხი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ის მა­ინც დარ­ჩა. ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს მიმ­ღე­ბი ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ "ბიჭს უბ­რა­ლოდ წა­სას­ვლე­ლი არ­სად ჰქონ­და".

2024 წლის 10 იან­ვარს, დი­ლით, ია­კუ­შენ­კოს სახ­ლთან ტყეს­თან ახ­ლოს, მუ­შებ­მა ალექ­სან­დრეს ცხე­და­რი იპო­ვეს. ახალ­გაზ­რდამ თავი მო­იკ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს. ახალ­გაზ­რდას თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზეზ­ზე არც წე­რი­ლი, არც სხვა რამ და­უ­ტო­ვე­ბია.

  • გარ­დაც­ვლი­ლის სკო­ლის მე­გობ­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრეს, რომ ის ძა­ლი­ან კე­თი­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ბიჭი იყო, მაგ­რამ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დეპ­რე­სია ტან­ჯავ­და, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურ­და. ალექ­სან­დრეს დედა ელე­ნა ხმელ­ნიც­კის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, მას 2016 წელს ჩა­მო­ერ­თვა მშობ­ლის უფ­ლე­ბა. ახლა კი არ სჯე­რა, რომ მის­მა შვილ­მა თავი მო­იკ­ლა.

"არ მჯე­რა, რომ მან თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ვე­ლა­პა­რა­კე, ბედ­ნი­ე­რი იყო. რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ერთ-ორ კვი­რა­ში?" - ამ­ბობს ელე­ნა ია­კუ­შენ­კო.

"ახალ წლამ­დე და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ მალე ჩა­მო­ვალ. იან­ვარ­ში კი უკვე შე­მა­ტყო­ბი­ნეს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვერ გე­ტყვით, რო­გო­რია ბავ­შვის და­კარ­გვა. მინ­და, გა­ერ­კვნენ, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი შვი­ლი".

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ რუ­სე­თის მე­ურ­ვე­ო­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა ალექ­სან­დრეს სა­ბუ­თე­ბი წა­არ­თვეს, რათა სახ­ლში ვე­ღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მან მე­გობ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ მის­მა მშვი­ლე­ბელ­მა ოჯახ­მა „უთხრა, რომ სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბო­დათ“.

"მიმ­ღებ­მა ოჯახ­მა გარ­დაც­ვლი­ლის და­საკ­რძა­ლად ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­სახ­ლე შე­არ­ჩია და ისე დაკ­რძა­ლეს. რო­დე­საც სა­საფ­ლა­ო­დან უკან დაბ­რუ­ნე­ბის დრო დად­გა მშვი­ლე­ბელ­მა ოჯახ­მა თქვა: "მად­ლო­ბა ღმერ­თს, გარ­და­იც­ვა­ლა. ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და მე­დი­ას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­გო­ბარ­მა ოლ­გამ (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით).

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა

მას შემ­დეგ რაც მომ­ხდა­რი მე­დი­ა­ში გახ­მა­ურ­და, საქ­მეს უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხერ­სო­ნი­დან წაყ­ვა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

საქ­მე აღ­ძრუ­ლია ომის და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლით, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია (უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 438-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი). წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბას უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს.

2022 წლი­დან ალექ­სან­დრე ია­კუშ­ჩენ­კო უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­შია და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ის და მისი და კრის­ტი­ნა ასე­ვე იმ უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის სი­ა­ში არი­ან, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­მა უკა­ნო­ნოდ წა­იყ­ვა­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან. სია თით­ქმის 20 ათა­სი სა­ხე­ლის­გან შედ­გე­ბა.

ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ 388 ბავ­შვია დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, უკ­რა­ი­ნის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა, რო­მელ­საც უკა­ნო­ნოდ გაყ­ვა­ნილ ბავ­შვე­ბის საქ­მე ეხე­ბა, გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რუსი მშვი­ლებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს სა­ბუ­თებს არ­თმე­ვენ და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში ხელს უშ­ლი­ან.

გარ­და ამი­სა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვებს ტე­ლე­ფო­ნებ­ზე აქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რათა თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ მათ მოძ­რა­ო­ბას.

რა­შევ­სკა­ია ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი სცა­დეს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა, მაგ­რამ და­ა­კა­ვეს და და­აბ­რუ­ნეს რუ­სულ მიმ­ღებ ოჯა­ხებ­ში.

ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს­თან არ­სე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ აჩ­ვე­ნა "სა­მარ­თლებ­რი­ვი ვა­კუ­უ­მი", რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა დე­პორ­ტი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

"ალექ­სან­დრე არ იყო დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით", - ამ­ბობს ის.

გარ­დაც­ვლი­ლი ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კო

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ალექ­სან­დრე ია­კუ­შენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის რუ­სეთ­ში გაყ­ვა­ნას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი უწო­და და ეს ნა­ბი­ჯი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბით ახ­სნა.

2023 წლის მარ­ტში, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ გა­მოს­ცა და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მის­რის მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას მი­მართ, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო მა­სობ­რი­ვი ექ­სპორ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

ICC გა­ნი­ხი­ლავს ამ ქმე­დე­ბებს, რო­გორც ომის და­ნა­შა­უ­ლებს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაკრძალვის შემდეგ მშვილებელმა დედამ თქვა: მადლობა ღმერთს..." -  18 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ხერსონიდან რუსეთში წაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

"დაკრძალვის შემდეგ მშვილებელმა დედამ თქვა: მადლობა ღმერთს..." -  18 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ხერსონიდან რუსეთში წაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

24 დეკემბერს რუსეთში უკრაინელი 18 წლის ალექსანდრე იაკუშენკოს თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბიჭი ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციაში ომის დროს გადაიყვანეს და მიმღებ ოჯახს გადასცეს. სავარაუდოდ, მას უკრაინაში დაბრუნება აუკრძალეს. უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრეს გარდაცვალების გარემოებების გამოძიება უკვე დაიწყო.

  • ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა 2024 წლის 10 იანვარს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის სოფელ ახტანიზოვსკაიაში გარდაიცვალა. თუმცა თითქმის ერთი წლის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი იაკუშენკოს გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოებების შესახებ.

მედიის ცნობით, 2022 წლის შემოდგომაზე, სოფელ ტოკარევკას (ხერსონის ოლქი) ბავშვთა სახლის ხელმძღვანელმა, ლიდია შარვარლიმ ყველა თავისი მოსწავლე რუსეთში წაიყვანა. მათ შორის იყვნენ 17 წლის ალექსანდრე იაკუშჩენკო და მისი და, 13 წლის კრისტინა.

ბავშვთა სახლი - მარჯვნიდან პირველი ქრისტინა და ალექსანდრე

რუსეთში ისინი მიმღებ ოჯახებს გადასცეს. ბიჭს უფლება ჰქონდა მას შემდეგ რაც 18 წლის გახდა, მიმღები ოჯახი დაეტოვებინა, მაგრამ ის მაინც დარჩა. ალექსანდრე იაკუშენკოს მიმღები ოჯახი ამბობს, რომ "ბიჭს უბრალოდ წასასვლელი არსად ჰქონდა".

2024 წლის 10 იანვარს, დილით, იაკუშენკოს სახლთან ტყესთან ახლოს, მუშებმა ალექსანდრეს ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდამ თავი მოიკლა. მისი ტელეფონი გაანადგურეს. ახალგაზრდას თვითმკვლელობის მიზეზზე არც წერილი, არც სხვა რამ დაუტოვებია.

  • გარდაცვლილის სკოლის მეგობრებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ის ძალიან კეთილი და კომუნიკაბელური ბიჭი იყო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დეპრესია ტანჯავდა, რადგან უკრაინაში დაბრუნება სურდა. ალექსანდრეს დედა ელენა ხმელნიცკის რაიონში ცხოვრობს, მას 2016 წელს ჩამოერთვა მშობლის უფლება. ახლა კი არ სჯერა, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

"არ მჯერა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. ველაპარაკე, ბედნიერი იყო. რა შეიძლება მომხდარიყო ერთ-ორ კვირაში?" - ამბობს ელენა იაკუშენკო.

"ახალ წლამდე დავურეკე და ვუთხარი, რომ მალე ჩამოვალ. იანვარში კი უკვე შემატყობინეს შვილის გარდაცვალების შესახებ. ვერ გეტყვით, როგორია ბავშვის დაკარგვა. მინდა, გაერკვნენ, როგორ გარდაიცვალა ჩემი შვილი".

არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთის მეურვეობის ორგანოებმა ალექსანდრეს საბუთები წაართვეს, რათა სახლში ვეღარ დაბრუნებულიყო.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეგობრებს სოციალურ ქსელში ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ამბობდა, რომ მისმა მშვილებელმა ოჯახმა „უთხრა, რომ საერთოდ არ სჭირდებოდათ“.

"მიმღებმა ოჯახმა გარდაცვლილის დასაკრძალად ყველაზე იაფფასიანი სასახლე შეარჩია და ისე დაკრძალეს. როდესაც სასაფლაოდან უკან დაბრუნების დრო დადგა მშვილებელმა ოჯახმა თქვა: "მადლობა ღმერთს, გარდაიცვალა. ნაკლები პრობლემა გვექნება", - განუცხადა მედიას დაზარალებულის მეგობარმა ოლგამ (სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით).

გარდაცვლილი ბიჭის ბიოლოგიური დედა

მას შემდეგ რაც მომხდარი მედიაში გახმაურდა, საქმეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები და ხელისუფლება გამოეხმაურნენ. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ხერსონიდან წაყვანილი უკრაინელი მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

საქმე აღძრულია ომის დანაშაულის მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი). წინასწარ გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

2022 წლიდან ალექსანდრე იაკუშჩენკო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაშია დაკარგულად ითვლება. ის და მისი და კრისტინა ასევე იმ უკრაინელი ბავშვების სიაში არიან, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ წაიყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სია თითქმის 20 ათასი სახელისგან შედგება.

ამ დროისთვის მხოლოდ 388 ბავშვია დაბრუნებული.

უფლებადამცველმა, უკრაინის ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის ადვოკატმა, რომელსაც უკანონოდ გაყვანილ ბავშვების საქმე ეხება, განაცხადა, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსი მშვილებლები უკრაინელ ბავშვებს საბუთებს ართმევენ და სამშობლოში დაბრუნებაში ხელს უშლიან.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ტელეფონებზე აქვთ დაყენებული სპეციალური პროგრამა, რათა თვალყური ადევნონ მათ მოძრაობას.

რაშევსკაია ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვები სცადეს საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ დააკავეს და დააბრუნეს რუსულ მიმღებ ოჯახებში.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი ამბობს, რომ ალექსანდრე იაკუშენკოსთან არსებულმა სიტუაციამ აჩვენა "სამართლებრივი ვაკუუმი", რომელიც წარმოიშვა დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან მიმართებაში.

"ალექსანდრე არ იყო დეპორტირებული კლასიკური გაგებით", - ამბობს ის.

გარდაცვლილი ალექსანდრე იაკუშენკო

რუსეთის ხელისუფლებას ალექსანდრე იაკუშენკოს გარდაცვალებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანას ნებაყოფლობითი უწოდა და ეს ნაბიჯი უსაფრთხოების მიზეზებით ახსნა.

2023 წლის მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო მასობრივი ექსპორტის ორგანიზებაში.

ICC განიხილავს ამ ქმედებებს, როგორც ომის დანაშაულებს.

წყარო