პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, დაიწყო ჩემზე ძალადობა, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა“ - აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს
“შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, დაიწყო ჩემზე ძალადობა, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა“ - აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

“მირ­ტყამ­დნენ გვერ­დებ­ში და თავ­ში, ნა­ხევ­რად გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ერთ-ერთი ზონ­დე­რი მომ­ვარ­და და ხე­ლის მო­ტე­ხას ცდი­ლობ­და, ჩემი ცემა ალ­ბათ 5-10 წუთი გაგ­რძელ­და, შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი ხა­ნიც, არ ვიცი, პე­რი­ო­დუ­ლად გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი“, - ამის შე­სა­ხებ აქ­ტი­ვის­ტი, საბა ცხვი­ტა­რი­ძე რუს­თა­ვის ცი­ხი­დან წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც მის “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

  • ცხვი­ტა­რი­ძე წე­რილ­ში და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს აღ­წერს და ამ­ბობს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბა მოხ­და და­კი­თხვის დრო­საც - “მირ­ტყამ­დნენ ფე­ხებს და თავ­ზე გა­და­მამ­ტვრი­ეს სხვა­დას­ხვა ხის ნივ­თე­ბი“.

“ახლა, პირ­ვე­ლად მეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოვ­ყვე თუ რო­გორ და­მი­ჭი­რეს. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორ მექ­ცე­ოდ­ნენ დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში.

როცა და­მი­ჭი­რეს, იქ­ნე­ბო­და ღა­მის პირ­ვე­ლი-ორი სა­ა­თი, ზეს­ტა­ფო­ნის გზა­ზე გა­მა­ჩე­რა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ. თან მახ­ლდა მამა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მომ­თხო­ვა, მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა, რა­საც და­ვე­მორ­ჩი­ლე, მერე და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლი, რა­ზეც მო­ვი­თხო­ვე გა­ნე­მარ­ტათ თუ რა­ტომ მა­კა­ვებ­დნენ და მო­ვი­თხო­ვე სამ­ხრე კა­მე­რის ჩარ­თვა, სულ რამ­დე­ნი­მე წა­მით ჩარ­თეს კა­მე­რა და ისევ გა­მორ­თეს, პა­სუ­ხი თუ რაზე მა­კა­ვებ­დნენ, მი­პა­სუ­ხეს, რომ მე­ტყვი­ან სხვე­ბი, რო­დე­საც მა­მა­ჩემს ვუ­თხა­რი, და­ე­რე­კა ჩემს ად­ვო­კატ­თან, მა­მა­ჩემს ჩა­მო­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზის შე­სა­ხებ, ვერ მი­ვი­ღე.

ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და და­იძ­რნენ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით გორ­თან, “სო­კა­რის ბენ­ზინ“ გა­სა­მართ სად­გურ­თან დაგ­ხვდა შავი ოპე­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა და იქ გა­დამ­ცეს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს, რა თქმა უნდა, იმა­თაც არ გან­მი­მარ­ტეს თუ რაზე და­მა­კა­ვეს, და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლი და მი­თხრეს, რომ 20 წუთ­ში გა­ვი­გებ­დი, რა­ტომ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც მი­ვე­დით თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან, მომხსნეს ბორ­კი­ლე­ბი და მი­თხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მოწ­მის სტა­ტუ­სით მო­მიყ­ვა­ნეს სამ­მარ­თვე­ლო­ში, საშ­ვი გა­მი­ფორ­მეს და ამიყ­ვა­ნეს მე-5 სარ­თულ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო.

  • ერთ-ერ­თის კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პო­ლი­ცი­ელ­ზე ძა­ლა­დო­ბა არა­ვის შერ­ჩე­ბა, რა­ზეც ვუ­თხა­რი, რომ მე პო­ლი­ცი­ელ­ზე არ მი­ძა­ლა­დია. ამის პა­სუ­ხად მი­თხრეს, რომ მალე გა­ვერ­კვე­ო­დი ვის­ზე ვი­ძა­ლა­დე და ვის­ზე არა და და­უ­ძა­ხეს ვი­ღაც ნიღ­ბი­ა­ნებს. შე­მო­ვი­და 4 კარ­გად ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ზონ­დე­რი, თვი­თონ კი გა­ვიდ­ნენ ოთა­ხი­დან, რა დრო­საც და­ი­წყო ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა, მირ­ტყამ­დნენ გვერ­დებ­ში და თავ­ში, ნა­ხევ­რად გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ერთ-ერთი ზონ­დე­რი მომ­ვარ­და და ხე­ლის მო­ტე­ხას ცდი­ლობ­და, ჩემი ცემა ალ­ბათ, 5-10 წუთი გაგ­რძელ­და, შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი ხა­ნიც არ ვიცი, პე­რი­ო­დუ­ლად გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, დაბ­რუნ­დნენ ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და ზონ­დერებ­მაც და­ტო­ვეს ოთა­ხი.

მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ თავ­ბრუ მეხ­ვე­ო­და და გული მე­რე­ო­და, პარ­კი მო­მა­წო­დეს და მამ­შვი­დებ­დნენ, არა­ფე­რი მო­გი­ვა ეს ბი­ჭე­ბი თა­ვი­სი საქ­მის “ექი­მე­ბი’’ არი­ა­ნო, ამ ქა­ლაქ­ში ასე ’’პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად’’ საქ­მეს არა­ვინ ას­რუ­ლებ­სო. როცა ვი­თხოვ­დი სას­წრა­ფოს, ირო­ნი­ით მი­მე­ო­რებ­დნენ გზა­ში­აო, აქ, რომ მორ­ჩნენ თა­ვი­ანთ საქ­მე,ს გა­და­მა­ბა­რეს 3 თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლებ­მაც ამიყ­ვა­ნეს მე-8 სარ­თულ­ზე, ჯერ შე­მიყ­ვა­ნეს უფ­რო­სის ოთახ­ში, სა­დაც სამ­ნი ის­ხდნენ, მო­მა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და მი­თხრეს, რომ ჩვე­ნე­ბას დავ­წერ­დი! შემ­დეგ შე­მიყ­ვა­ნეს გვერ­დზე კა­ბი­ნეტ­ში გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო ქალი პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში, მის გვერ­დით მა­გი­და­ზე კი იჯდა კაცი, რო­მე­ლიც ოქმს ავ­სებ­და, მო­ვი­თხო­ვე ად­ვო­კა­ტი და რა­ზეც დამ­ცი­ნა­ვად მი­პა­სუ­ხეს, რომ გზა­შია, ქალი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კი რა­ღა­ცას ავ­სებ­და და მო­ნა­ცე­მებს მე­კი­თხე­ბო­და, რა დრო­საც მის გვერ­დზე მჯდომ­მა კაც­მა მი­თხრა, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­ნა­ხეო და მა­ი­სუ­რი ავი­წიე, მო­ი­ნიშ­ნა სი­წით­ლე­ე­ბი და შემ­დეგ ქალს უთხრა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა კა­ბი­ნე­ტი, რა დრო­საც შე­მო­ვი­და ერთი ნიღ­ბი­ა­ნი ზონ­დე­რი და მე­ო­რე სა­პატ­რუ­ლოს ფორ­მა­ში პირ­ბა­დი­ა­ნი კუნთმა­გა­რი პო­ლი­ცი­ე­ლი, რა დრო­საც და­ი­წყო ისევ ძა­ლა­დო­ბა ჩემ­ზე, მირ­ტყამ­დნენ ფე­ხებს და თავ­ზე გა­და­მამ­ტვრი­ეს სხვა­დას­ხვა ხის ნივ­თე­ბი. დაბ­რუნ­დნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ვი­ძა­ლა­დე თუ არა პო­ლი­ცი­ა­ზე, ჩემი პა­სუ­ხი იყო, რომ - არა. ამის შემ­დეგ ისევ თა­ვი­დან შე­ა­მოწ­მეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, გა­ა­ფორ­მეს ოქმი, რა­ზეც მე ხელი არ მო­ვა­წე­რე და ამის შემ­დგომ ჩა­მიყ­ვა­ნეს “კა­პე­ზე­ზე“. კა­პა­ე­ზე­ზე ჩემი ცემა არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, პი­რი­ქით კა­პე­ზეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ირჩნენ კე­თილ­გან­წყო­ბით.

კა­პე­ზე­ზე მი­ნა­ხუ­ლა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა და დე­ტა­ლუ­რად ჩა­ი­წე­რა ჩემი ჩვე­ნე­ბა, ასე­ვე შე­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და რო­დე­საც და­ვი­წყე მო­ყო­ლა ჩემი ამ­ბის, შე­მა­წყვე­ტი­ნა და მე­კი­თხე­ბა შენი ამ­ბა­ვი აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა თუ არაო ? მე ვუ­თხა­რი, რომ ბრალს აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ­ში მდებ­დნენ. და­იბ­ნა, მე ისევ გა­ვაგ­რძე­ლე მო­ყო­ლა ისევ, გა­მა­ჩე­რა და მე­უბ­ნე­ბა, მოდი შენც, რომ და­ლაგ­დე­ბი შენს ად­ვო­კატ­თან ერ­თად გა­ვი­ა­როთ, ეს ამ­ბა­ვი იუ­რი­დი­უ­ლად გა­მარ­თუ­ლი რომ იყო­სო და წა­ვი­და.

სიყ­ვა­რუ­ლით საბა, რუს­თა­ვის მე-6 ცი­ხი­დან“, - წერს საბა ცხვი­ტა­რი­ძე წე­რილ­ში.

ავტორი:

“შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, დაიწყო ჩემზე ძალადობა, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა“ - აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

“შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, დაიწყო ჩემზე ძალადობა, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა“ - აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

“მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი“, - ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს, რომელიც მის “ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

  • ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე ძალადობა მოხდა დაკითხვის დროსაც - “მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები“.

“ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში, როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში.

როცა დამიჭირეს, იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა, მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი, რაზეც მოვითხოვე განემარტათ თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს კამერა და ისევ გამორთეს, პასუხი თუ რაზე მაკავებდნენ, მიპასუხეს, რომ მეტყვიან სხვები, როდესაც მამაჩემს ვუთხარი, დაერეკა ჩემს ადვოკატთან, მამაჩემს ჩამოართვეს ტელეფონი, რა თქმა უნდა, პასუხი დაკავების მიზეზის შესახებ, ვერ მივიღე.

ჩამსვეს მანქანაში და დაიძრნენ თბილისის მიმართულებით, დაახლოებით გორთან, “სოკარის ბენზინ“ გასამართ სადგურთან დაგხვდა შავი ოპერატიული მანქანა და იქ გადამცეს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, იმათაც არ განმიმარტეს თუ რაზე დამაკავეს, დამადეს ხელბორკილი და მითხრეს, რომ 20 წუთში გავიგებდი, რატომ ვიყავი დაკავებული. როდესაც მივედით თბილისის მთავარ სამმართველოსთან, მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ დაკავებული არ ვიყავი, მოწმის სტატუსით მომიყვანეს სამმართველოში, საშვი გამიფორმეს და ამიყვანეს მე-5 სართულზე, ყველაფერი აქედან დაიწყო.

  • ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს, რომ მალე გავერკვეოდი ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს ვიღაც ნიღბიანებს. შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ, 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ, დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი.

მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის “ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო. როცა ვითხოვდი სასწრაფოს, ირონიით მიმეორებდნენ გზაშიაო, აქ, რომ მორჩნენ თავიანთ საქმე,ს გადამაბარეს 3 თანამშრომელს, რომლებმაც ამიყვანეს მე-8 სართულზე, ჯერ შემიყვანეს უფროსის ოთახში, სადაც სამნი ისხდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრეს, რომ ჩვენებას დავწერდი! შემდეგ შემიყვანეს გვერდზე კაბინეტში გამომძიებელთან, გამომძიებელი იყო ქალი პოლიციის ფორმაში, მის გვერდით მაგიდაზე კი იჯდა კაცი, რომელიც ოქმს ავსებდა, მოვითხოვე ადვოკატი და რაზეც დამცინავად მიპასუხეს, რომ გზაშია, ქალი გამომძიებელი კი რაღაცას ავსებდა და მონაცემებს მეკითხებოდა, რა დროსაც მის გვერდზე მჯდომმა კაცმა მითხრა, დაზიანებები მანახეო და მაისური ავიწიე, მოინიშნა სიწითლეები და შემდეგ ქალს უთხრა დაეტოვებინა კაბინეტი, რა დროსაც შემოვიდა ერთი ნიღბიანი ზონდერი და მეორე საპატრულოს ფორმაში პირბადიანი კუნთმაგარი პოლიციელი, რა დროსაც დაიწყო ისევ ძალადობა ჩემზე, მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები. დაბრუნდნენ გამომძიებლები და მეუბნებოდნენ, ვიძალადე თუ არა პოლიციაზე, ჩემი პასუხი იყო, რომ - არა. ამის შემდეგ ისევ თავიდან შეამოწმეს დაზიანებები, გააფორმეს ოქმი, რაზეც მე ხელი არ მოვაწერე და ამის შემდგომ ჩამიყვანეს “კაპეზეზე“. კაპაეზეზე ჩემი ცემა არ გაგრძელებულა, პირიქით კაპეზეს თანამშრომლები გამოირჩნენ კეთილგანწყობით.

კაპეზეზე მინახულა სახალხო დამცველმა და დეტალურად ჩაიწერა ჩემი ჩვენება, ასევე შემოვიდა სპეციალური საგამოძიებო და როდესაც დავიწყე მოყოლა ჩემი ამბის, შემაწყვეტინა და მეკითხება შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო ? მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა, მე ისევ გავაგრძელე მოყოლა ისევ, გამაჩერა და მეუბნება, მოდი შენც, რომ დალაგდები შენს ადვოკატთან ერთად გავიაროთ, ეს ამბავი იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა.

სიყვარულით საბა, რუსთავის მე-6 ციხიდან“, - წერს საბა ცხვიტარიძე წერილში.