საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღარ იქნება საჭირო სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი" - დეტალურად: რა ცვლილებებია კანონში და ვის შეეხება ის
"აღარ იქნება საჭირო სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი" - დეტალურად: რა ცვლილებებია კანონში და ვის შეეხება ის

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და და­ამ­ტკი­ცა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბი. ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი აღარ მი­იჩ­ნე­ვი­ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბად.

ეს პი­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებს და მათ მო­ად­გი­ლე­ებს - იმა­ვე შუა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბულ პი­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან, მა­გა­ლი­თად, დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და სხვა, შე­იძ­ლე­ბა შე­უ­წყდეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს, 1 თვით ადრე გაფრ­თხი­ლე­ბის პი­რო­ბით. ასეთ დროს მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ 1 თვის კომ­პენ­სა­ცი­ას.

  • შუა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და სხვა, კად­რებს პირ­და­პირ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ნიშ­ნა­ვენ, კონ­კურ­სი სა­ჭი­რო აღა­რაა. ამას­თან, კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა, 18 წლის ასა­კის მიღ­წე­ვა და მო­ხე­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნა აღა­რაა. ეს მა­შინ, როცა აქამ­დე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ პირს სერ­ტი­ფი­კა­ტი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნევს იუ­რის­ტი ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი:

"რო­დე­საც ამ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა - პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც არ არი­ან მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი (ანუ პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რის ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი). პრო­ფე­სი­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე სხვა ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დებს და დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­ზე და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­ზე - სხვა ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი აა­მოქ­მე­და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“.

  • ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლოს მარ­ტი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი და ასე­ვე მარ­ტი­ვად და­ნიშ­ნოს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი.

ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ და­ნიშ­ვნა თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­დეს არა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის თუ დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ პარ­ტი­უ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის მი­ხედ­ვით, რაც ძირს უთხრის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, ცოდ­ნა­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის პრინ­ციპს. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გარ­კვე­ულ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რი­გი­თი სა­ჯა­რო მომ­ხრე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და თუ მათ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­ხე­ბათ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ, მო­ბი­ლო­ბა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ, ანუ სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მათი გა­და­ნიშ­ვნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, როცა ისი­ნი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბა მათი შიდა, ან და­ხუ­რულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი ეთი­შე­ბი­ან პრო­ცე­სებს, ხოლო თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას (რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას) გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, კა­ნონ­ში პირ­და­პირ არის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ მა­ნამ­დე და­კა­ვე­ბულ, ან ტოლ­ფას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლია და შე­უძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს უნდა შე­ეძ­ლოს ანა­ზღა­უ­რე­ბა მხო­ლოდ 3 თვის ოდე­ნო­ბით. მან სა­სა­მარ­თლო­ში დავა რომც მო­ი­გოს, მა­ინც 3 თვის კომ­პენ­სა­ცია უნდა მი­ე­ცეს, რაც პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სის ნორ­მა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ა­ცხა­და და თქვა, რომ ეს არ იყო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა. "ოც­ნე­ბამ", ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თის მხრივ უგუ­ლე­ბელ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, მე­ო­რეს მხრივ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კა­ნონ­ში იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სის ნორ­მა შე­მო­ი­ტა­ნა იმის გამო, რომ და­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის უფ­ლე­ბა­ში აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ეს ჩა­ნა­წე­რი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ „ოც­ნე­ბა“ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლომ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ ცნოს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს მისი აღ­დგე­ნა და­ე­ვა­ლოს (ასე­თე­ბი მომ­ხდა­რა ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კულ­ტუ­რის სის­ტე­მა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წმენ­დის შე­დე­გად აღ­დგე­ნებს ვგუ­ლის­ხმობ). ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ რა, რომ ასეთ და­ვებს წა­ა­გებ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფოს არ უნ­დო­და, რომ კომ­პენ­სა­ცია სრუ­ლად გა­დახ­დი­ლი­ყო (შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა, გა­ნაც­დუ­რი) და რად­გან „იაფ­ში უნ­დათ გა­მოს­ვლა“, ამი­ტო­მაც გა­ა­ჩი­ნეს ასე­თი ჩა­ნა­წე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში.

  • ეს ჩა­ნა­წე­რი ერ­თის მხრივ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მე­ო­რეს მხრივ, მისი მი­ზა­ნია, რომ სა­მო­მავ­ლოდ წა­გე­ბუ­ლი და­ვე­ბის დროს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თავი და­იც­ვას დიდი ოდე­ნო­ბით კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­დახ­დის­გან.

თუმ­ცა აქ არის ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი: ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში „ოც­ნე­ბას“ ხელს შე­უ­წყობს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ხელ­მძღვა­ნელ პირს 1 თვე­ში შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მო­ხე­ლის შე­ფა­სე­ბა, ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად იქ­ნე­ბა იმის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა ვა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც - აქამ­დე თუ 3 თვე­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ჩა­ტა­რე­ბა, ახლა 2 თვე­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი,.

დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­თან და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, "ოც­ნე­ბამ" გა­ა­კე­თა ის, რომ ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად აქ­ცია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­და­პირ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან, მაგ. სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში პირ­და­პირ მი­ნის­ტრებ­თან და მი­ნისტრს მარ­ტი­ვად ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ზედ­მე­ტი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე 1 თვის კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ცე­მით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან“.

  • კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ვი­ნა­ი­დან სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბად აღარ ით­ვლე­ბი­ან, მათ­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღა­რაა.

იუ­რის­ტი გან­მარ­ტავს, რომ "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის კა­ნონ­ში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით „ოც­ნე­ბამ“ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად აქ­ცი­ეს და ის აღარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი მათ­ზე უბ­რა­ლოდ, აღარ გავ­რცელ­დე­ბო­და.

"დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი ხდე­ბი­ან უკვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი და კა­ნო­ნი ასეთ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით არ მო­ი­თხოვს სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ანუ იმან, რაც "ოც­ნე­ბამ" ამ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით შეც­ვა­ლა, არა­პირ­და­პირ გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა აღარ მო­ი­თხო­ვე­ბა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რებ­თან ეს ჩა­ნა­წე­რი აქამ­დეც იყო კა­ნონ­ში, უბ­რა­ლოდ, ამ მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბებს მოჰ­ყვა შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბიც. ანუ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში არ იც­ვლე­ბა ის პრინ­ცი­პი, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც არის ეს ჩა­ნა­წე­რი და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ვერ შე­იც­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იც­ვა­ლა იყო ის, რომ სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის გამო (რად­გან ეს პი­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ), უკვე დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა მათ აღარ მო­ე­თხო­ვე­ბათ. არ ვფიქ­რობ, რომ მათი მი­ზა­ნი ენას­თან მი­მარ­თე­ბით მა­ინც და მა­ინც ეს იყო, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, მათ გა­ი­მარ­ტი­ვეს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ისე­ვე, რო­გორც რი­გი­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის უფ­რო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით ასე­ვე არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს იმი­ტომ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით ასე­ვე აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ ისი­ნი არი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად არ უნდა ჩა­ით­ვა­ლონ. აქაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ვი­და კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა, მათ ამით უნ­დო­დათ გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნათ მო­ხე­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ანუ ეს პრო­ცე­დუ­რა მთლი­ა­ნად პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალს უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რიც პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალ­ში უნდა მო­ექ­ცი­ათ მთლი­ა­ნად, ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნათ მარ­ტი­ვად და მათ­ზე პირ­და­პი­რი ტე­რო­რი და რეპ­რე­სი­ე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ.

ამ ცვლი­ლე­ბას შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი შე­ე­ხო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებს, ანუ ის რაც არ მო­ი­თხო­ვე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით (მაგ. მი­ნის­ტრის მრჩევ­ლე­ბი, თა­ნა­შემ­წე­ე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის თა­ნა­შემ­წე­ე­ბი არი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი) სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა და ეს პრინ­ციპ­ში, ბუ­ნებ­რი­ვიც იყო. რად­გან „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნ­დო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა, ამ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით მათ ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს იქით­კენ, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად აქ­ცი­ეს და ჩემი ვა­რა­უ­დით, აღარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი მათ­ზე უბ­რა­ლოდ, აღარ გავ­რცელ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­კი­თხი ერ­თგვა­რად კომ­პლექ­ტში მოჰ­ყვა, არ ვფიქ­რობ, რომ ეს იყო მათი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი, უბ­რა­ლოდ, მათ ეს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, ან გა­მორ­ჩათ.

აქ ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი მა­ინც ის არის, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რა­საც თან­მდე­ვად მოჰ­ყვა ის შე­დე­გი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალს, არც ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა მო­ე­თხო­ვე­ბათ.

სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რგო­ლია სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში და ამ შემ­თხვე­ვა­ში მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ე­ცა­ლა. ამ რგო­ლის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა პარ­ტი­ულ­მა ერ­თგუ­ლე­ბამ, სა­ხელ­მწი­ფომ მარ­თვის პრინ­ცი­პი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­დან პარ­ტი­ულ ლო­ი­ა­ლო­ბამ­დე და­ვი­და, რაც, რა თქმა უნდა, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯია. „ოც­ნე­ბა“ ამას სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს, მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო არის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს, მათ სა­ხელ­მწი­ფოს გა­გე­ბა ამ­გვა­რი აქვთ, რე­ა­ლუ­რად, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატს უქ­ვემ­დე­ბა­რებ ერთი ადა­მი­ა­ნის და ერთი პარ­ტი­ის ნე­ბას, ეს ცალ­სა­ხად ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აღარ იქნება საჭირო სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი" - დეტალურად: რა ცვლილებებია კანონში და ვის შეეხება ის

"აღარ იქნება საჭირო სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი" - დეტალურად: რა ცვლილებებია კანონში და ვის შეეხება ის

"ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებები. ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად.

ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს - იმავე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, როგორებიც არიან, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.

  • შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე, როგორებიცაა დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, კადრებს პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დანიშნავენ, კონკურსი საჭირო აღარაა. ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი სავალდებულო მოთხოვნა აღარაა. ეს მაშინ, როცა აქამდე დაქვემდებარებაში მყოფ პირს სერტიფიკატი ესაჭიროებოდა.

აღნიშნულ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იურისტი ნიკა სიმონიშვილი:

"როდესაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პროფესიული საჯარო მოხელეების დიფერენცირება - პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელებიც არ არიან მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული და პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები (ანუ პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელები). პროფესიულ საჯარო მოხელეებზე სხვა ტიპის ცვლილებები მოქმედებს და დეპარტამენტის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე - სხვა ტიპის ცვლილებები აამოქმედა „ქართულმა ოცნებამ“.

  • ეს ცვლილებები ორივე შემთხვევაში მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებას შეეძლოს მარტივად გაათავისუფლოს კონკრეტული პირები და ასევე მარტივად დანიშნოს მათთვის სასურველი თანამდებობის პირები.

ორივე შემთხვევაში ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ დანიშვნა თუ გათავისუფლება მოხდეს არა პროფესიონალიზმის თუ დამსახურების მიხედვით, არამედ პარტიული ლოიალობის მიხედვით, რაც ძირს უთხრის პროფესიონალიზმზე, ცოდნასა და დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის პრინციპს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც კონკრეტული სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება. რიგითი საჯარო მომხრეების შემთხვევაში, ეს რეორგანიზაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი და თუ მათ რეორგანიზაცია შეეხებათ, ისინი უბრალოდ, მობილობასაც ვერ შეძლებენ, ანუ სხვა საჯარო დაწესებულებაში მათი გადანიშვნა შეუძლებელი იქნება.

ასევე, როცა ისინი რეორგანიზაციის გამარტივებული პროცედურებით გათავისუფლდებიან, გამორიცხული იქნება მათი შიდა, ან დახურულ კონკურსში მონაწილეობა. ფაქტობრივად, ისინი ეთიშებიან პროცესებს, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას (რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებას) გაასაჩივრებენ, კანონში პირდაპირ არის გაკეთებული ჩანაწერი, რომ მანამდე დაკავებულ, ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა გამორიცხულია და შეუძლებელი. ასევე, საჯარო მოხელეს უნდა შეეძლოს ანაზღაურება მხოლოდ 3 თვის ოდენობით. მან სასამართლოში დავა რომც მოიგოს, მაინც 3 თვის კომპენსაცია უნდა მიეცეს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ იდენტური შინაარსის ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და თქვა, რომ ეს არ იყო კონსტიტუციური ნორმა. "ოცნებამ", ფაქტობრივად, ერთის მხრივ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, მეორეს მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება და კანონში იდენტური შინაარსის ნორმა შემოიტანა იმის გამო, რომ დავის შემთხვევაში საჯარო მოხელისთვის უფლებაში აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო.

ეს ჩანაწერი განპირობებულია იმით, რომ „ოცნება“ ითვალისწინებს, რომ სასამართლომ შეიძლება სრულიად უკანონოდ ცნოს რეორგანიზაცია და შეიძლება კონკრეტულ საჯარო სამსახურს მისი აღდგენა დაევალოს (ასეთები მომხდარა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კულტურის სისტემაში პოლიტიკური წმენდის შედეგად აღდგენებს ვგულისხმობ). ითვალისწინებდნენ რა, რომ ასეთ დავებს წააგებდნენ, სახელმწიფოს არ უნდოდა, რომ კომპენსაცია სრულად გადახდილიყო (შესაბამისი ანაზღაურება, განაცდური) და რადგან „იაფში უნდათ გამოსვლა“, ამიტომაც გააჩინეს ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში.

  • ეს ჩანაწერი ერთის მხრივ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მეორეს მხრივ, მისი მიზანია, რომ სამომავლოდ წაგებული დავების დროს "ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიცვას დიდი ოდენობით კომპენსაციების გადახდისგან.

თუმცა აქ არის ერთი საინტერესო მომენტი: ამ რეორგანიზაციის პროცესში „ოცნებას“ ხელს შეუწყობს ის გარემოებაც, რომ ხელმძღვანელ პირს 1 თვეში შეუძლია შეცვალოს მოხელის შეფასება, ესეც გარკვეულწილად იქნება იმის განმაპირობებელი, რეორგანიზაციის შედეგად უფრო მარტივად შეძლონ ადამიანების გათავისუფლება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პროცესი მარტივდება ვადების თვალსაზრისითაც - აქამდე თუ 3 თვეში იყო შესაძლებელი რეორგანიზაციის პროცესის ჩატარება, ახლა 2 თვეში იქნება შესაძლებელი,.

დეპარტამენტის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს რაც შეეხება, "ოცნებამ" გააკეთა ის, რომ ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, ფაქტობრივად, პირდაპირ არიან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მაგ. სამინისტროებში პირდაპირ მინისტრებთან და მინისტრს მარტივად ექნება შესაძლებლობა, რომ დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები ზედმეტი პროცედურების გარეშე 1 თვის კომპენსაციის მიცემით გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან“.

  • კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ვინაიდან საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები საჯარო მოხელეებად აღარ ითვლებიან, მათთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარაა.

იურისტი განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის კანონში“ შეტანილი ცვლილებით „ოცნებამ“ დეპარტამენტის უფროსები საჯარო მოხელეებიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს და ის აღარ გაითვალისწინეს, რომ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები მათზე უბრალოდ, აღარ გავრცელდებოდა.

"დეპარტამენტის უფროსები ხდებიან უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და კანონი ასეთ პირებთან მიმართებით არ მოითხოვს სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულებას, ანუ იმან, რაც "ოცნებამ" ამ პირებთან მიმართებით შეცვალა, არაპირდაპირ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აღარ მოითხოვება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ეს ჩანაწერი აქამდეც იყო კანონში, უბრალოდ, ამ მიღებულ ცვლილებებს მოჰყვა შედეგად სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხებიც. ანუ საჯარო სამსახურში არ იცვლება ის პრინციპი, რომ ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს, კონსტიტუციაშიც არის ეს ჩანაწერი და ბუნებრივია, ეს ვერ შეიცვლებოდა, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიცვალა იყო ის, რომ სტატუსის ცვლილების გამო (რადგან ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულები გახდნენ), უკვე დეპარტამენტის უფროსებთან მიმართებით შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მათ აღარ მოეთხოვებათ. არ ვფიქრობ, რომ მათი მიზანი ენასთან მიმართებით მაინც და მაინც ეს იყო, უბრალოდ, ვფიქრობ, მათ გაიმარტივეს დეპარტამენტის უფროსების გათავისუფლების საკითხი ისევე, როგორც რიგითი საჯარო მოხელეების გათავისუფლების პროცედურები.

დეპარტამენტების უფროსებთან მიმართებით ასევე არაკონსტიტუციური ცვლილება შეიტანეს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან მიმართებით ასევე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ის ამბობს, რომ ისინი არიან პროფესიული საჯარო მოხელეები და არც ერთ შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად არ უნდა ჩაითვალონ. აქაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შევიდა კანონში ცვლილება, მათ ამით უნდოდათ გაემარტივებინათ მოხელეების დანიშვნა-გათავისუფლების პროცესი, ანუ ეს პროცედურა მთლიანად პარტიულ ვერტიკალს უნდა ყოფილიყო დაქვემდებარებული, შესაბამისად, საჯარო სამსახურიც პარტიულ ვერტიკალში უნდა მოექციათ მთლიანად, ეკონტროლებინათ მარტივად და მათზე პირდაპირი ტერორი და რეპრესიები განეხორციელებინათ.

ამ ცვლილებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხი შეეხო დეპარტამენტის უფროსებს, ანუ ის რაც არ მოითხოვებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან მიმართებით (მაგ. მინისტრის მრჩევლები, თანაშემწეები, პარლამენტის წევრების თანაშემწეები არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) სახელმწიფო ენის ცოდნა და ეს პრინციპში, ბუნებრივიც იყო. რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდოდა გათავისუფლების პროცესის გამარტივება, ამ კანონში შეტანილი ცვლილებით მათ ნაბიჯი გადადგეს იქითკენ, რომ დეპარტამენტის უფროსები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს და ჩემი ვარაუდით, აღარ გაითვალისწინეს, რომ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები მათზე უბრალოდ, აღარ გავრცელდებოდა. შესაბამისად, ეს საკითხი ერთგვარად კომპლექტში მოჰყვა, არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მათი ძირითადი მიზანი, უბრალოდ, მათ ეს არ გაითვალისწინეს, ან გამორჩათ.

აქ ძირითადი საკითხი მაინც ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დეპარტამენტის უფროსებთან მიმართებით დიდი ბოროტება ჩაიდინა და არაკონსტიტუციური კანონი მიიღო, რასაც თანმდევად მოჰყვა ის შედეგი, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ დაექვემდებარნენ პარტიულ ვერტიკალს, არც ქართული ენის ცოდნა მოეთხოვებათ.

საჯარო სამსახური პროფესიონალი რგოლია სახელმწიფო მმართველობაში და ამ შემთხვევაში მას პროფესიონალიზმის და სახელმწიფო ინტერესების მოქმედების პრინციპი ფაქტობრივად გამოეცალა. ამ რგოლის ადგილი დაიკავა პარტიულმა ერთგულებამ, სახელმწიფომ მართვის პრინციპი პროფესიონალიზმიდან პარტიულ ლოიალობამდე დავიდა, რაც, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. „ოცნება“ ამას სხვანაირად უყურებს, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო არის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც მთლიანი სახელმწიფო აპარატი უნდა ექვემდებარებოდეს, მათ სახელმწიფოს გაგება ამგვარი აქვთ, რეალურად, როდესაც სახელმწიფო აპარატს უქვემდებარებ ერთი ადამიანის და ერთი პარტიის ნებას, ეს ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა.