საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანკების ნაბიჯი დასაფასებელია არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის მხარდაჭერის გამო, რაც ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს" - ხუხაშვილი
"ბანკების ნაბიჯი დასაფასებელია არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის მხარდაჭერის გამო, რაც ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს" - ხუხაშვილი

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, "თი­ბი­სი“ და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ ერ­თობ­ლი­ვად 5 000 000 ლარს გა­მო­ყო­ფენ, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ამ სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წერს:

"ბან­კე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, ჩე­მის აზრი, და­სა­ფა­სე­ბე­ლია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა არა გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის, არა­მედ პრო­ტეს­ტი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის და ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ცალ­სა­ხა მხარ­და­ჭე­რის გამო, რაც უდა­ვოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის სე­რი­ო­ზულ რის­კებს შე­ი­ცავს.

ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მათი კრი­ტი­კა თან­ხის ოდე­ნო­ბის, ან “ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბის” არ გა­მო­ყე­ნე­ბის გამო არას­წო­რია.

ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა ბიზ­ნე­სებ­საც გა­უქ­რობს სო­ლი­და­რო­ბის სურ­ვილს და ძლივს გახ­სნილ ნო­მენკლა­ტუ­რუ­ლი კა­პი­ტა­ლიზ­მის სის­ტე­მას ისევ ჩა­კე­ტავს.

ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით, ყვე­ლა სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცე­სის და­სა­წყის­ში და სიჩ­ქა­რე, რომ ერთ დღე­ში გვინ­და ყვე­ლა­ფე­რი მი­ვი­ღოთ, მხო­ლოდ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია და პრობ­ლე­მას უქ­მნის ყვე­ლა­ფერს.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს და თი­ბი­სი ბან­კებს სა­ხალ­ხო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ფორ­მი­რე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბანკების ნაბიჯი დასაფასებელია არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის მხარდაჭერის გამო, რაც ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს" - ხუხაშვილი

"ბანკების ნაბიჯი დასაფასებელია არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის მხარდაჭერის გამო, რაც ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს" - ხუხაშვილი

როგორც ცნობილი გახდა, "თიბისი“ და "საქართველოს ბანკი“ ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად იქნება მიმართული. ამ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც წერს:

"ბანკების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ჩემის აზრი, დასაფასებელია უპირველეს ყოვლისა არა გამოყოფილი თანხის, არამედ პროტესტისადმი სოლიდარობის და ევროპული არჩევანის ცალსახა მხარდაჭერის გამო, რაც უდავოდ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების სერიოზულ რისკებს შეიცავს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მათი კრიტიკა თანხის ოდენობის, ან “ალტერნატიული ფორმების” არ გამოყენების გამო არასწორია.

ასეთი დამოკიდებულება სხვა ბიზნესებსაც გაუქრობს სოლიდარობის სურვილს და ძლივს გახსნილ ნომენკლატურული კაპიტალიზმის სისტემას ისევ ჩაკეტავს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვიმყოფებით, ყველა სოციალ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფის გაჯანსაღების პროცესის დასაწყისში და სიჩქარე, რომ ერთ დღეში გვინდა ყველაფერი მივიღოთ, მხოლოდ დამაზიანებელია და პრობლემას უქმნის ყველაფერს.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და თიბისი ბანკებს სახალხო ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის".