მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისრაელი ღაზაში წყლის შეზღუდვას მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება" - რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში
"ისრაელი ღაზაში წყლის შეზღუდვას  მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება" - რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში

"ის­რა­ე­ლის მიერ ღა­ზა­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­ზღუდ­ვა იმ დო­ნემ­დე, რომ ის მი­ნი­მა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­საც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, გე­ნო­ცი­დი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია", - ამის შე­სა­ხებ Human Rights Watch-ის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

Human Rights Watch-მა 14-თვი­ა­ნი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ღა­ზას წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმე­ბი გა­მო­იკ­ვლია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ას­კვნა, რომ ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბი გან­ზრახ ზღუ­და­ვენ სუფ­თა წყლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, რაც და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბავ­შვებ­ში.

  • 184-გვერ­დი­ა­ნი ან­გა­რიშ­ში სა­ხე­ლად - "გა­ნად­გუ­რე­ბა და გე­ნო­ცი­დის აქ­ტე­ბი“ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის­რა­ე­ლი წყალს მო­სახ­ლე­ო­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი დას­ჯის­თვის ია­რა­ღად იყე­ნებს და ამას ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი მა­გა­ლი­თა­დაა მოყ­ვა­ნი­ლი და გე­ნო­ცი­დის გან­ზრახ­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა 023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და: "ღა­ზა­ში არ იქ­ნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია, საკ­ვე­ბი, წყა­ლი და საწ­ვა­ვი.“

  • "ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ან­გრია წყლი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და და მო­მა­ვალ­შიც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას გა­მო­იწ­ვევს", - ამ­ბობს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში HRW-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე ღა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მწვა­ვე დი­ა­რე­ის თით­ქმის 670 000 შემ­თხვე­ვა და სიყ­ვით­ლის 132 000-მდე შემ­თხვე­ვა, რაც ჰე­პა­ტი­ტის ნი­შა­ნია.

სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ღა­ზას წყლის 54 რე­ზერ­ვუ­ა­რი­დან 11 სრუ­ლად და­ინ­გრა, ხოლო და­ნარ­ჩენს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გა. ვი­დეო მა­სა­ლებ­ში აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გორ ანად­გუ­რე­ბენ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ინ­ჟინ­რე­ბი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის რე­ზერ­ვუ­არს.

ფა­ქი­ჰის თქმით, ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს ღა­ზას მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბას, რაც, გე­ნო­ცი­დის აქ­ტად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ისრაელი ღაზაში წყლის შეზღუდვას მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება" - რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში

"ისრაელი ღაზაში წყლის შეზღუდვას  მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება" - რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში

"ისრაელის მიერ ღაზაში წყალმომარაგების შეზღუდვა იმ დონემდე, რომ ის მინიმალურ საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფასია", - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

Human Rights Watch-მა 14-თვიანი ომის განმავლობაში ღაზას წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე ისრაელის თავდასხმები გამოიკვლია. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ისრაელის ძალები განზრახ ზღუდავენ სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას, რაც დაავადებების გავრცელებასა და სიკვდილიანობას იწვევს, განსაკუთრებით - ბავშვებში.

  • 184-გვერდიანი ანგარიშში სახელად - "განადგურება და გენოციდის აქტები“ აღნიშნულია, რომ ისრაელი წყალს მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

ანგარიშის მიხედვით, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მაგალითადაა მოყვანილი და გენოციდის განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებადაა მიჩნეული. მაგალითად ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 023 წლის ოქტომბერში განაცხადა: "ღაზაში არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, წყალი და საწვავი.“

  • "ისრაელის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დაანგრია წყლისა და სანიტარული ინფრასტრუქტურა, რაც სავარაუდოდ, ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და მომავალშიც სიკვდილიანობას გამოიწვევს", - ამბობს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში HRW-ის ხელმძღვანელი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში რეგისტრირებულია მწვავე დიარეის თითქმის 670 000 შემთხვევა და სიყვითლის 132 000-მდე შემთხვევა, რაც ჰეპატიტის ნიშანია.

სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ღაზას წყლის 54 რეზერვუარიდან 11 სრულად დაინგრა, ხოლო დანარჩენს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ვიდეო მასალებში აღბეჭდილია, როგორ ანადგურებენ ისრაელის სამხედრო ინჟინრები წყალმომარაგების რეზერვუარს.

ფაქიჰის თქმით, ისრაელის ქმედებები მიზნად ისახავს ღაზას მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებას, რაც, გენოციდის აქტად შეიძლება შეფასდეს.

წყარო