მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები რიკოთზე და დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები გზებზე - უამინდობა საქართველოში: სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
შეზღუდვები რიკოთზე და დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები გზებზე - უამინდობა საქართველოში: სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

17 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი კვლავ გა­უ­ა­რეს­და. 19 დე­კემ­ბრამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, მთა­ში და მა­ღალ მთა­ში ზო­გან ძლი­ე­რი თოვა და ქარ­ბუ­ქი, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 4-6 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო ქვეყ­ნის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

აკ­რძალ­ვე­ბი გზებ­ზე:

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე დიდ­თოვ­ლო­ბის, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის, ლი­პყი­ნუ­ლის და ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო).

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ133-კმ162 (სუ­რა­მის სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი-ბო­რი­თი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ასე­ვე , რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (თოვა, ქარ­ბუ­ქი, შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა) გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ39-კმ57 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, იზღუ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

რა ვი­თა­რე­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში:

დიდ­თოვ­ლო­ბაა რა­ჭა­ში. ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თოვლწმენ­დის და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში და­ი­წყო.

დი­ლი­დან და­ი­წყო ქა­ლაქ ამ­ბრო­ლა­უ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც დღის მან­ძილ­ზე სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა და ყვე­ლა პრობ­ლე­მურ მო­ნაკ­ვეთს ეტა­პობ­რი­ვად მო­ი­ცავს.

ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თოვლწმენ­დის და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში და­ი­წყო. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლაქ ცა­გე­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ასე­ვე,ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს ზუ­ბის, ლა­სუ­რი­ა­შის, ლა­ი­ლა­შის, ქვე­და ცა­გე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღის მან­ძილ­ზე აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა თოვლწმენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ეტა­პობ­რი­ვად, ქა­ლა­ქის ყვე­ლა პრობ­ლე­მურ მო­ნაკ­ვეთს და სო­ფელს მო­ი­ცავს.

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თოვლწმენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში და­ი­წყო. გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ქა­ლაქ ონში დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ცენ­ტრა­ლუ­რი და შიდა სა­უბ­ნო გზე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად გა­იწ­მინ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა და პრობ­ლე­მუ­რი ად­გი­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შეზღუდვები რიკოთზე და დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები გზებზე - უამინდობა საქართველოში: სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

შეზღუდვები რიკოთზე და დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები გზებზე - უამინდობა საქართველოში: სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

17 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდა. 19 დეკემბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

აკრძალვები გზებზე:

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე , რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა და ზვავსაშიშროება) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რა ვითარებაა რეგიონებში:

დიდთოვლობაა რაჭაში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.

დილიდან დაიწყო ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დღის მანძილზე საჭიროების მიხედვით აქტიურად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს ეტაპობრივად მოიცავს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო. აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე,ტექნიკა მუშაობს ზუბის, ლასურიაშის, ლაილაშის, ქვედა ცაგერის მიმართულებით. დღის მანძილზე აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა პრობლემურ მონაკვეთს და სოფელს მოიცავს.

ონის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქ ონში დილიდან მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზა და პრობლემური ადგილები.