ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
"ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, [ევროკავშირის] საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.
[ევროკავშირის] საბჭო იხსენებს, რომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ქმედებების მსგავსი კურსი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას, რამას გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაჩერება გამოიწვია.
[ევროკავშირის] საბჭო დამწუხრებულია საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ძალის გამოყენებისგან შეიკავონ თავი. ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“.
„[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე.
საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, და მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც LGBTI პირების უფლებების.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებები, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. ვიმეორებთ, რომ ფუნქციონალური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, [ევროკავშირის] საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და აზრიანად ჩართვა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
"[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე.
საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, და მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც LGBTI პირების უფლებების.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებები, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. ვიმეორებთ, რომ ფუნქციონალური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, [ევროკავშირის] საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და აზრიანად ჩართვა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში არის მოწოდება საქართველოს მიმართ, გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას.
„[ევროკავშირის] საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა რიგი ნაკლოვანებებითა და დაძაბული და ძალიან პოლარიზებული გარემოთი.
დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, საბჭო მოუწოდებს საქართველოს გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას. ასევე, ყურადღება მიაქციოს ამ და OSCE/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს ორგანოების სხვა რეკომენდაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა [ევროკომისიის] ცხრა ნაბიჯია ნაწილია”, - ნათქვამია ანგარიშში.
წაიკითხეთ ასევე: