სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ“ - ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი
“საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ“ - ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი

“სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­სა და სხვა ზო­მებს სრუ­ლად მხარს ვუ­ჭერ“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მე­თა სა­კი­თხებ­ში შვე­დე­თის მი­ნის­ტრმა, ჯე­სი­კა რო­სენკრან­ცმა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გად საქ­მე­თა საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ. მჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ქვე­ყა­ნა, ევ­რო­პას ეკუთ­ვნის, მაგ­რამ ცხა­დია, რომ რე­ჟი­მი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და და მე სრუ­ლად ვუ­ჭერ მხარს სან­ქცი­ებს და სხვა ზო­მებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ელ­დეს. რე­ჟი­მის, რო­მელ­მაც ახლა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ­ბი­ცი­ებ­ზე უარი თქვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ არ გვინ­და ქარ­თველ ხალ­ხს დავ­შორ­დეთ. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მათი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ავ­ლი­ნოს და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის თქმა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი კარს არ ხუ­რავს, არა­მედ ამას ახლა რე­ჟი­მი აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და ჯე­სი­კა რო­სენკრან­ცმა.

მი­სი­ვე თქმით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია.

“ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯა არ გვინ­და, არა­მედ მათი, ვინც რე­ჟიმს წარ­მო­ად­გენს და ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მიდ­გო­მაა“, - აღ­ნიშ­ნა შვედ­მა მი­ნის­ტრმა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ“ - ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი

“საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ“ - ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი

“საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ“, - ამის შესახებ ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. რეჟიმის, რომელმაც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კარს არ ხურავს, არამედ ამას ახლა რეჟიმი აკეთებს“, - განაცხადა ჯესიკა როსენკრანცმა.

მისივე თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია.

“ჩვენ ქართველი ხალხის დასჯა არ გვინდა, არამედ მათი, ვინც რეჟიმს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ღონისძიება მიზანმიმართული მიდგომაა“, - აღნიშნა შვედმა მინისტრმა.

წყარო