მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის პროპაგანდისტი დაწესებული სანქციების საპასუხოდ აცხადებს, რომ დასავლეთს თურმე ყველგან თინა კანდელაკი ელანდება
კრემლის პროპაგანდისტი დაწესებული სანქციების საპასუხოდ აცხადებს, რომ დასავლეთს თურმე ყველგან თინა კანდელაკი ელანდება

ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ტე­ლე­წამ­ყვან­სა და "გა­ზპ­რომ-მე­დი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს თინა კან­დე­ლაკ­სა და მომ­ღე­რალ ლა­რი­სა დო­ლი­ნას.

დო­ლი­ნა მოხ­ვდა სან­ქცი­ე­ბის მე-15 პა­კეტ­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან. აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში სულ 54 პირი და 30 ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან არი­ან კავ­შირ­ში.

სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე შე­ე­ხო 52 ტან­კერს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან ოპე­რი­რე­ბენ. მე­დი­ის ცნო­ბით, გე­მე­ბი "პუ­ტი­ნის ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტის" ნა­წი­ლია და შემ­დე­გი ტვირ­თი გა­და­აქვთ:

რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი;

სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა რუ­სე­თის­თვის;

უკ­რა­ი­ნი­დან მო­პა­რულ მარ­ცვლე­უ­ლი.

ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა და­მა­ტე­ბით 32 იუ­რი­დი­ულ პირს ჩი­ნე­თი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, ირა­ნი­დან, სერ­ბე­თი­დან და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ორ­მაგ და­ნიშ­ნულ­ში - სა­ქონ­ლი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპორ­ტი რუ­სეთ­ში. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისი­ნი ხელს უწყო­ბენ რუ­სე­თის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას.ს.

  • თინა კან­დე­ლა­კი და სან­ქცი­ე­ბის მე­ო­რე სია

თინა კან­დე­ლა­კი "დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის" გამო სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა. მას­ში შეყ­ვა­ნი­ლია 16 პირი და სამი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის პრო­პა­გან­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

  • რას უპა­სუ­ხებს თინა კან­დე­ლა­კი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას?

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი "ტე­ლეგ­რა­მარხზე" შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, "და­სავ­ლეთ­მა სან­ქცი­ე­ბი შოუდ გა­და­აქ­ცია".

"და­სავ­ლე­თი ჰგავს მაინ რი­დის რო­მა­ნის პერ­სო­ნაჟს - "უთა­ვო მხე­დარს", რო­მე­ლიც სა­დღაც მი­ა­ჭე­ნებს ცხენს, არც აზრი აქვს, არც სახე, მხო­ლოდ შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებს".

კან­დე­ლა­კის გან­ცხა­დე­ბით, სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და Netflix-ის სე­რი­ა­ლის მსგავ­სი ანონ­სი:

"სან­ქცი­ებს აა­ნონ­სებ­დნენ, რო­გორც სე­რი­ა­ლის პრე­მი­ე­რას, ჯერ კი­დევ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბამ­დე. ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და უცხო­ელ აგენ­ტთა მე­დი­ა­ში - და­სავ­ლე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გრან­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში. ეს იყო მცდე­ლო­ბა, ჩვენ­თვის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი შოუ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ".

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ჯე­იმს ბონ­დის პო­პუ­ლა­რო­ბის ის­ტო­რი­აც გა­იხ­სე­ნა და ის საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს და­უ­კავ­ში­რა:

"საბ­ჭო­თა დროს და­სავ­ლე­თი ყველ­გან ხე­დავ­და ჯა­შუ­შებს. მა­შინ შე­იქ­მნა ჯე­იმს ბონ­დი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სტე­რე­ო­ტი­პებს ებ­რძო­და და ეს მთელ მსოფ­ლი­ოს მიჰ­ყი­დეს. ახლა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა: ყველ­გან ФСБ და თინა კან­დე­ლა­კი ელან­დე­ბათ. მგო­ნია, უკვე მიხ­ვდით, ვის­თან იბ­რძო­ლებს შემ­დე­გი ჯე­იმს ბონ­დი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კრემლის პროპაგანდისტი დაწესებული სანქციების საპასუხოდ აცხადებს, რომ დასავლეთს თურმე ყველგან თინა კანდელაკი ელანდება

კრემლის პროპაგანდისტი დაწესებული სანქციების საპასუხოდ აცხადებს, რომ დასავლეთს თურმე ყველგან თინა კანდელაკი ელანდება

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ტელეწამყვანსა და "გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილეს თინა კანდელაკსა და მომღერალ ლარისა დოლინას.

დოლინა მოხვდა სანქციების მე-15 პაკეტში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან. აღნიშნულ სიაში სულ 54 პირი და 30 ორგანიზაციაა, რომლებიც რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან არიან კავშირში.

სანქციები ასევე შეეხო 52 ტანკერს, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ოპერირებენ. მედიის ცნობით, გემები "პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია და შემდეგი ტვირთი გადააქვთ:

რუსული ნავთობი;

სამხედრო ტექნიკა რუსეთისთვის;

უკრაინიდან მოპარულ მარცვლეული.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა დამატებით 32 იურიდიულ პირს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, სერბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. მათ ბრალად ედებათ ორმაგ დანიშნულში - საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ხელს უწყობენ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას.ს.

  • თინა კანდელაკი და სანქციების მეორე სია

თინა კანდელაკი "დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის" გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდა. მასში შეყვანილია 16 პირი და სამი ორგანიზაცია, რომლებიც ევროკავშირის ცნობით, რუსული აგრესიის პროპაგანდაში მონაწილეობენ.

  • რას უპასუხებს თინა კანდელაკი სანქციების დაწესებას?

ტელეწამყვანმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები "ტელეგრამარხზე" შეაფასა. მისი თქმით, "დასავლეთმა სანქციები შოუდ გადააქცია".

"დასავლეთი ჰგავს მაინ რიდის რომანის პერსონაჟს - "უთავო მხედარს", რომელიც სადღაც მიაჭენებს ცხენს, არც აზრი აქვს, არც სახე, მხოლოდ შურისძიების წყურვილი ამოძრავებს".

კანდელაკის განცხადებით, სანქციების გამოცხადებას წინ უძღოდა Netflix-ის სერიალის მსგავსი ანონსი:

"სანქციებს აანონსებდნენ, როგორც სერიალის პრემიერას, ჯერ კიდევ ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებამდე. ინფორმაცია ვრცელდებოდა უცხოელ აგენტთა მედიაში - დასავლეთის სპეცსამსახურების გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში. ეს იყო მცდელობა, ჩვენთვის იაფფასიანი შოუ ეჩვენებინათ".

ტელეწამყვანმა ჯეიმს ბონდის პოპულარობის ისტორიაც გაიხსენა და ის საბჭოთა პერიოდს დაუკავშირა:

"საბჭოთა დროს დასავლეთი ყველგან ხედავდა ჯაშუშებს. მაშინ შეიქმნა ჯეიმს ბონდი, რომელიც აღნიშნულ სტერეოტიპებს ებრძოდა და ეს მთელ მსოფლიოს მიჰყიდეს. ახლა ვითარება შეიცვალა: ყველგან ФСБ და თინა კანდელაკი ელანდებათ. მგონია, უკვე მიხვდით, ვისთან იბრძოლებს შემდეგი ჯეიმს ბონდი".