საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც" - რას ამბობენ ინგოროყვას კლინიკაში ალექსანდრე თირქიაზე
"მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც" - რას ამბობენ ინგოროყვას კლინიკაში ალექსანდრე თირქიაზე

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ალექ­სან­დრე თირ­ქი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, ექი­მე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან მისი პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბენ.

  • რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თვა­ლის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას დად­გინ­და, რომ პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია ობი­ექ­ტე­ბის გარ­ჩე­ვა.

„ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გახ­ლავთ. ცნო­ბი­ე­რია, კონ­ტაქ­ტი სრუ­ლი­ად მყარ­დე­ბა, თვი­თონ ითხოვს წა­მოდ­გო­მა­საც, უკვე მო­ხერ­ხდა თვა­ლის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცია, მარ­თა­ლია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ ფუნ­ქცია შე­ნა­ხუ­ლი გახ­ლავთ. ხე­დავს, შე­უძ­ლია ობი­ექ­ტე­ბის გარ­ჩე­ვაც. ასე რომ, ახლა გა­და­წყდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხი. ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­თავ­სე­ბა­დია პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხთან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ბიჭი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სკალ­პის ღია ჭრი­ლო­ბა, შუბ­ლის ძვლის და თვალ­ბუ­დის და ზედა კი­დის კედ­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და შუბ­ლის წი­ლის კონ­ტუ­ზი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ექი­მის, ნინო ხა­რა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიჭს თვა­ლის კაკ­ლე­ბის მთლი­ა­ნო­ბა შე­ნა­ხუ­ლი აქვს. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს თა­ვის ტვი­ნის გარ­სებ­ში ტრავ­მუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამის შემ­დეგ ის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ძი­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ბიჭს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, თვალ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც" - რას ამბობენ ინგოროყვას კლინიკაში ალექსანდრე თირქიაზე

"მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ შენარჩუნებული, ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც" - რას ამბობენ ინგოროყვას კლინიკაში ალექსანდრე თირქიაზე

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ექიმები რეანიმაციიდან მისი პალატაში გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ.

  • როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თვალის ფუნქციის შეფასებისას დადგინდა, რომ პაციენტს შეუძლია ობიექტების გარჩევა.

„ყველა პარამეტრით გაუმჯობესება გახლავთ. ცნობიერია, კონტაქტი სრულიად მყარდება, თვითონ ითხოვს წამოდგომასაც, უკვე მოხერხდა თვალის ფუნქციის შეფასება და საბედნიეროდ, მხედველობის ფუნქცია, მართალია დაქვეითებულია, მაგრამ ფუნქცია შენახული გახლავთ. ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც. ასე რომ, ახლა გადაწყდება რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის საკითხი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თავისუფლად შეთავსებადია პალატაში გადაყვანის საკითხთან“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.