მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადურაშვილს მაშინ სახე გააძვრეს, აქციის დარბევის მერე, 26 მაისს ჰიმნი რომ იმღერა... ის ხალხი აწიოკებდა ნინის, ვინც ახლა ზეიმზე აპირებს წასვლას" - ნანკა კალატოზიშვილი
"ბადურაშვილს მაშინ სახე გააძვრეს, აქციის დარბევის მერე, 26 მაისს ჰიმნი რომ იმღერა... ის ხალხი აწიოკებდა ნინის, ვინც ახლა ზეიმზე აპირებს წასვლას" - ნანკა კალატოზიშვილი

მსა­ხი­ო­ბი და აქ­ტი­ვის­ტი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც დღეს ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე აპი­რე­ბენ მის­ვლას.

  • რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუს­ზე წერს, ესე­ნი სწო­რედ ის ხალ­ხია, ვინც 26 მა­ისს ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰიმ­ნის გამო აბუ­ლინ­გებ­დნენ.

- 26 მა­ისს ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ჰიმ­ნი იმ­ღე­რა და გა­აძ­ვრეს სახე. აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის მერე რო­გორ იკად­რეო. ვინც ზე­იმს აწყობს, ვინც მის­ვლას აპი­რებს ბავ­შვე­ბით, თან, დარ­ბე­ვის და სის­ხლის ღვრის მერე, აი, ზუს­ტად ეგ ხალ­ხი აწი­ო­კებ­და მა­შინ ნი­ნის. პრე­ზი­დენ­ტა­დაც მი­შას ირ­ჩე­ვენ და რა ვიცი. ხა­რე­ბაც იქ­ვეა. გი­ლო­ცავთ ნაძ­ვის ხის ან­თე­ბას

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2011 წლის 26 მა­ისს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 26 მა­ი­სის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წყლის ჭავ­ლით, მხუ­თა­ვი აი­რი­თა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით და­შა­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "სა­ხალ­ხო კრე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე 105 პირი და­ა­კა­ვეს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სხვა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში და­ე­დო ბრა­ლი. მი­ტინ­გის დაშ­ლის დროს და­შავ­და 37 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 8 პო­ლი­ცი­ე­ლი, ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი და 27 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი; ასე­ვე, გარ­და­იც­ვა­ლა ორი ადა­მი­ა­ნი.

მე­ო­რე დღეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აღ­ლუ­მი ჩა­ა­ტა­რა, სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი კი ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ რე­ა­ლო­ბას, კახა კა­ლა­ძემ გუ­შინ მხარ­დამ­ჭე­რებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სწო­რედ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ძა­ლის­ხმე­ვით აღ­მოჩ­ნდა ეს ქალი იქ, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბრი­ფინგს, რო­მელ­მაც დღეს პარ­ლა­მენ­ტის წინ და­ა­ნონ­სე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბას პრო­ვო­კა­ცია უწო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბას, იქ­ნე­ბა ზე­ი­მი, იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო გა­რე­მო, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ. სა­ხელ­მწი­ფო დღეს არის ძლი­ე­რი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არის ძლი­ე­რი და ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბადურაშვილს მაშინ სახე გააძვრეს, აქციის დარბევის მერე, 26 მაისს ჰიმნი რომ იმღერა... ის ხალხი აწიოკებდა ნინის, ვინც ახლა ზეიმზე აპირებს წასვლას" - ნანკა კალატოზიშვილი

"ბადურაშვილს მაშინ სახე გააძვრეს, აქციის დარბევის მერე, 26 მაისს ჰიმნი რომ იმღერა... ის ხალხი აწიოკებდა ნინის, ვინც ახლა ზეიმზე აპირებს წასვლას" - ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი და აქტივისტი ნანკა კალატოზიშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც დღეს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე აპირებენ მისვლას.

  • როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე წერს, ესენი სწორედ ის ხალხია, ვინც 26 მაისს ნინი ბადურაშვილს თავისუფლების მოედანზე შესრულებული ჰიმნის გამო აბულინგებდნენ.

- 26 მაისს ბადურაშვილმა ჰიმნი იმღერა და გააძვრეს სახე. აქციის დარბევის მერე როგორ იკადრეო. ვინც ზეიმს აწყობს, ვინც მისვლას აპირებს ბავშვებით, თან, დარბევის და სისხლის ღვრის მერე, აი, ზუსტად ეგ ხალხი აწიოკებდა მაშინ ნინის. პრეზიდენტადაც მიშას ირჩევენ და რა ვიცი. ხარებაც იქვეა. გილოცავთ ნაძვის ხის ანთებას

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციები მიმდინარეობდა. 26 მაისის დადგომისთანავე, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე "სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილე 105 პირი დააკავეს. მათ უმრავლესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხულიგნობასა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულში დაედო ბრალი. მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი; ასევე, გარდაიცვალა ორი ადამიანი.

მეორე დღეს, ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე აღლუმი ჩაატარა, საქართველოს ჰიმნი კი ნინი ბადურაშვილმა შეასრულა.

  • რაც შეეხება ამჟამინდელ რეალობას, კახა კალაძემ გუშინ მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადა.

"მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელმაც დღეს პარლამენტის წინ დაანონსებულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა.

რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება”, - განაცხადა კალაძემ.