მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაველაშვილი მილოცვებს იღებს - საარჩევნო კოლეგიამ ის პრეზიდენტად აირჩია: ფოტოები პარლამენტიდან
ყაველაშვილი მილოცვებს იღებს - საარჩევნო კოლეგიამ ის პრეზიდენტად აირჩია: ფოტოები პარლამენტიდან

300-წევ­რი­ან­მა კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აირ­ჩია. პარ­ლა­მენ­ტში, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ხმე­ბი ცოტა ხნის წინ შე­ა­ჯა­მა, რის შემ­დე­გაც პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო.

დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტად ახ­ლა­ხან არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლიც.

  • ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ ხმა 224-მა ხმო­სან­მა მის­ცა. მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, ადა მარ­შა­ნი­ამ, რო­მელ­მაც თქვა, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა არ მოს­წონს.

პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია ოპო­ზი­ცი­ას. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 225-მა წევ­რმა, სა­ი­და­ნაც ბა­თი­ლია 1 ბი­უ­ლე­ტე­ნი. პრო­ცე­დუ­რა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში წა­რი­მარ­თა.

კენ­ჭისყრა ღია წე­სით ჩა­ტარ­და. ხმა ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა, შემ­დეგ კი კო­ლე­გი­ა­ში მყო­ფი სხვა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ან­ბა­ნუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით მის­ცეს. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი იყო.

ნა­ხეთ: "მე არ შე­მოვ­ხა­ზავ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს" - აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი ადა მარ­შა­ნია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას"

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის ფო­ტო­ე­ბი - ავ­ტო­რი ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ყაველაშვილი მილოცვებს იღებს - საარჩევნო კოლეგიამ ის პრეზიდენტად აირჩია: ფოტოები პარლამენტიდან

ყაველაშვილი მილოცვებს იღებს - საარჩევნო კოლეგიამ ის პრეზიდენტად აირჩია: ფოტოები პარლამენტიდან

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.

დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.

  • ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.

პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ნახეთ: "მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს" - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია "ქართულ ოცნებას"

დაათვალიერეთ ინტერპრესნიუსის ფოტოები - ავტორი ვანო გორგიშვილი