მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო..." - თეონა აქუბარდია
"ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო..." - თეონა აქუბარდია

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ორ­კვი­რი­ან­მა უწყვეტ­მა პრო­ტეს­ტმა ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის გა­რეთ, შე­დე­გი უკვე გა­მო­ი­ღო - ვნა­ხეთ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი, სა­დაც უკა­ნო­ნო პარ­ლა­მენ­ტი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის, არა­მედ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბად, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ 4 ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ის ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­კავ­ში­რის პრესს­პი­კე­რის, ანი­ტა ჰი­პე­რის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • რო­გორც აქუ­ბარ­დია გან­მარ­ტავს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ვის­მი­ნეთ მო­წო­დე­ბა, რომ „შე­წყდეს წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის შავ­რაზ­მე­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ“.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ორ­კვი­რი­ან­მა უწყვეტ­მა პრო­ტეს­ტმა ერთი მხრივ, ქვეყ­ნის შიგ­ნით და მე­ო­რე მხრივ, ქვეყ­ნის გა­რეთ ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში, უკვე გა­მო­ი­ღო შე­დე­გი, რის­თვი­საც მინ­და თი­თო­ე­ულ მათ­განს მად­ლო­ბა ვუ­თხრა. ჩვენ ვნა­ხეთ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი, სა­დაც უკა­ნო­ნო პარ­ლა­მენ­ტი და უკა­ნო­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბად, ის ძალა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ხალ­ხს წა­მე­ბას, რეპ­რე­სი­ებ­სა და ტე­რორს უწყობს. ჩვე­ნი სა­ერ­თო მო­თხოვ­ნა უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე, მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია.

ეს ჩვე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რაა. მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მო­წო­დე­ბუ­ლია, შე­წყდეს წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის შავ­რაზ­მე­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის იმ ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­საც ის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად გა­დის. ამი­ტომ, მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი უშუ­ა­ლოდ რე­ჟი­მის შემ­ქმნე­ლე­ბი­სა და რეპ­რე­სი­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა და გზავ­ნი­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რის დე­და­ქა­ლა­ქე­ბი­დან ვე­ლო­დე­ბით.

კი­დევ ერთხელ მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­სა­მარ­თით, რო­მელ­საც დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რეპ­რე­სი­ე­ბის მან­ქა­ნა უპი­რის­პირ­დე­ბა და­ში­ნე­ბით, ტე­რო­რით და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუ­ქა­რით“,- გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო..." - თეონა აქუბარდია

"ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო..." - თეონა აქუბარდია

ქართველი ხალხის ორკვირიანმა უწყვეტმა პროტესტმა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, შედეგი უკვე გამოიღო - ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განაცხადი, სადაც უკანონო პარლამენტი და ხელისუფლება აღიარებული არ არის, არამედ მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

  • როგორც აქუბარდია განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინეთ მოწოდება, რომ „შეწყდეს წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ივანიშვილის შავრაზმელები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდნენ“.

"ქართველი ხალხის ორკვირიანმა უწყვეტმა პროტესტმა ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ევროპის ქალაქებში, უკვე გამოიღო შედეგი, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განაცხადი, სადაც უკანონო პარლამენტი და უკანონო ხელისუფლება არ არის აღიარებული. მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად, ის ძალა, რომელიც საკუთარ ხალხს წამებას, რეპრესიებსა და ტერორს უწყობს. ჩვენი საერთო მოთხოვნა უკანონო პატიმრების გათავისუფლების კუთხით, ევროკავშირის საერთო განცხადებაში ასევე, მოხსენიებულია.

ეს ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ მოწოდებულია, შეწყდეს წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ივანიშვილის შავრაზმელები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქართველი ხალხის იმ ბრძოლაზე, რომელსაც ის საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დასაცავად გადის. ამიტომ, მოხსენიებული სანქციები უშუალოდ რეჟიმის შემქმნელებისა და რეპრესიების განმახორციელებლების მისამართით, არის ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გზავნილი, რომელსაც ევროკავშირის დედაქალაქებიდან ველოდებით.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა იმ საჯარო მოხელეების მისამართით, რომელსაც დღეს ივანიშვილის რეპრესიების მანქანა უპირისპირდება დაშინებით, ტერორით და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.