საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა დამასკოდან მოსკოვამდე: ოფთალმოლოგის დაუგეგმავი პრეზიდენტობა, რომელიც სასტიკ დიქტატურად იქცა - ბაშარ ალ-ასადის აღზევება და დაცემა
გზა დამასკოდან მოსკოვამდე: ოფთალმოლოგის დაუგეგმავი პრეზიდენტობა, რომელიც სასტიკ დიქტატურად იქცა -  ბაშარ ალ-ასადის აღზევება და დაცემა

სი­რი­ა­ში, ბა­შარ ალ-ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბა და­ემ­ხო - ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოს­კოვს შე­ა­ფა­რეს თავი.

თა­ვად ბა­შარ ალ-ასა­დი პრე­სას არ და­კავ­ში­რე­ბია, ამი­ტომ უც­ნო­ბია, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ზუს­ტად სად არის სი­რი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. თუმ­ცა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის და მისი ოჯა­ხი სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რო­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ას­დის ოჯახს მი­ნი­მუმ 19 ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ბინა აქვს მოს­კოვ­ში, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Global Witness-ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბრი­ტა­ნუ­ლი Financial Times-ის (FT) ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და 2013 წლი­დან 2019 წლამ­დე.

პარ­ტია "ბა­ა­სი" სი­რი­ას სა­მოც წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და და და­ემ­ხო ათ დღე­ში.

1971 წლი­დან სი­რი­ის სა­თა­ვე­ში ასა­დის ოჯა­ხი მო­ვი­და, ჰა­ფეზ ასა­დის შემ­დეგ ქვეყ­ნის მარ­თვა მის­მა ვაჟ­მა - ბა­შარ­მა გა­და­ი­ბა­რა, თუმ­ცა ეს თავ­და­პირ­ვე­ლად სუ­ლაც არ იგეგ­მე­ბო­და.

  • ვინ იყო ბა­სილ ალ-ასა­დი?

სი­რი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჰა­ფეზ ასა­დის მემ­კვიდ­რედ მისი უფ­რო­სი ვაჟი ბა­სილ ალ-ასა­დი მი­იჩ­ნე­ო­და.

ბა­სილ ალ - ასა­დი გა­ნათ­ლე­ბით ინ­ჟი­ნე­რი იყო, თუმ­ცა სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა აირ­ჩია. ის სწრა­ფად გახ­და მა­ი­ო­რი, შემ­დეგ კი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი რეს­პუბ­ლი­კურ გვარ­დი­ა­ში.

ბა­შა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას პა­ტა­რა­ო­ბი­დან ამ­ზა­დებ­დნენ პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სათ­ვის. მან კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრძო­ლა გა­ა­ტა­რა კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბებ­ზე ხში­რად გა­მო­დი­ო­და სამ­ხედ­რო ფორ­მით, რაც სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავ­და სამ­ხედ­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბას. იგი ასე­ვე იყო სი­რი­ის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

მას ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და იმ პე­რი­ო­დის ევ­რო­პის და არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან. იყო იორ­და­ნი­ის მე­ფის ჰუ­სე­ი­ნის შვი­ლე­ბის ახლო მე­გო­ბა­რი.

1994 წლის 21 იან­ვარს გამ­თე­ნი­ი­სას, ბა­სილ ასა­დი „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ე­შუ­რა და­მას­კოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის­კენ, ვი­ნა­ი­დან მიფ­რი­ნავ­და გერ­მა­ნი­ის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე. მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი ბი­ძაშ­ვი­ლი ჰა­ფიზ მახ­ლუ­ფი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მძღო­ლი, რო­მე­ლიც უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე იჯდა. ბა­სილ ასა­დი მან­ქა­ნას მარ­თავ­და 200 კმ / სთ – ზე მეტი სიჩ­ქა­რით, ნის­ლი­ან ამინ­დში საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მა­გის­ტრა­ლი­დან დიდი სიჩ­ქა­რით გა­დაფ­რინ­და და ღო­ბეს შე­ე­ჯა­ხა. ბა­სილ ასა­დი, რო­მელ­საც ღვე­დი არ ეკე­თა, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ბი­ძაშ­ვი­ლი მძი­მედ და­შავ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მჯდო­მი მძღო­ლი თით­ქმის არ და­შა­ვე­ბუ­ლა...

ამის შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში დად­გა ბა­შა­რის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა, იმ დროს, ის უკვე პრა­ქი­კო­სი ექი­მი იყო.

და­წყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ბა­შარ ალ-ასად­მა მი­ი­ღო ელი­ტურ არა­ბუ­ლი-ფრან­გულ ლი­ცე­უმ­ში "ჰუ­რია და­მას­კო­ში", რო­მე­ლიც 1982 წელს და­ას­რუ­ლა და მი­ი­ღო ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი. ხოლო 1988 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და­მას­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი ოფ­თალ­მო­ლო­გის სპე­ცი­ა­ლო­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ლონ­დონ­ში გა­აგ­რძე­ლა, რის შემ­დეგ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობ­და.

მან პრე­ზი­დენ­ტო­ბა 2000 წლის ივ­ლის­ში ჩა­ი­ბა­რა.

თით­ქოს 2002 წლამ­დე ბა­შარ ალ-ასა­დი მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფი­გუ­რა იყო იმ სას­ტი­კი ავ­ტოკ­რა­ტის­გან, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და.

ყო­ფი­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნას ლონ­დონ­ში სწავ­ლობ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრი­ტა­ნელ-სი­რი­ელ ქალ­ზე, ასმა ალ-ასად­ზე და­ქორ­წინ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად ცდი­ლობ­და, მსოფ­ლი­ოს­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სი­რია მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სხვა გზას აირ­ჩევ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­სას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ისე­თი კამ­პა­ნია ჩა­ა­ტა­რეს, რომ­ლი­თაც ცდი­ლობ­დნენ ალ-ასა­დე­ბის ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხი ჩვე­უ­ლებ­რივ, ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნე­ბად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, მი­უ­ხე­და­ვად სა­სახ­ლე­ე­ბის ფლო­ბი­სა და მა­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მი­სა.

2002 წელს ბა­შა­რი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტი­თაც კი ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ტონი ბლე­რის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ეს და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი იყო.

ეს იყო ასა­დე­ბის კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი იმი­ჯი - ას­მას "საქ­ველ­მოქ­მე­დო" საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ბა­შა­რის მი­მართ და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის ხაზ­გას­მით, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებ­და მის ამ­ბი­ცი­ა­ზე, რომ ჰა­ფე­ზის სი­რია იორ­და­ნი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხის მსგავს მმარ­თვე­ლად გა­და­ექ­ცია: უფრო “და­ვარ­ცხნილ”, კარ­გი პი­ა­რის მქო­ნედ, თუმ­ცა მა­ინც დიქ­ტა­ტუ­რად.

თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას ბა­შარ­მა შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი და თით­ქოს შემ­თხვე­ვი­თი ფრა­ზა თქვა, რო­დე­საც 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქტსა და ალ-ქა­ი­დას მიერ აშშ-ზე თავ­დას­ხმას აფა­სებ­და, ასე­ვე ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კულ შეჭ­რას.

რო­გორც ბა­შარ­მა თქვა, მსოფ­ლი­ოს უნდა სცოდ­ნო­და, რომ მა­მა­მი­სი ის­ლა­მის­ტე­ბის ამ­ბო­ხე­ბის სას­ტი­კად ჩახ­შო­ბი­სას "მარ­თა­ლი" იყო.

  • დიქ­ტა­ტუ­რა

22 წლის შემ­დეგ ბა­შა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ალ-ქა­ი­დას გან­შტო­ე­ბამ გა­და­ა­ყე­ნა. ასა­დე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პე­რი­ო­დის დრა­მა­ტუ­ლი და­სას­რუ­ლით ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რუ­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად გა­და­კეთ­და.

თუმ­ცა, არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე, რომ­ლე­ბიც მის მმარ­თვე­ლო­ბას გან­სა­ზღვრავ­და, ბა­შარ ალ-ასა­დის სი­რი­ის რე­ა­ლო­ბა, რო­გორც მუ­ა­მარ კა­და­ფის ლი­ბი­ის შემ­თხვე­ვა­ში, იყო ქვე­ყა­ნა, სა­დაც მას­შტა­ბუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის აპა­რა­ტი ყველ­გან გვხვდე­ბო­და: აგენ­ტე­ბი ბაზ­რებ­ში, ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე და ქუ­ჩის კუ­თხე­ებ­ში...

დე­მოკ­რა­ტი­ის მო­დე­ლის, რო­გორც სი­რი­ის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გზის უარ­ყო­ფით, რე­ფორ­მის შე­სა­ხებ ბა­შა­რის თავ­და­პირ­ვე­ლი და­პი­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ ტრანსფორ­მა­ცი­ამ­დე ეკო­ნო­მი­კურ ცვლი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, რაც სა­ხელ­მწი­ფო მო­ნო­პო­ლი­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რით ჩა­ნაც­ვლე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, თუმ­ცა ამით სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ ელი­ტუ­რი კლა­სი სარ­გებ­ლობ­და.

მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დოქ­ტრი­ნა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მა­მა­მი­სის­გან არ გან­სხვავ­დე­ბო­და - ეს მა­ღალ­პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რა იყო, ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

თუკი ერ­თმა ევ­რო­პელ­მა დიპ­ლო­მატ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად მისი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სის­წო­რე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა და სი­რი­ას "დიქ­ტა­ტუ­რა დიქ­ტა­ტო­რის გა­რე­შე" უწო­და, მალე ცხა­დი გახ­და, ვის წარ­მო­ად­გენ­და ბა­შა­რი. ის მარ­თლა გახ­და დიქ­ტა­ტო­რი.

მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ბა­შარ­მა 2001 წელს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი, ძი­რი­თა­დად კო­მუ­ნის­ტე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, ეს და­სავ­ლე­თის­თვის სი­რი­ის ცვლი­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყო. და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი არას­დროს შე­წყვე­ტი­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბო­და.

სი­რი­ის 2011 წლის აჯან­ყე­ბის საფრ­თხის ქვეშ მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა გაქ­რა და გა­მოჩ­ნდა რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც მზად იყო, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტიმ­რო­ბა, წა­მე­ბა და მკვლე­ლო­ბა აღეს­რუ­ლე­ბი­ნა - მათ შო­რის იყო 13 000-მდე პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც 2011-2015 წლებ­ში სედ­ნა­ი­ას, "ადა­მი­ან­თა სა­საკ­ლა­ოს“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ცი­ხე­ში ამო­ხო­ცეს.

და მი­უ­ხე­და­ვად იმ მცდე­ლო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც 2011 წლამ­დე ასა­დე­ბის ოჯა­ხის პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში წარ­მო­სა­ჩე­ნად გრძელ­დე­ბო­და - მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც იყო “ვო­გის” მბზი­ნა­ვი სტა­ტია ას­მას, რო­გორც "უდაბ­ნოს ვარ­დის“ შე­სა­ხებ - ბა­შა­რის მმარ­თვე­ლო­ბა უფრო სა­ზა­რე­ლი გახ­და, ვიდ­რე მა­მა­მი­სის.

ჰა­ფეზ­მა, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ოფი­ცერ­მა, რო­მე­ლიც 1963 წლის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ბა­ა­სის" პარ­ტია მო­ვი­და, ასა­დე­ბის ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ბა­შარ­მა კი ისი­ნი ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

უკვე 1966 წელს, ე.წ. ჰა­მას ბუნ­ტის დროს, ჰა­ფეზ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ხედ­ვას, რო­მე­ლიც ასა­დე­ბის დოქ­ტრი­ნად იქცა და მი­უ­თი­თებ­და ხალ­ხის ჟლე­ტა­ზე, რო­მე­ლიც მისი და მისი შვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­დო­და: ნე­ბის­მი­ე­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვად უნდა გა­და­ლა­ხუ­ლი­ყო.

ჰა­ფე­ზის­თვის ეს ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ხა­ტა მას შემ­დეგ, რაც მან სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა სრუ­ლად მო­ი­პო­ვა მო­რი­გი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად და თა­ვი­სი ალა­ვი­ტუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა თან­და­თა­ნო­ბით ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ცენ­ტრად აქ­ცია. ამ ყვე­ლაფ­რის სიმ­ბო­ლო მის წი­ნა­აღ­მდეგ მუს­ლიმ­თა საძ­მოს აჯან­ყე­ბის სას­ტი­კი ჩახ­შო­ბა გახ­და, რო­მე­ლიც 1970-ია­ნე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო და 1982 წლის ჰა­მას ხოც­ვა-ჟლე­ტით დას­რულ­და.

  • არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი

2011 წელს, არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის და­წყე­ბი­სას, ბა­შა­რი­სა და მისი ოჯა­ხის იმი­ჯი, რო­მე­ლიც ჰა­ფე­ზის ეპო­ქის უფრო ჰუ­მა­ნურ ვერ­სი­ად იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი, შა­ბათ-კვი­რას და­სავ­ლუ­რი ფილ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად და­ხუ­რულ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბი­სა და და­მას­კოს რეს­ტორ­ნებ­ში ვახ­შმო­ბის ჩათ­ვლით, მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა.

ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მარ­ტის­თვის აალ­და და რე­ვო­ლუ­ცი­ად გა­და­იქ­ცა. პა­სუ­ხი სას­ტი­კი იყო. უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, დე­მონ­სტრან­ტებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, ხოლო რე­ჟი­მის მომ­ხრე, მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, შა­ბი­ჰას სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მი­ლი­ცია სა­სიკ­ვდი­ლო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბად გარ­და­იქ­მნა.

ერთი წლის შემ­დეგ, 2012 წელს, WikiLeaks-მა ბა­შა­რი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ათა­სო­ბით ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი და რე­გი­ონ­ში მათი კონ­ტაქ­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­მაც და­მას­კო­ში ასა­დე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ იშ­ვი­ა­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­სა­როა: მათ შო­რის იყო ას­მას მიერ პა­რი­ზი­დან ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის შეკ­ვე­თა; პიარ კონ­სულ­ტან­ტე­ბის რჩე­ვე­ბი, რო­გორ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ასა­დი რე­ფორ­მე­ბის მომ­ხრედ და ა.შ.

იმ წლის მთა­ვარ სი­ახ­ლე­ებ­ში, მა­ში­ნაც კი, როცა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბი სი­რი­ა­ში რე­ჟი­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად იწყებ­დნენ ჩას­ვლას, ყო­ველ­დღი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრძა­ნე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რა­ში ბა­შა­რი პი­რა­დად იყო ჩარ­თუ­ლი.

სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე 13-წლი­ან ომში, თით­ქმის 500 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 300 ათას­ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. მსხვერ­პლის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მეტი იყოს. 100 ათა­სი სი­რი­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა "და­კარ­გუ­ლად", რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნიც ან მოკ­ლეს ან და­ი­ღუპ­ნენ ასა­დის ცი­ხე­ებ­სა და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში. სი­რი­ის ომამ­დე­ლი, 16,5 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 6,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­იქ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ, ძი­რი­თა­დად მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში, იორ­და­ნი­ა­სა და ლი­ბან­ში, სულ ცოტა, 1 მი­ლი­ო­ნი კი - ევ­რო­პა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გზა დამასკოდან მოსკოვამდე: ოფთალმოლოგის დაუგეგმავი პრეზიდენტობა, რომელიც სასტიკ დიქტატურად იქცა - ბაშარ ალ-ასადის აღზევება და დაცემა

გზა დამასკოდან მოსკოვამდე: ოფთალმოლოგის დაუგეგმავი პრეზიდენტობა, რომელიც სასტიკ დიქტატურად იქცა -  ბაშარ ალ-ასადის აღზევება და დაცემა

სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დაემხო - ის და მისი ოჯახის წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ და როგორც ცნობილია, მოსკოვს შეაფარეს თავი.

თავად ბაშარ ალ-ასადი პრესას არ დაკავშირებია, ამიტომ უცნობია, რა მდგომარეობაშია და ზუსტად სად არის სირიის ყოფილი ხელმძღვანელი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის და მისი ოჯახი სასტუმროში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასდის ოჯახს მინიმუმ 19 ფეშენებელური ბინა აქვს მოსკოვში, რომლებიც ქალაქის პრესტიჟულ უბნებში მდებარეობს. ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის ანალიტიკოსები და ბრიტანული Financial Times-ის (FT) ჟურნალისტები წერენ. შეგროვებული მონაცემებით, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები განხორციელდა 2013 წლიდან 2019 წლამდე.

პარტია "ბაასი" სირიას სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა და დაემხო ათ დღეში.

1971 წლიდან სირიის სათავეში ასადის ოჯახი მოვიდა, ჰაფეზ ასადის შემდეგ ქვეყნის მართვა მისმა ვაჟმა - ბაშარმა გადაიბარა, თუმცა ეს თავდაპირველად სულაც არ იგეგმებოდა.

  • ვინ იყო ბასილ ალ-ასადი?

სირიის ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ასადის მემკვიდრედ მისი უფროსი ვაჟი ბასილ ალ-ასადი მიიჩნეოდა.

ბასილ ალ - ასადი განათლებით ინჟინერი იყო, თუმცა სამხედრო კარიერა აირჩია. ის სწრაფად გახდა მაიორი, შემდეგ კი ბრიგადის მეთაური რესპუბლიკურ გვარდიაში.

ბაშარისგან განსხვავებით, მას პატარაობიდან ამზადებდნენ პრეზიდენტობისათვის. მან კარგად ორგანიზებული ბრძოლა გაატარა კორუფციის წინააღმდეგ კანონის ფარგლებში, ოფიციალურ მიღებებზე ხშირად გამოდიოდა სამხედრო ფორმით, რაც სიმბოლურად გამოხატავდა სამხედრო ძალაუფლებას. იგი ასევე იყო სირიის კომპიუტერული ასოციაციის თავმჯდომარე.

მას ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდის ევროპის და არაბული ქვეყნების ლიდერებთან. იყო იორდანიის მეფის ჰუსეინის შვილების ახლო მეგობარი.

1994 წლის 21 იანვარს გამთენიისას, ბასილ ასადი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით გაეშურა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტისკენ, ვინაიდან მიფრინავდა გერმანიის სამთო-სათხილამურო კურორტზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ბიძაშვილი ჰაფიზ მახლუფი და ოფიციალური მძღოლი, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა. ბასილ ასადი მანქანას მართავდა 200 კმ / სთ – ზე მეტი სიჩქარით, ნისლიან ამინდში საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგისტრალიდან დიდი სიჩქარით გადაფრინდა და ღობეს შეეჯახა. ბასილ ასადი, რომელსაც ღვედი არ ეკეთა, ადგილზე გარდაიცვალა. მისი ბიძაშვილი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო უკანა სავარძელზე მჯდომი მძღოლი თითქმის არ დაშავებულა...

ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ბაშარის გაპრეზიდენტება, იმ დროს, ის უკვე პრაქიკოსი ექიმი იყო.

დაწყებითი და საშუალო განათლება ბაშარ ალ-ასადმა მიიღო ელიტურ არაბული-ფრანგულ ლიცეუმში "ჰურია დამასკოში", რომელიც 1982 წელს დაასრულა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. ხოლო 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ოფთალმოლოგის სპეციალობით და სამედიცინო განათლების მიღება ლონდონში გააგრძელა, რის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა.

მან პრეზიდენტობა 2000 წლის ივლისში ჩაიბარა.

თითქოს 2002 წლამდე ბაშარ ალ-ასადი მკვეთრად განსხვავებული ფიგურა იყო იმ სასტიკი ავტოკრატისგან, რომელიც მოგვიანებით გახდა.

ყოფილი ოფთალმოლოგი, რომელიც მედიცინას ლონდონში სწავლობდა და მოგვიანებით ბრიტანელ-სირიელ ქალზე, ასმა ალ-ასადზე დაქორწინდა, თავდაპირველად ცდილობდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ სირია მისი ხელმძღვანელობით სხვა გზას აირჩევდა.

ხელისუფლებაში მოსვლისას, საზოგადოებრივი ურთიერთობების ისეთი კამპანია ჩაატარეს, რომლითაც ცდილობდნენ ალ-ასადების ახალგაზრდა ოჯახი ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანებად ეჩვენებინათ, მიუხედავად სასახლეების ფლობისა და მამისგან მემკვიდრეობით მიღებული რეპრესიული სისტემისა.

2002 წელს ბაშარი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტითაც კი ჩავიდა, რომელიც იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მიერ იყო ორგანიზებული, ეს დასავლეთთან ურთიერთობის უმაღლესი წერტილი იყო.

ეს იყო ასადების კონსტრუირებული იმიჯი - ასმას "საქველმოქმედო" საქმიანობისა და ბაშარის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ხაზგასმით, რომელიც მიუთითებდა მის ამბიციაზე, რომ ჰაფეზის სირია იორდანიის სამეფო ოჯახის მსგავს მმართველად გადაექცია: უფრო “დავარცხნილ”, კარგი პიარის მქონედ, თუმცა მაინც დიქტატურად.

თუმცა, ჟურნალისტთან საუბრისას ბაშარმა შემაძრწუნებელი და თითქოს შემთხვევითი ფრაზა თქვა, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტსა და ალ-ქაიდას მიერ აშშ-ზე თავდასხმას აფასებდა, ასევე ავღანეთში ამერიკულ შეჭრას.

როგორც ბაშარმა თქვა, მსოფლიოს უნდა სცოდნოდა, რომ მამამისი ისლამისტების ამბოხების სასტიკად ჩახშობისას "მართალი" იყო.

  • დიქტატურა

22 წლის შემდეგ ბაშარი ხელისუფლებიდან ალ-ქაიდას განშტოებამ გადააყენა. ასადების მმართველობის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდის დრამატული დასასრულით ახლო აღმოსავლეთის რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად გადაკეთდა.

თუმცა, არაბული გაზაფხულის მოვლენებამდე, რომლებიც მის მმართველობას განსაზღვრავდა, ბაშარ ალ-ასადის სირიის რეალობა, როგორც მუამარ კადაფის ლიბიის შემთხვევაში, იყო ქვეყანა, სადაც მასშტაბური უსაფრთხოების აპარატი ყველგან გვხვდებოდა: აგენტები ბაზრებში, ტაქსის გაჩერებებზე და ქუჩის კუთხეებში...

დემოკრატიის მოდელის, როგორც სირიისთვის შესაფერისი გზის უარყოფით, რეფორმის შესახებ ბაშარის თავდაპირველი დაპირება პოლიტიკურ ტრანსფორმაციამდე ეკონომიკურ ცვლილებას შეეხებოდა, რაც სახელმწიფო მონოპოლიების თავისუფალი ბაზრით ჩანაცვლებას გულისხმობდა, თუმცა ამით საბოლოოდ მხოლოდ ელიტური კლასი სარგებლობდა.

მისი პოლიტიკური დოქტრინა, როგორც აღმოჩნდა, მამამისისგან არ განსხვავდებოდა - ეს მაღალპერსონალიზებული დიქტატურა იყო, ძალაუფლება კი შეიარაღებულ ძალებსა და სადაზვერვო სააგენტოებში იყო კონცენტრირებული.

თუკი ერთმა ევროპელმა დიპლომატმა თავდაპირველად მისი ავტორიტარული შესაძლებლობების სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და სირიას "დიქტატურა დიქტატორის გარეშე" უწოდა, მალე ცხადი გახდა, ვის წარმოადგენდა ბაშარი. ის მართლა გახდა დიქტატორი.

მაშინაც კი, როდესაც ბაშარმა 2001 წელს პოლიტპატიმრების ნაწილი, ძირითადად კომუნისტები გაათავისუფლა, ეს დასავლეთისთვის სირიის ცვლილების ჩვენების კამპანიის ნაწილი იყო. დაპატიმრებები არასდროს შეწყვეტილა. ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა.

სირიის 2011 წლის აჯანყების საფრთხის ქვეშ მოჩვენებითობა გაქრა და გამოჩნდა რეჟიმი, რომელიც მზად იყო, დიდი რაოდენობით ადამიანების პატიმრობა, წამება და მკვლელობა აღესრულებინა - მათ შორის იყო 13 000-მდე პიროვნება, რომლებიც 2011-2015 წლებში სედნაიას, "ადამიანთა სასაკლაოს“ სახელით ცნობილ ციხეში ამოხოცეს.

და მიუხედავად იმ მცდელობებისა, რომლებიც 2011 წლამდე ასადების ოჯახის პოზიტიურ ჭრილში წარმოსაჩენად გრძელდებოდა - მაგალითად, როგორიც იყო “ვოგის” მბზინავი სტატია ასმას, როგორც "უდაბნოს ვარდის“ შესახებ - ბაშარის მმართველობა უფრო საზარელი გახდა, ვიდრე მამამისის.

ჰაფეზმა, სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერმა, რომელიც 1963 წლის სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა, როცა ხელისუფლებაში "ბაასის" პარტია მოვიდა, ასადების ოჯახის ღირებულებები პირველად ჩამოაყალიბა. ბაშარმა კი ისინი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

უკვე 1966 წელს, ე.წ. ჰამას ბუნტის დროს, ჰაფეზმა მხარი დაუჭირა ხედვას, რომელიც ასადების დოქტრინად იქცა და მიუთითებდა ხალხის ჟლეტაზე, რომელიც მისი და მისი შვილის მმართველობის წინააღმდეგ წავიდოდა: ნებისმიერი და ყველანაირი წინააღმდეგობა ძალადობრივად უნდა გადალახულიყო.

ჰაფეზისთვის ეს ყველაზე სრულყოფილად გამოიხატა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ძალაუფლება სრულად მოიპოვა მორიგი გადატრიალების შედეგად და თავისი ალავიტური უმცირესობა თანდათანობით ყოვლისმომცველი პოლიციური სახელმწიფოს ცენტრად აქცია. ამ ყველაფრის სიმბოლო მის წინააღმდეგ მუსლიმთა საძმოს აჯანყების სასტიკი ჩახშობა გახდა, რომელიც 1970-იანების შუა პერიოდში დაიწყო და 1982 წლის ჰამას ხოცვა-ჟლეტით დასრულდა.

  • არაბული გაზაფხული

2011 წელს, არაბული გაზაფხულის დაწყებისას, ბაშარისა და მისი ოჯახის იმიჯი, რომელიც ჰაფეზის ეპოქის უფრო ჰუმანურ ვერსიად იყო წარმოჩენილი, შაბათ-კვირას დასავლური ფილმების სანახავად დახურულ კინოთეატრებში დროის გატარებისა და დამასკოს რესტორნებში ვახშმობის ჩათვლით, მთლიანად ჩამოიშალა.

ასადის მმართველობის წინააღმდეგ დემონსტრაციებით დაწყებული მოძრაობა მარტისთვის აალდა და რევოლუციად გადაიქცა. პასუხი სასტიკი იყო. უსაფრთხოების ძალებმა, ოფიციალური პოლიტიკის ფარგლებში, დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო რეჟიმის მომხრე, მძიმედ შეიარაღებული, შაბიჰას სახელით ცნობილი მილიცია სასიკვდილო ქვედანაყოფებად გარდაიქმნა.

ერთი წლის შემდეგ, 2012 წელს, WikiLeaks-მა ბაშარისა და მისი ოჯახის წევრების ათასობით ელექტრონული წერილი და რეგიონში მათი კონტაქტები გამოაქვეყნა, რამაც დამასკოში ასადების ცხოვრებისა და მმართველობის შესახებ იშვიათი ინფორმაცია გაასაროა: მათ შორის იყო ასმას მიერ პარიზიდან ძვირფასი სამკაულების შეკვეთა; პიარ კონსულტანტების რჩევები, როგორ გამოჩენილიყო ასადი რეფორმების მომხრედ და ა.შ.

იმ წლის მთავარ სიახლეებში, მაშინაც კი, როცა რუსეთის სამხედრო მრჩევლები სირიაში რეჟიმის გასაძლიერებლად იწყებდნენ ჩასვლას, ყოველდღიური ძალადობის ბრძანებების ხელმოწერაში ბაშარი პირადად იყო ჩართული.

სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი - ევროპაში.

იხილეთ ასევე:

წყარო