"საქართველოშიც და რუმინეთშიც იმარჯვებს კაცი, რომელიც რუსეთს არ წყევლის. ის არსად არ გვაქებს. უბრალოდ, არ გვწყევლის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"საქართველოშიც და რუმინეთშიც იმარჯვებს კაცი, რომელიც რუსეთს არ წყევლის. ის არსად არ გვაქებს. უბრალოდ, არ გვწყევლის, განსხვავებით დანარჩენი "საზოგადოებისგან“, რომელიც არჩევნების ირგვლივ ირევა და რაღაც პოლიტიკური თანამდებობების დაკავებისკენ მიისწრაფვის.
მოლდოვაში, უხეში დარღვევებით, რუსეთში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოლდოველს წაართვეს ხმის უფლება და კანდიდატმა, რომელიც დასავლეთს აწყობს, მაია სანდუმ, ძლივს გაიმარჯვა.
დარღვევებზე, გადახედვაზე და საკონსტიტუციო სასამართლოზე არავინ საუბრობს.
საქართველოში ეუთოს 500 დამკვირვებელი იმყოფებოდა. მათ ყველაფერს გადახედეს, შეამოწმეს, ყველაფერი და საჯაროდ განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა. ყველაფერი ლეგიტიმური იყო.
ეუთოს დასკვნამ, რომელიც ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ყურადსაღებია ხოლმე, "არ იმუშავა", რადგან დასავლეთს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ხალხმა აირჩია და ატარებს კურსს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს და მათ ნებას", - აცხადებს ლავროვი.