მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყავი სიაში, სადაც დასაჭერად განწირული 34 ადამიანი ეწერა... პირველივე რეისით გამოვფრინდი იმ ქვეყანაში, სადაც მოვასწარი" - რას წერს რეჟისორი ნინო შაბურიშვილი
"ვიყავი სიაში, სადაც დასაჭერად განწირული 34 ადამიანი ეწერა... პირველივე რეისით გამოვფრინდი იმ ქვეყანაში, სადაც მოვასწარი" - რას წერს რეჟისორი ნინო შაბურიშვილი

ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ნინო შა­ბუ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ და­კა­ვე­ბას უპი­რებ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ში კი მას სხვა რე­ჟი­სო­რი და­ეხ­მა­რა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც ამ ეტაპ­ზე სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებს. რე­ჟი­სო­რი ბოლო დღე­ებ­ში თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე იყო.

ნინო შა­ბუ­რიშ­ვი­ლი:

- დილა მშვი­დო­ბი­სა ჩემო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო რჩე­უ­ლო ხალ­ხო! არც კი ვიცი მოკ­ლედ რო­გორ გად­მოგ­ცეთ ახლა რა­საც გან­ვიც­დი! წუ­ხელ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ი­დუმ­ლოდ გა­მან­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მეც ვი­ყა­ვი იმ სი­ა­ში, სა­დაც და­სა­ჭე­რად გან­წი­რუ­ლი 34 ადა­მი­ა­ნი ეწე­რა. მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­გორც იცით, უკვე და­ა­კა­ვეს სახ­ლში შე­ვარ­დნით და ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბა ბრა­ლი.

  • ჯერ კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ ისე სწრა­ფად და­მეხ­მა­რა ერთ-ერთი ქალი რე­ჟი­სო­რი (ამ სას­წა­ულს მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ყვე­ბი) და აქ­ცი­ი­დან­ვე აე­რო­პორ­ტში გა­მა­ქა­ნა, თა­ვად მი­ყი­და ბი­ლე­თი და ჩემს შვი­ლებ­საც ის ანუ­გე­შებ­და რომ ავ­ქვი­თინ­დი ფრე­ნის წინ. მე­ში­ნო­და რომ სა­სა­ზღვრო პუნ­ქტში და­მა­კა­ვებ­დნენ, მაგ­რამ გა­დავ­რჩი და პირ­ვე­ლი­ვე რე­ი­სით გა­მოვფრინ­დი იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მო­ვას­წა­რი.

ახლა ევ­რო­პა­ში ვარ. აქე­დან მჭირ­დე­ბა იმ ქვე­ყა­ნა­ში ჩაფ­რე­ნა, სა­დაც თავს უფრო უსაფრ­თხოდ ვიგ­რძნობ და დრო­ე­ბით პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს მო­ვი­თხოვ. ვი­საც გაქვთ წვდო­მა სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტებ­ზე, ეს ის დროა როცა დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი…

რო­გორ არ მინ­დო­და გა­მოფ­რე­ნა, რო­გორ მინ­და ისევ მანდ ვიყო და თქვენ გი­ყუ­როთ, ამა­ყებს, მე­ტი­რე­ბა ისე­თი ლა­მა­ზი სა­ყუ­რე­ბე­ლია რო­გორ ვიბ­რძვით ერ­თად სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად! ვი­ფიქ­რე რომ მეც თუ ან­დრო­სა­ვით წა­მი­ყე­ნე­ბენ მუხლს, ვერ შევ­ძლებ ცი­ხი­დან ბრძო­ლას და აქე­დან ინ­ფორ­მა­ცი­ულ ომში მა­ინც და­გეხ­მა­რე­ბით!!! არ დავ­ნებ­დე­ბი!!! თქვენ­თან ვარ და გული მაქვს ამო­ვარ­დნა­ზე ისე მწყდე­ბა გული, რომ ბრძო­ლის ველი დავ­ტო­ვე გთხოვთ ილო­ცეთ!!! გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია!!! ბო­ლომ­დე", - წერს ნინო შა­ბუ­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვიყავი სიაში, სადაც დასაჭერად განწირული 34 ადამიანი ეწერა... პირველივე რეისით გამოვფრინდი იმ ქვეყანაში, სადაც მოვასწარი" - რას წერს რეჟისორი ნინო შაბურიშვილი

"ვიყავი სიაში, სადაც დასაჭერად განწირული 34 ადამიანი ეწერა... პირველივე რეისით გამოვფრინდი იმ ქვეყანაში, სადაც მოვასწარი" - რას წერს რეჟისორი ნინო შაბურიშვილი

ქართველი რეჟისორი ნინო შაბურიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დაკავებას უპირებდნენ, საქართველო დატოვა. ქვეყნიდან წასვლაში კი მას სხვა რეჟისორი დაეხმარა, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე საიდუმლოდ ტოვებს. რეჟისორი ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო.

ნინო შაბურიშვილი:

- დილა მშვიდობისა ჩემო განსაკუთრებულო რჩეულო ხალხო! არც კი ვიცი მოკლედ როგორ გადმოგცეთ ახლა რასაც განვიცდი! წუხელ აქციის დარბევის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საიდუმლოდ გამანდეს ინფორმაცია, რომ მეც ვიყავი იმ სიაში, სადაც დასაჭერად განწირული 34 ადამიანი ეწერა. მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, როგორც იცით, უკვე დააკავეს სახლში შევარდნით და ჯგუფურ დანაშაულში ედება ბრალი.

  • ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ისე სწრაფად დამეხმარა ერთ-ერთი ქალი რეჟისორი (ამ სასწაულს მომავალში აუცილებლად მოვყვები) და აქციიდანვე აეროპორტში გამაქანა, თავად მიყიდა ბილეთი და ჩემს შვილებსაც ის ანუგეშებდა რომ ავქვითინდი ფრენის წინ. მეშინოდა რომ სასაზღვრო პუნქტში დამაკავებდნენ, მაგრამ გადავრჩი და პირველივე რეისით გამოვფრინდი იმ ქვეყანაში, სადაც მოვასწარი.

ახლა ევროპაში ვარ. აქედან მჭირდება იმ ქვეყანაში ჩაფრენა, სადაც თავს უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ და დროებით პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ. ვისაც გაქვთ წვდომა საჭირო კონტაქტებზე, ეს ის დროა როცა დახმარება დამჭირდება, ყველანაირი…

როგორ არ მინდოდა გამოფრენა, როგორ მინდა ისევ მანდ ვიყო და თქვენ გიყუროთ, ამაყებს, მეტირება ისეთი ლამაზი საყურებელია როგორ ვიბრძვით ერთად სამშობლოს დასაცავად! ვიფიქრე რომ მეც თუ ანდროსავით წამიყენებენ მუხლს, ვერ შევძლებ ციხიდან ბრძოლას და აქედან ინფორმაციულ ომში მაინც დაგეხმარებით!!! არ დავნებდები!!! თქვენთან ვარ და გული მაქვს ამოვარდნაზე ისე მწყდება გული, რომ ბრძოლის ველი დავტოვე გთხოვთ ილოცეთ!!! გამარჯვება ერთადერთი გამოსავალია!!! ბოლომდე", - წერს ნინო შაბურიშვილი.