საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ - ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე“ - სახალხო დამცველი
“ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ - ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე“ - სახალხო დამცველი

“გა­უ­გო­ნა­რია ასე­თი რა­ღაც, ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა. ქუ­ჩა­ში თუ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს, მა­შინ მო­რე­ვამ­დე მივა საქ­მე და ამის მეტი კი არა­ფე­რი არის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი უკვე გა­მოვ­ლი­ლი აქვს ამ ქვე­ყა­ნას. ძა­ლი­ან სა­შიშ ზღვარ­ზე ვართ,“ - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა “ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა “ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის სა­ხელ­მწი­ფო.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში, იქ რაც ხდე­ბო­და, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის ის სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფე­ბი, ვინც იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ამა­ზე კი­თხვის ნიშ­ნის დას­მაც ზედ­მე­ტია. კი­დევ ერთხელ, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ სას­წრა­ფოდ აღ­კვე­თონ ის, რა­საც ახლა ჩვენ ვუ­ყუ­რებთ და რა კად­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა. გა­უ­გო­ნა­რია ასე­თი რა­ღაც, ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა. ქუ­ჩა­ში თუ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს, მა­შინ მო­რე­ვამ­დე მივა საქ­მე და ამის მეტი კი, არა­ფე­რი არის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი უკვე გა­მოვ­ლი­ლი აქვს ამ ქვე­ყა­ნას. ასე, რომ ძა­ლი­ან სა­შიშ ზღვარ­ზე ვართ, ჩემი აზ­რით. ამ არა­ფორ­მა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, თუ ვინც არი­ან, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­რე­ში უნდა აღიკ­ვე­თოს და აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა დად­გეს“, -გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

  • სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მო­უ­წო­და რუს­თა­ვე­ლის მიმ­დე­ბა­რედ მო­ბი­ლი­ზე­ბულ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა.

“ბოლო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მიმ­დე­ბა­რედ, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი თავს ეს­ხმი­ან და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს და "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს რუს­თა­ვე­ლის მიმ­დე­ბა­რედ მო­ბი­ლი­ზე­ბულ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ გა­მო­ძი­ე­ბა და მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა“,- ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ - ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე“ - სახალხო დამცველი

“ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ - ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე“ - სახალხო დამცველი

“გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს.

სახალხო დამცველის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო.

"ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით. ამ არაფორმალური ჯგუფები, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს და აუცილებლად ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, -განაცხადა ლევან იოსელიანმა.

  • სახალხო დამცველმა მოუწოდა რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.

“ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და "ტვ პირველის" ჟურნალისტებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: