საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი დაკავებულთა მონახულების შემდეგ
"პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი დაკავებულთა მონახულების შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა თბი­ლის­სა და სა­გა­რე­ჯო­ში მდე­ბა­რე დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 34 პირი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ­თა ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და რო­გორც თა­ვად აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცია მათ­ზე და­კა­ვე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს ძა­ლა­დობ­და.

"ყვე­ლა ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­ა­წო­და. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან და­კა­ვე­ბულ­თა ნივ­თე­ბის და­კარ­გვის სა­კითხს, ვი­ნა­ი­დან და­კა­ვე­ბულ­თა ნა­წი­ლი მი­უ­თი­თებს, რომ პო­ლი­ცია და­კა­ვე­ბის დროს ჩა­მორ­თმე­ულ ტე­ლე­ფო­ნებ­სა და სხვა პი­რად ნივ­თებს აღარ უბ­რუ­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დღეს იზო­ლა­ტო­რებ­ში აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი 34 პირი მო­ი­ნა­ხუ­ლა, მათ შო­რის ბექა ყორ­შია, რო­მელ­საც, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი კვლავ სა­უბ­რობს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე და პი­რა­დი ნივ­თე­ბის და­კარ­გვა­ზე.

"თბი­ლის­სა და გურ­ჯა­ან­ში ერ­თად მო­ვი­ნა­ხუ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით, 34 ადა­მი­ა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი მი­უ­თი­თებს ისევ ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე, პო­ლი­ცი­ის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ზე, რამ­დე­ნი­მეს სა­ხე­ზე ნაჟ­ღენ­თე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან ბევ­რი და­კა­ვე­ბუ­ლი მი­უ­თი­თებს პი­რა­დი ნივ­თე­ბის და­კარ­გვა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­ფო­ნის, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბის დროს ჩა­მო­არ­თვეს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ახ­დე­ნენ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­კი­თხვას. მათ შორს, ვნა­ხე ბექა ყორ­ში­აც, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

იო­სე­ლი­ა­ნი მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს პი­რა­დი ნივ­თე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­ფო­ნის ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტებს.

„მინ­და, მო­ვუ­წო­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს პი­რა­დი ნივ­თე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­ლე­ფო­ნის ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტებს და ყვე­ლა პი­რა­დი ნივ­თი, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს ჩა­მო­ერ­თვათ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უბ­რუნ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი დაკავებულთა მონახულების შემდეგ

"პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი დაკავებულთა მონახულების შემდეგ

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა.

"ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოინახულა, მათ შორის ბექა ყორშია, რომელსაც, მისი ინფორმაციით დაზიანებები არ აღენიშნება.

გარდა ამისა, როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულების ნაწილი კვლავ საუბრობს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე და პირადი ნივთების დაკარგვაზე.

"თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს სახეზე ნაჟღენთებიც აღენიშნება.

ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას. მათ შორს, ვნახე ბექა ყორშიაც, დაზიანებები არ აღენიშნება“,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტებს.

„მინდა, მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტებს და ყველა პირადი ნივთი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს ჩამოერთვათ, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ“, - განაცხადა იოსელიანმა.