სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პატრულს" - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს
"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პატრულს" - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს

ორი დღის წინ, აქ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე და­ა­კა­ვეს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნი­სას წინა პე­რი­მეტრზე მე­გობ­რის შვი­ლის გა­მო­საყ­ვა­ნად შე­ვი­და, რა დრო­საც სპეც­რაზმმა აიყ­ვა­ნა. 13 დე­კემ­ბერს, თერ­თმეტ სა­ათ­ზე გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა.

იქამ­დე კი Ambebi.ge-სთან და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს

- უკვე კარ­გად ვარ, ჯან­ზე, კა­ცუ­რად ვარ. რა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, მე არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ბავ­შვის მო­სა­ძებ­ნად შე­ვე­დი, და­მავ­ლეს ხელი. პი­რა­დი ნივ­თე­ბი წა­მარ­თვეს, მცე­მეს, მან­ქა­ნა­ში შემ­ტე­ნეს ნიღ­ბი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. მგო­ნი, ისი­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არც იყ­ვნენ, ზონ­დერე­ბი იყ­ვნენ. ჩემს გვერ­დზე სამი ადა­მი­ა­ნი შე­მო­იყ­ვა­ნეს და უმო­წყა­ლოდ სცე­მეს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი, ფული რომ წა­მარ­თვეს, მერე გა­დაგ­ვცეს პო­ლი­ცი­ას, პატ­რულს და პატ­რულ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ვერ გიც­ნეს, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყა­ვით?

- ისი­ნი ისეთ ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მსა­ხი­ო­ბი ზოგ­ჯერ წვე­რებ­შია, მე­ო­რეც, რა გან­სხვა­ვე­ბაა მიც­ნეს, არ მიც­ნეს, რო­გორც არა­ა­და­მი­ანს ისე მო­მექ­ცნენ. რომც ვეც­ნე და დამ­ზო­გავ­დნენ, მე უფრო კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი? - ხალ­ხს რას უშ­ვრე­ბი­ან. მერე მიც­ნეს, მგო­ნი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიც­ნეს.

- ისი­ნი რო­გორ გექ­ცე­ოდ­ნენ?

- პატ­რულს რომ გა­დამ­ცეს, სა­დაც მი­მიყ­ვა­ნეს პატ­რუ­ლის ოფის­ში, ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლად ექ­ცე­ოდ­ნენ ხალ­ხს. სი­გა­რეტს აწე­ვი­ნებ­დნენ...

ფოტო აქ­ცი­ი­დან

- ამ დღე­ებ­ში რომ ვა­დევ­ნებთ თვალს, და­კა­ვე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან დიდი ნა­წი­ლი მსა­ხი­ო­ბია, თქვე­ნი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ უფრო თა­მა­მე­ბი? - უამ­რა­ვი მომ­ღე­რა­ლი გვყავს ქვე­ყა­ნა­ში...

- მა­გა­ზე მეც ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ იმი­ტომ რომ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მა­სი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებს. მსა­ხი­ო­ბებს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რად გა­უჩ­ნდათ პრო­ტეს­ტი, რომ შე­ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი იმ რე­ჟი­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს. შე­ე­ზღუ­დე­ბათ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც შენ გიკ­რძა­ლა­ვენ სცე­ნა­ზე რა­მის გა­კე­თე­ბას. მსა­ხი­ო­ბებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს ეს, თო­რემ იქ მხატ­ვრე­ბიც დგა­ნან. ხე­ლო­ვან ხალ­ხს კი­დევ უფრო ძლი­ე­რად აქვს ამის შეგ­რძნე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა იბა­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან და თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზღუ­დავ, ეს უკვე კონ­ფორ­მის­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა და ეს ხე­ლოვ­ნე­ბას აღარ ეკუთ­ვნის.

- თუმ­ცა ისიც უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ერთ აზ­რზე არ არის...

- ეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ასე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წყო­ბი­ლი. მე პი­რა­და­და მა­გის­თვის ვიბ­რძვი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს სი­ტყვის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. მე არა­ვის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია. პოს­ტიც დავ­წე­რე, რომ მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ. ეს კინო უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დრო­საც და­ი­წყო ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომამ­დე მი­ვე­დით. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და შეც­დო­მე­ბი, ერთ წრე­ზე ვივ­ლით, რო­გორც მი­ჯაჭ­ვუ­ლი ამი­რა­ნი და სი­ზი­ფეს მითი. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი აზრი, ამის­თვის არ­სე­ბობს ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აზრი გა­მოთ­ქვან. იგი­ვე ფე­ის­ბუ­ქი, კი არ უნდა წა­შა­ლო ის ადა­მი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, უნდა მი­ი­ღო. იქ­ნებ შენ ცდე­ბი და ისაა მარ­თა­ლი ან პი­რი­ქით.

- არა­ვის არ იც­ნობთ მმარ­თვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, არ და­გის­ვამთ კი­თხვა მათ­თვის რა­ტომ ხდე­ბა ასე?

- რო­გორ არა, ჩემი მე­გობ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია იქით. ოჯა­ხებ­ში შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ერთ აზ­რზე არი­ან, ბე­ბი­ე­ბი სხვა აზ­რზე. მათ შო­რის სულ კონ­ფლიქ­ტი და გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა, ჩემს ირ­გვლივ, ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში, უბან­ში, ქა­ლაქ­ში. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წი­ნა­პი­რო­ბა დიდი კონ­ფლიქ­ტის. ამა­ში ვიქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ამით ვინ იხე­ი­რებს? - ჩვე­ნი მტე­რი.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, დათ­მობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

- არ ვიცი, მე ის ვიცი, რომ სი­მარ­თლის მხა­რეს უნდა იყოს გა­მარ­ჯვე­ბა. მე ამის­თვის ვიბ­რძვი. ღმერ­თმა იცის, ამ უხი­ლა­ვი ძა­ლის ძა­ლი­ან მჯე­რა და მის ჩა­რე­ვას ბოლო მო­მენ­ტში ვე­ლო­დე­ბი ხოლ­მე რო­გორც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. სამ­ყა­რო ერთი და იგი­ვე წრე­ზე ტრი­ა­ლებს, ბიბ­ლი­ა­ში წე­რია ყვე­ლა­ფე­რი. არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა რაც არ მომ­ხდა­რა, და­მი­ჯე­რეთ, ესეც ჩა­ივ­ლის, ეკ­ლე­სი­ას­ტეს რომ და­ვე­სეს­ხოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პატრულს" - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს

"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პატრულს" - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს

ორი დღის წინ, აქციაზე გიორგი ნაკაშიძე დააკავეს. მსახიობის თქმით, აქციაზე ყოფნისას წინა პერიმეტრზე მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევიდა, რა დროსაც სპეცრაზმმა აიყვანა. 13 დეკემბერს, თერთმეტ საათზე გიორგი ნაკაშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

იქამდე კი Ambebi.ge-სთან დაკავების დეტალებს იხსენებს

- უკვე კარგად ვარ, ჯანზე, კაცურად ვარ. რა შემიძლია გითხრათ, მე არაფერი გამიკეთებია. ბავშვის მოსაძებნად შევედი, დამავლეს ხელი. პირადი ნივთები წამართვეს, მცემეს, მანქანაში შემტენეს ნიღბიანმა ადამიანებმა. მგონი, ისინი პოლიციელები არც იყვნენ, ზონდერები იყვნენ. ჩემს გვერდზე სამი ადამიანი შემოიყვანეს და უმოწყალოდ სცემეს. ამ ყველაფრის შემდეგ, პირადი ნივთები, ტელეფონი, ფული რომ წამართვეს, მერე გადაგვცეს პოლიციას, პატრულს და პატრულმა წაგვიყვანა.

- როგორ ფიქრობთ, ვერ გიცნეს, რომ ცნობილი მსახიობი იყავით?

- ისინი ისეთ ემოციურ მდგომარეობაში არიან, მსახიობი ზოგჯერ წვერებშია, მეორეც, რა განსხვავებაა მიცნეს, არ მიცნეს, როგორც არაადამიანს ისე მომექცნენ. რომც ვეცნე და დამზოგავდნენ, მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდი? - ხალხს რას უშვრებიან. მერე მიცნეს, მგონი პატრულის თანამშრომლებმა მიცნეს.

- ისინი როგორ გექცეოდნენ?

- პატრულს რომ გადამცეს, სადაც მიმიყვანეს პატრულის ოფისში, ძალიან კორექტულად ექცეოდნენ ხალხს. სიგარეტს აწევინებდნენ...

ფოტო აქციიდან

- ამ დღეებში რომ ვადევნებთ თვალს, დაკავებული ცნობილი ადამიანებიდან დიდი ნაწილი მსახიობია, თქვენი სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ უფრო თამამები? - უამრავი მომღერალი გვყავს ქვეყანაში...

- მაგაზე მეც ვიფიქრე, ალბათ იმიტომ რომ მსახიობის პროფესია მასიურ ხასიათს ატარებს. მსახიობებს ყველაზე ძლიერად გაუჩნდათ პროტესტი, რომ შეექმნებათ პრობლემები იმ რეჟიმის მდგომარეობაში რაც შეიძლება იყოს. შეეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება, როდესაც შენ გიკრძალავენ სცენაზე რამის გაკეთებას. მსახიობებმა გააცნობიერეს ეს, თორემ იქ მხატვრებიც დგანან. ხელოვან ხალხს კიდევ უფრო ძლიერად აქვს ამის შეგრძნება. ხელოვნება იბადება თავისუფლებიდან და თუ თავისუფლებას ზღუდავ, ეს უკვე კონფორმისტული ხელოვნებაა და ეს ხელოვნებას აღარ ეკუთვნის.

- თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მსახიობი ერთ აზრზე არ არის...

- ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, მთელ მსოფლიოში ასე არიან ადამიანები მოწყობილი. მე პირადადა მაგისთვის ვიბრძვი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სიტყვის გამოხატვის უფლება. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. პოსტიც დავწერე, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველა მიყვარხართ. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. ზვიად გამსახურდიას დროსაც დაიწყო ადამიანებს შორის დაპირისპირება და სამოქალაქო ომამდე მივედით. ჩვენი გამოცდილება თუ არ გავითვალისწინეთ და შეცდომები, ერთ წრეზე ვივლით, როგორც მიჯაჭვული ამირანი და სიზიფეს მითი. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, ამისთვის არსებობს ეს ტელევიზიები აზრი გამოთქვან. იგივე ფეისბუქი, კი არ უნდა წაშალო ის ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, უნდა მიიღო. იქნებ შენ ცდები და ისაა მართალი ან პირიქით.

- არავის არ იცნობთ მმართველი ხელისუფლების მხრიდან, არ დაგისვამთ კითხვა მათთვის რატომ ხდება ასე?

- როგორ არა, ჩემი მეგობრების ოჯახის წევრები და ძალიან ბევრი ხალხია იქით. ოჯახებში შვილები, შვილიშვილები ერთ აზრზე არიან, ბებიები სხვა აზრზე. მათ შორის სულ კონფლიქტი და განხეთქილებაა, ჩემს ირგვლივ, ჩემს სადარბაზოში, უბანში, ქალაქში. ეს არის ჩვეულებრივი წინაპირობა დიდი კონფლიქტის. ამაში ვიქნებით ჩართულები ოჯახის წევრები, სისხლით ნათესავები, მეგობრები, ამით ვინ იხეირებს? - ჩვენი მტერი.

- რა მოლოდინი გაქვთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი, დათმობს ხელისუფლება?

- არ ვიცი, მე ის ვიცი, რომ სიმართლის მხარეს უნდა იყოს გამარჯვება. მე ამისთვის ვიბრძვი. ღმერთმა იცის, ამ უხილავი ძალის ძალიან მჯერა და მის ჩარევას ბოლო მომენტში ველოდები ხოლმე როგორც ბევრი ადამიანი. სამყარო ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, ბიბლიაში წერია ყველაფერი. არაფერი ისეთი არ ხდება რაც არ მომხდარა, დამიჯერეთ, ესეც ჩაივლის, ეკლესიასტეს რომ დავესესხოთ.