საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა" - აქუბარდია
"დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა" - აქუბარდია

ეს არის ის უკა­ნო­ნო­ბა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მარ­თვის მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც დას­რულ­დე­ბა იმით, რომ ივა­ნიშ­ვილს მო­უ­წევს წა­ვი­დეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას­თან კომ­პრო­მის­ზე,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ოთხი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის პო­ზი­ცია გა­აც­ნო მე­დი­ას და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არის გზა, რი­თაც ქვე­ყა­ნა­ში ძალ­მომ­რე­ო­ბა და ქა­ო­სი უნდა დას­რულ­დეს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, 4 ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა ვამ­ბობთ შემ­დეგს, რომ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არის ის, გზა, რი­თაც უნდა დას­რულ­დეს ეს ძალ­მომ­რე­ო­ბა და ქა­ო­სი ქვე­ყა­ნა­ში, რათა ქვე­ყა­ნა და­ვაბ­რუ­ნოთ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სივ­რცე­ში. ვი­მე­ო­რებ ჩვენ მო­თხოვ­ნებს: თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რებს, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მოხ­დეს და­სუ­რა­თე­ბა და საქ­მის აკინძვა ყვე­ლა იმ უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის, რო­მელ­საც შავ­ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი მი­უქ­სია ავ­ტო­რი­ტარ­მა უხე­ი­რო დიქ­ტა­ტორ­მა“, - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

მისი თქმით, 6 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 48 პირ­ზე მე­ტია და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ, რომ­ლებ­საც სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

  • აქუ­ბარ­დი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვი­ლი არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, მო­ზარ­დი 12-მდე პო­ლი­ცი­ელ­მა სცე­მა.

"ეს არის რე­ჟი­მის ის სახე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით. მინ­და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, რომ გა­აძ­ლი­ე­რონ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეს ივა­ნიშ­ვილს და იმ რე­ჟი­მის, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს ასე­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მით უპი­რის­პირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა" - აქუბარდია

"დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა" - აქუბარდია

ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ოთხი ოპოზიციური პარტიის პოზიცია გააცნო მედიას და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნები არის გზა, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობა და ქაოსი უნდა დასრულდეს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, 4 ოპოზიციური ძალა ვამბობთ შემდეგს, რომ ხელახალი არჩევნები არის ის, გზა, რითაც უნდა დასრულდეს ეს ძალმომრეობა და ქაოსი ქვეყანაში, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში. ვიმეორებ ჩვენ მოთხოვნებს: თავისუფლება უკანონო პატიმრებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს დასურათება და საქმის აკინძვა ყველა იმ უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქის, რომელსაც შავნიღბიანი სპეცრაზმელები მიუქსია ავტორიტარმა უხეირო დიქტატორმა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, 6 დეკემბრის მონაცემებით, 48 პირზე მეტია დაკავებული პოლიციის მიერ, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

  • აქუბარდიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე, დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა.

"ეს არის რეჟიმის ის სახე, რომელიც აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო დასავლელ პარტნიორებს, რომ გააძლიერონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და იმ რეჟიმის, რომელიც საკუთარ ქვეყანას და ხალხს ასეთი ავტორიტარული რეჟიმით უპირისპირდება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

წაიკითხეთ ასევე: