მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთ ლი­დერს, ალე­კო ელი­საშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე თა­მარ მჭედ­ლიშ­ვილ­მა მი­ი­ღო, რი­თაც ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მო­სა­მარ­თლემ ელი­საშ­ვილს სხდო­მა­ზე მისი, რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბი გა­აც­ნო, რა­ზეც ელი­საშ­ვილ­მა რეპ­ლი­კის სა­ხით ასე უპა­სუ­ხა: “როცა და­მა­კა­ვეს მა­შინ უნდა წა­ე­კი­თხათ ეს უფ­ლე­ბე­ბი, წიხ­ლით რომ ჩამ­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში”.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, მან ელი­საშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რს, ალი ბა­ბა­ევს პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მი­სი­ვე თქმით, „ბრალ­დე­ბის მხა­რემ მო­ი­პო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ელი­საშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს, ამი­ტომ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლე­ბი იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“.

პრო­კუ­რო­რის მტკი­ცე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ელი­საშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს, ამას­თან, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­რა­ოს, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რე გი­რა­ოს არ ითხოვს, რად­გა­ნაც გი­რაო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, ად­ვო­კა­ტის თქმით, ალე­კო ელი­საშ­ვილს და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გაა არ გა­უ­წე­ვია.

მი­სი­ვე თქმით, არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა მოწ­მე­ებ­ზე რა­ი­მე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს, ასე­ვე არ არ­სე­ბობს ელი­საშ­ვი­ლის მი­მალ­ვის საფრ­თხე.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ელი­საშ­ვი­ლის მხრი­დან ასე­ვე გა­მო­რი­ცხუ­ლია ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნის საფრ­თხე, მათ შო­რის იმის გა­მოც, რომ მას არ გა­აჩ­ნია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლო­ბა.

დაც­ვის მხა­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბულ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კარ­გად ჩანს, რომ ელი­საშ­ვი­ლი ალი ბა­ბა­ევ­თან კონ­ფლიქ­ტი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

„ბა­ბა­ე­ვი იღებს რკი­ნის ჯოხს, ეპა­რე­ბა ელი­საშ­ვილს რომ მას ჩა­არ­ტყას”, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა სხდო­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ და “თუ რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი არის, არის მხო­ლოდ მე­ო­რე მხრი­დან”.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ელი­საშ­ვი­ლის მი­მართ ალი ბა­ბე­ვის მხრი­დან მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შე­უ­რა­ცხყო­ფა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ელი­საშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რემ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით სა­სა­მარ­თლოს 3 000 გი­რაო შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მო­სარ­ჩლემ ად­ვო­კა­ტე­ბის ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ცნო­ბის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

  • "კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ იღებს ალი ბა­ბა­ე­ვი რკი­ნის ჯოხს და ცდი­ლობ­და, მი­მა­ვა­ლი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის­თვის თავ­ში ჩა­ერ­ტყა" - რას ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ ელისაშვილს სხდომაზე მისი, როგორც დაკავებულის უფლებები გააცნო, რაზეც ელისაშვილმა რეპლიკის სახით ასე უპასუხა: “როცა დამაკავეს მაშინ უნდა წაეკითხათ ეს უფლებები, წიხლით რომ ჩამტენეს მანქანაში”.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, მან ელისაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა, “ქართული ოცნების” წევრს, ალი ბაბაევს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მისივე თქმით, „ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს, ამიტომ არსებობს საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული“.

პროკურორის მტკიცებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ელისაშვილმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამასთან, არ არის გამორიცხული მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.

რაც შეეხება გირაოს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვს, რადგანაც გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგაა არ გაუწევია.

მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ალეკო ელისაშვილმა მოწმეებზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე არ არსებობს ელისაშვილის მიმალვის საფრთხე.

ადვოკატის მტკიცებით, ელისაშვილის მხრიდან ასევე გამორიცხულია ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, მათ შორის იმის გამოც, რომ მას არ გააჩნია წარსულში ნასამართლობა.

დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე დაკვირვების შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი ალი ბაბაევთან კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია.

„ბაბაევი იღებს რკინის ჯოხს, ეპარება ელისაშვილს რომ მას ჩაარტყას”, - განაცხადა ადვოკატმა სხდომაზე და აღნიშნა, რომ და “თუ რაიმე დანაშაული არის, არის მხოლოდ მეორე მხრიდან”.

ადვოკატის თქმით, ელისაშვილის მიმართ ალი ბაბევის მხრიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფა.

აქედან გამომდინარე, როგორც ელისაშვილის დაცვის მხარემ სხდომაზე აღნიშნა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ დგას, რის გამოც სასამართლოს ალტერნატივის სახით სასამართლოს 3 000 გირაო შესთავაზა, თუმცა მოსარჩლემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

  • "კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ალი ბაბაევი რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი ალეკო ელისაშვილისთვის თავში ჩაერტყა" - რას ამბობს ადვოკატი