მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს" - რას ჰყვება ზურა დათუნაშვილის ადვოკატი
"მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს" - რას ჰყვება ზურა დათუნაშვილის ადვოკატი

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" წევრ, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ ზურა და­თუ­ნაშ­ვილ­თან იზო­ლა­ტორ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერ­ტე­ბი შევ­ლენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა კვი­ნი­კა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, და­თუ­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­მოჰ­კი­თხეს, რო­მელ­თაც მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­და.

კვი­ნი­კა­ძის თქმით, სპორ­ტსმენ­ზე რო­გორც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში, ასე­ვე მან­ქა­ნა­შიც იძა­ლა­დეს.

"და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს მარ­ცხე­ნა თვა­ლი, ყე­ლის არე და მარ­ჯვე­ნა ყური გა­ტე­ხი­ლი აქვს, სპორ­ტსმენს კაცს ყური გა­უ­ტე­ხეს, ასე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს... მან­ქა­ნა­ში გვერ­დებ­სა და თავ­ში იდაყ­ვებს ურტყამ­დნენ, თავ­ზე კო­პე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და კვი­ნი­კა­ძემ.

და­თუ­ნაშ­ვილს 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვადა დღეს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ეწუ­რე­ბა. ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის საქ­მეს დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­სა­მარ­თლო­ში დღეს­ვე შე­ი­ტა­ნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სხვა დროს ჩა­ტარ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ზურა და­თუ­ნაშ­ვი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ის ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ფოტო: მი­რი­ან მე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს" - რას ჰყვება ზურა დათუნაშვილის ადვოკატი

"მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს" - რას ჰყვება ზურა დათუნაშვილის ადვოკატი

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონ ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ.

აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განუცხადა.

  • როგორც ადვოკატმა განმარტა, დათუნაშვილი გუშინ გამომძიებლებმა გამოჰკითხეს, რომელთაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და დაზიანებებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

კვინიკაძის თქმით, სპორტსმენზე როგორც დაკავების მომენტში, ასევე მანქანაშიც იძალადეს.

"დაზიანებული აქვს მარცხენა თვალი, ყელის არე და მარჯვენა ყური გატეხილი აქვს, სპორტსმენს კაცს ყური გაუტეხეს, ასეთი არაფერი მინახავს... მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს“, - განაცხადა კვინიკაძემ.

დათუნაშვილს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს, საღამოს საათებში ეწურება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულის საქმეს დიდი ალბათობით სასამართლოში დღესვე შეიტანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, მას გაათავისუფლებენ და სასამართლო პროცესი სხვა დროს ჩატარდება.

ცნობისთვის, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

ფოტო: მირიან მელაძე