კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად" - ტორესა მოსი წერს, რომ ქეთევან დუმბაძის შვილს არ უჩივლებს
"თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად" - ტორესა მოსი წერს, რომ ქეთევან დუმბაძის შვილს არ უჩივლებს

ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და დღეს მწე­რალ­თა სახ­ლში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწე­რალ­თა სახ­ლში მწერ­ლებს ქეთი დუმ­ბა­ძის შვი­ლი ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი დახ­ვდა და ტო­რე­სა მოსს და­არ­ტყა. მომ­ხდა­რი დამ­სწრე­ებ­მა ვი­დე­ო­ზე გა­და­ი­ღეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

  • აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტო­რე­სამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერს, რომ ჩი­ვილს არ აპი­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად ნახა, რა მოხ­და ად­გილ­ზე

- მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვი­სა და კე­თი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. კარ­გად ვარ, მშვი­დად და მხნედ ვგრძნობ თავს, ჩემს გულს არ ეკა­რე­ბა სი­ძულ­ვი­ლი. ამ ამ­ბის გან­ხილ­ვას არ ვა­პი­რებ, რა თქმა უნდა, ამის გამო არც პო­ლი­ცი­ა­ში ვა­პი­რებ მის­ვლას. ზუს­ტად ვიცი, რის­თვის ვიბ­რძვი, ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემი არც ერთი სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბა არაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი არც ვინ­მეს სი­ძულ­ვი­ლით და არც პი­რა­დი ან­გა­რე­ბით. მე გა­ვი­ზარ­დე ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში და ღრმად მწამს, რომ უფ­ლის სი­ტყვა და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ ადა­მი­ანს გა­უ­ძღვე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ნათ­ლი­სა­კენ.

ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­სია ამ ქვეყ­ნად არის ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ. გან­ვაგ­რძობ ჩვენს სა­ერ­თო ბრძო­ლას, რო­მე­ლიც მჯე­რა დას­რულ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით. იდე­ქით მხნედ და მტკი­ცედ და არ შე­უშ­ვათ თქვენ გულ­ში სი­ძულ­ვი­ლი. გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის ინ­ტე­რე­სი, რის გა­მოც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­რე­კავთ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე მეტს აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა ყვე­ლა­ფე­რი და აქ გან­სა­ხილ­ვე­ლი აღა­რა­ფე­რია.

თუ ვინ­მე ღე­ლავს ჩემი მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, შე­უძ­ლია იყოს მშვი­დად, რად­გან ჩემი ფი­ლო­სო­ფია გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბას სიყ­ვა­რუ­ლის­კენ და არა შუ­რის­გე­ბის­კენ. თქვენ­თან ერ­თად გან­ვაგ­რძობ პრინ­ცი­პულ და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, თუნ­დაც ეს სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს.

"პირ­ვე­ლით­გან იყო სი­ტყუაჲ, და სი­ტყუაჲ იგი იყო ღმრთი­სა თანა, და ღმერ­თი იყო სი­ტყუაჲ იგი. ესე იყო პირ­ვე­ლით­გან ღმრთი­სა თანა. ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქ­მნა, რა­ო­დე­ნი-რაჲ იქ­მნა. მის თანა ცხო­რე­ბაჲ იყო და ცხო­რე­ბაჲ იგი იყო ნა­თელ კაც­თა. და ნა­თე­ლი იგი ბნელ­სა შინა ჩანს, და ბნე­ლი იგი მას ვერ ეწია." იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა (თავი 1. 1-5).

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად" - ტორესა მოსი წერს, რომ ქეთევან დუმბაძის შვილს არ უჩივლებს

"თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად" - ტორესა მოსი წერს, რომ ქეთევან დუმბაძის შვილს არ უჩივლებს

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დღეს მწერალთა სახლში. გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლში მწერლებს ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა და ტორესა მოსს დაარტყა. მომხდარი დამსწრეებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

  • აღნიშნულთან დაკავშირებით ტორესამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მწერალი და ტელეწამყვანი წერს, რომ ჩივილს არ აპირებს და საზოგადოებამ თავად ნახა, რა მოხდა ადგილზე

- მადლობა ყველას მოკითხვისა და კეთილი სიტყვებისთვის. კარგად ვარ, მშვიდად და მხნედ ვგრძნობ თავს, ჩემს გულს არ ეკარება სიძულვილი. ამ ამბის განხილვას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, ამის გამო არც პოლიციაში ვაპირებ მისვლას. ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არც ერთი საჯარო მოქმედება არაა ნაკარნახევი არც ვინმეს სიძულვილით და არც პირადი ანგარებით. მე გავიზარდე ეკლესიის წიაღში და ღრმად მწამს, რომ უფლის სიტყვა და სიყვარული ყოველ ადამიანს გაუძღვება ჭეშმარიტების ნათლისაკენ.

ჩემი ერთადერთი მისია ამ ქვეყნად არის ადამიანების მოწოდება სიყვარულისა და განათლებისაკენ. განვაგრძობ ჩვენს საერთო ბრძოლას, რომელიც მჯერა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. იდექით მხნედ და მტკიცედ და არ შეუშვათ თქვენ გულში სიძულვილი. გასაგებია ჩემთვის ინტერესი, რის გამოც ჟურნალისტები მირეკავთ, მაგრამ ამ საკითხზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ ნახა ყველაფერი და აქ განსახილველი აღარაფერია.

თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად, რადგან ჩემი ფილოსოფია გულისხმობს ადამიანების მოწოდებას სიყვარულისკენ და არა შურისგებისკენ. თქვენთან ერთად განვაგრძობ პრინციპულ და უკომპრომისო ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

"პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია." იოანეს სახარება (თავი 1. 1-5).

წაიკითხეთ ასევე: