მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს განცხადება დაკავებებსა და ჩხრეკებზე - რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები და რა ამოიღო პოლიციამ სხვადასხვა ადგილებიდან (ვიდეოკადრები)
შსს-ს განცხადება დაკავებებსა და ჩხრეკებზე - რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები და რა ამოიღო პოლიციამ სხვადასხვა ადგილებიდან (ვიდეოკადრები)

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს დი­ლი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

ამის შე­სა­ხებ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სა­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

2024 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გას­ცდა მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის და გა­მო­ხატ­ვის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, რაც ამ დრომ­დე ატა­რებს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და ინ­ტენ­სი­ურ ხა­სი­ათს.

პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვალს ადევ­ნებს მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის აგ­რე­სი­ულ და დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბებ­ში, ასე­ვე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბებ­ში. ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო პო­ლი­ცი­ის 150-ზე მეტ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, არა­ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ და მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, და­ზი­ან­და რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ქო­ნე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მომ­ხდარ ძა­ლა­დობ­რივ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 239-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 4 დე­კემ­ბრის დი­ლი­დან და­ი­წყეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

პო­ლი­ცი­ამ ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე 7 პირი და­ა­კა­ვა: 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ., 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ., 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ., 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ც., ასე­ვე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ. და 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

ასე­ვე, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ტარ­და 6 პი­რის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კე­ბი.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მოძ­რა­ო­ბა „ჯი­უ­ტე­ბის“, პარ­ტია „დრო­ა­სა“ და პარ­ტია „გირ­ჩის“ ოფი­სებ­ში, ასე­ვე, პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდულ ოფის­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოფი­სე­ბი­დან და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს: ჩა­ფხუ­ტე­ბი, აირ­წი­ნა­ღე­ბი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პი­რო­ტექ­ნი­კა, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ე. წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, სა­ღე­ბა­ვე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის ხსნა­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ზე ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე და 353-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 6 პირი.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პი­რის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. ნე­ბის­მი­ერ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა" - აღ­ნიშ­ნა კუ­პა­ტა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

შსს-ს განცხადება დაკავებებსა და ჩხრეკებზე - რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები და რა ამოიღო პოლიციამ სხვადასხვა ადგილებიდან (ვიდეოკადრები)

შსს-ს განცხადება დაკავებებსა და ჩხრეკებზე - რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები და რა ამოიღო პოლიციამ სხვადასხვა ადგილებიდან (ვიდეოკადრები)

შსს-ს ინფორმაციით, დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.

ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე ისაუბრა:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

2024 წლის 28 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს.

პირდაპირი ეთერების საშუალებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე, ინფრასტრუქტურის დაზიანებებში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

  • მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.

ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.

სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი.

ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - აღნიშნა კუპატაძემ.

წაიკითხეთ ასევე: