საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
"გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

გვთხო­ვეს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ ვა­ღი­ა­როთ, თხოვ­ნა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­და­ნაც იყო, მე ან­გა­რი­ში მინ­და ვნა­ხო, იყო თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი , - ამის შე­სა­ხებ ლუქ­სემ­ბურ­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ქსა­ვიე ბე­ტელ­მა ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ბრი­უ­სელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • ლუქ­სემ­ბურ­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბა კარ­გი არ არის.

"რო­დე­საც ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­თხა­რით, რომ ისი­ნი ევ­რო­კავ­შირ­თან ახ­ლოს იყ­ვნენ და ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც გავ­ხსე­ნით, ეს ის მო­მენ­ტი იყო, რო­დე­საც მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ კარ­გი, შეგ­ვიძ­ლია რაც გვინ­და ის გა­ვა­კე­თოთ და ისი­ნი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ, მე­ტიც, მათ ევ­რო­პის­კენ გზა­ზე სვლაც შე­წყვი­ტეს. ვხე­დავ, რომ მათ მთავ­რო­ბა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის შიდა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ფაქ­ტია, თუ არ ვცდე­ბი, რომ გვთხო­ვეს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ ვა­ღი­ა­როთ, თხოვ­ნა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­და­ნაც იყო. მე ან­გა­რი­ში მინ­და ვნა­ხო, იყო თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი და თუ ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბაა, მა­შინ ჩვენ მათ ნე­ბას პა­ტი­ვი უნდა ვცეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლუქ­სემ­ბურ­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, სან­ქცი­ე­ბი­სა და დას­ჯის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია.

„ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია ვუ­თხრათ ქარ­თვე­ლებს, არის ის, რომ არ­სე­ბობს წე­სე­ბი და თუ თქვენ არ გსურთ, რომ წე­სებს პა­ტი­ვი სცეთ, მა­შინ ciao! Hasta la vista!“, - აღ­ნიშ­ნა ქსა­ვიე ბე­ტელ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

"გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო, მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი , - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ვითარება კარგი არ არის.

"როდესაც ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ ისინი ევროკავშირთან ახლოს იყვნენ და ჩვენ მოლაპარაკებებიც გავხსენით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ და ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ, მეტიც, მათ ევროპისკენ გზაზე სვლაც შეწყვიტეს. ვხედავ, რომ მათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შიდა პრობლემები აქვთ. ფაქტია, თუ არ ვცდები, რომ გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო. მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სანქციებისა და დასჯის შესახებ საუბარი ევროპელებისთვის დამახასიათებელია.

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვუთხრათ ქართველებს, არის ის, რომ არსებობს წესები და თუ თქვენ არ გსურთ, რომ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ciao! Hasta la vista!“, - აღნიშნა ქსავიე ბეტელმა.