მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ - მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს" - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 60-მდე თანამშრომლის განცხადება
"ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ - მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს" - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 60-მდე თანამშრომლის განცხადება

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის 60-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პირ­ვე­ლი არ­ხის 60-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი გმობს და აპ­რო­ტეს­ტებს ძა­ლა­დო­ბას თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის მი­მართ.

ხელ­მომ­წე­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, პირ­ვე­ლი არ­ხის ეთე­რე­ბი და­ეთ­მოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გაჟ­ღე­რე­ბას და სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლით მყარ­დე­ბა ("კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.”). სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მიერ 28 ნო­ემ­ბერს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გამ­ყა­რე­ბულ ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბი და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში. ჩვენ, რო­გორც ამ ქვეყ­ნის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვგმობთ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვას, დევ­ნას და და­პა­ტიმ­რე­ბას, ვდგა­ვართ დე­მონ­სტრან­ტე­ბის გვერ­დით და ვი­აზ­რებთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და­ვიც­ვათ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­ით გამ­ყა­რე­ბუ­ლი აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აკის­რია მე­დი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, რომ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაც კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლი­თაა გა­წე­რი­ლი ("კა­ნო­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­სა­გან და თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი და არ­სე­ბი­თი კო­მერ­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნი­სა­გან.”).

თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს გვჯე­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ძა­ლის და გავ­ლე­ნის, იდე­ის, რომ ის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ბოლო ხა­ნია ვერ ას­რუ­ლებს კა­ნო­ნით და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, არ ასა­ხავს მოვ­ლე­ნებს სიღ­რმი­სე­უ­ლად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდეა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მიგ­ვაჩ­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის დაც­ვა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვგმობთ და ვაპ­რო­ტეს­ტებთ ძა­ლა­დო­ბას ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის მი­მართ. ვგრძნობთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ და პრო­ფე­სი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სწო­რედ ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბით და მო­ვი­თხოვთ, ჩვე­ნი ეთე­რე­ბი და­ეთ­მოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გაჟ­ღე­რე­ბას და სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხ. ხელ­მო­წე­რე­ბი ბმულ­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ - მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს" - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 60-მდე თანამშრომლის განცხადება

"ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ - მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს" - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 60-მდე თანამშრომლის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი საჯარო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი გმობს და აპროტესტებს ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.

ხელმომწერები მოითხოვენ, პირველი არხის ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს.

"საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით მყარდება ("კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”). საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი.

ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი ("კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.”).

თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხ. ხელმოწერები ბმულზე: