სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ - ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია" - სირაძე
"გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ - ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია" - სირაძე

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვაჟა სი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კად­რებ­ში ჩანს, რომ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გარ­კვე­ულ პი­რებს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მსგავ­სი საგ­ნე­ბიც ჰქონ­დათ.

მისი თქმით, ისი­ნი მო­ახ­დე­ნენ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ.

„ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხეთ კად­რებ­ში, სა­დაც გარ­კვე­ულ პი­რებს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მსგავ­სი საგ­ნე­ბიც ჰქონ­დათ და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვახ­დენთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას იმ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ა­ზე ძა­ლა­დობს და და­ე­კის­რე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ვაფრ­თხი­ლებ ამ ადა­მი­ა­ნებს, არც ისე ცოტა სას­ჯე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სი­რა­ძემ.

  • ამას­თან, სი­რა­ძემ ისა­უბ­რა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე და აღ­ნიშ­ნა: "სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღ­კვე­თი­სას, პრო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მო­უ­წი­ოს".

სი­რა­ძემ, ასე­ვე, ისა­უბ­რა და­შა­ვე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე და გან­მარ­ტა, რომ არა­ერთ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს შუბ­ლის არე­დან გარ­კვე­უ­ლი რკი­ნის საგ­ნე­ბი ამო­უ­ღეს.

"ძა­ლი­ან ეჭვი მე­პა­რე­ბა თქვენს ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თქვენ თუ ვერ ნა­ხეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან აგ­რე­სია, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

უფრო მეტ ფო­ტოს გა­ნა­ხებთ, სა­დაც არა­ერთ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს შუბ­ლის არე­დან გარ­კვე­უ­ლი რკი­ნის საგ­ნე­ბი ამო­უ­ღეს. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ცი­ე­ლებს წვავ­დნენ და რაც შე­ე­ხე­ბა იმ ძა­ლა­დობ­რივ ფაქ­ტებს, რა­საც თქვენ მა­ნა­ხებთ, თუ მო­ქა­ლა­ქეს რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია. ეს არც პო­ლი­ცი­ელს და არც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მოს­წონს. სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი აღ­კვე­თენ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებს შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს მო­უ­წი­ოს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა. თუ რა­ი­მე გა­დაც­დო­მა არის, ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ შე­სა­ბა­მის ზო­მებს“, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ - ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია" - სირაძე

"გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ - ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია" - სირაძე

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ.

მისი თქმით, ისინი მოახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობს და დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია“, - განაცხადა სირაძემ.

  • ამასთან, სირაძემ ისაუბრა საპროტესტო აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებსა და საპოლიციო ძალების წარმომადგენლებზე და აღნიშნა: "საპოლიციო ძალების მხრიდან სამართალდარღვევების შესაბამისად აღკვეთისას, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს გარკვეული სახის დაზიანება მოუწიოს".

სირაძემ, ასევე, ისაუბრა დაშავებულ სამართალდამცავებზე და განმარტა, რომ არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს.

"ძალიან ეჭვი მეპარება თქვენს ობიექტურობაში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ თუ ვერ ნახეთ მოქალაქეების მხრიდან აგრესია, ძალიან სამწუხაროა.

უფრო მეტ ფოტოს განახებთ, სადაც არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს. გარდა ამისა, პოლიციელებს წვავდნენ და რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ მანახებთ, თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ეს არც პოლიციელს და არც ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს. სამწუხაროდ, როდესაც საპოლიციო ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევებს შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება. თუ რაიმე გადაცდომა არის, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

წაიკითხეთ ასევე: