კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა
ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა სა­კუ­თა­რი ვაჟი, ჰან­ტერ ბა­ი­დე­ნი შე­ი­წყა­ლა, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბო­და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა­სა და ფლო­ბა­სა და ცხრა სა­გა­და­სა­ხა­დო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ში ედე­ბო­და.


“დღეს მე ხელი მო­ვა­წე­რე ჩემი შვი­ლის ჰან­ტე­რის შე­წყა­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი გან­მარ­ტე­ბით, შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან მისი შვი­ლი "შერ­ჩე­ვით და უსა­მარ­თლოდ იდევ­ნე­ბო­და და რომ ჰან­ტერს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ექ­ცე­ოდ­ნენ, ვინც მსგავს და­ნა­შა­ულს სჩა­დის.

”იმე­დი მაქვს, ამე­რი­კე­ლე­ბი გა­ი­გე­ბენ, რა­ტომ მი­ი­ღებ­და მამა და პრე­ზი­დენ­ტი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.


შე­წყა­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ეს არის “სრუ­ლი და უპი­რო­ბო შე­წყა­ლე­ბა“. CNN-ი გან­მარ­ტავს, რომ ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ვერ შეძ­ლებს.


CNN-ი წერს, რომ შვი­ლის შე­წყა­ლე­ბით, ჯო ბა­ი­დენ­მა უარ­ყო სა­ჯა­რო და­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც მან არა­ერ­თხელ დადო, მათ შო­რის მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამპმა 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გო, რომ ის ჰან­ტერ ბა­ი­დენს არ შე­ი­წყა­ლებ­და.


შე­წყა­ლე­ბა მო­ი­ცავს ნე­ბის­მი­ერ პო­ტენ­ცი­ურ ფე­დე­რა­ლურ და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც ჰან­ტერ ბა­ი­დენ­მა 2014 წლის 1 იან­ვრი­დან 2024 წლის 1 დე­კემ­ბრამ­დე ჩა­ი­დი­ნა. შე­წყა­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჰან­ტერ ბა­ი­დენს არ მი­ეს­ჯე­ბა სას­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შან­სი გა­მო­რი­ცხუ­ლია.


წყა­რო


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა.


“დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი "შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის.

”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.


შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის “სრული და უპირობო შეწყალება“. CNN-ი განმარტავს, რომ ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს.


CNN-ი წერს, რომ შვილის შეწყალებით, ჯო ბაიდენმა უარყო საჯარო დაპირება, რომელიც მან არაერთხელ დადო, მათ შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნები მოიგო, რომ ის ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებდა.


შეწყალება მოიცავს ნებისმიერ პოტენციურ ფედერალურ დანაშაულს, რომელიც ჰანტერ ბაიდენმა 2014 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიდინა. შეწყალება ნიშნავს, რომ ჰანტერ ბაიდენს არ მიესჯება სასჯელი დანაშაულისთვის და მისი დაპატიმრების შანსი გამორიცხულია.


წყარო