საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის თანამდებობას" - დავით სოლომონია
"ვგმობ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის თანამდებობას" - დავით სოლომონია

ნი­დერ­ლან­დებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, და­ვით სო­ლო­მო­ნი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და გან­ცხა­დე­ბას ელ­ჩის და, ნინო სო­ლო­მო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს

"სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში ჩემი ყოფ­ნის სამი ათე­უ­ლი წლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­ე­ძღვნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბას. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც შენი პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შენს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ არ­ჩე­ვანს ემ­თხვე­ვა. მე პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ­დი ჩემს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბებს, ვიდ­რე მჯე­რო­და, რომ სულ მცი­რე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­მეძ­ლო პრო­ცე­სებ­ზე.

დღეს ეს იმე­დი დას­რულ­და. ვგმობ ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბას და ვტო­ვებ ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას" - წე­რია და­ვით სო­ლო­მო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ბულ­გა­რეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"ჩემი ვრცე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მან­ძილ­ზე (ორ ათწლე­ულ­ზე მეტი) აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის პროგ­რეს­სა და ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-სთან, მყა­რი და ნდო­ბით აღ­სავ­სე სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­ნე­ბა­ში. ჩვე­ნი და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა შე­ირ­ყეს, ან კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი იყოს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. არა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბას, სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა მათ“, - და­წე­რა ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვგმობ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის თანამდებობას" - დავით სოლომონია

"ვგმობ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის თანამდებობას" - დავით სოლომონია

ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას და განცხადებას ელჩის და, ნინო სოლომონია სოციალურ ქსელში ავრცელებს

"საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე.

დღეს ეს იმედი დასრულდა. ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას" - წერია დავით სოლომონიას განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ასევე თანამდებობა დატოვა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.

"ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, - დაწერა ელჩმა.