მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია“ - საია საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
“წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია“ - საია საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

“წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნეს რე­ზი­ნის ტყვია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლის, საბა ბრაჭ­ვე­ლის, წი­ნა­აღ­მდეგ და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით და­მიზ­ნე­ბით, სა­ხის არე­ში, თვალ­თან ახ­ლოს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს,“ - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია აქ­ვეყ­ნებს გან­ცხა­დე­ბას, რი­თაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • გან­ცხა­დე­ბა­ში საია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი დღე­საც ძა­ლის დე­მონ­სტრა­ცი­ის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უს­წორ­დე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ე­ბით აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის აქ­ტი­ვის­ტებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დას­ჯი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბის ჩახ­შო­ბა­სა და ში­შის და­ნერგვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­ი­ას გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, “შსს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში კვლავ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ძა­ლა­დო­ბით ცდი­ლობს ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბას“.

“ამ დრო­ის­თვის (00:57) რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზეც პო­ლი­ცია ძა­ლა­დობ­რი­ვად, წყლის ჭავ­ლის და გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით შლის მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ას. პო­ლი­ცია ძა­ლა­დობს მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მის­დევს, უსა­ფუძ­ვლოდ აკა­ვებს და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა მათ, იყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს მათ წი­ნა­აღ­მდეგ უსა­ფუძ­ვლოდ და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვით.

23:03 სა­ა­თი­დან ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნულ სა­შუ­ა­ლე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად იყე­ნე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ. წყლის ჭავლს იყე­ნე­ბენ ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზეც. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და ჟურ­ნა­ლის­ტთა ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის ჭავლში სა­ვა­რა­უ­დოდ კვლავ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია გა­რე­უ­ლი, რაც მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ ცალ­სა­ხად არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას წარ­მო­ად­გენს.

წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნეს რე­ზი­ნის ტყვია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლის, საბა ბრაჭ­ვე­ლის, წი­ნა­აღ­მდეგ და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით და­მიზ­ნე­ბით, სა­ხის არე­ში, თვალ­თან ახ­ლოს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

23:44 სა­ა­თი­დან სპეც­რაზმმა ჭი­ჭი­ნა­ძის და ჩი­ტა­ძის ქუ­ჩებ­ზე და­ი­წყო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა დევ­ნა და ძა­ლა­დობ­რი­ვი და­კა­ვე­ბა. მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს და­კა­ვე­ბულ პი­რებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე ძა­ლა­დობ­რი­ვი და­კა­ვე­ბე­ბის პრო­ცეს­ში და­შავ­და ტვ პირ­ვე­ლის ჟურ­ნა­ლის­ტი, მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ამას­თან პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას და­ა­კა­ვეს ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ლა­ია.

პო­ლი­ცია ძა­ლა­დობ­რი­ვად აკა­ვებს მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ასე­ვე ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ემუქ­რე­ბი­ან და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს.

აშ­კა­რაა, რომ შსს-ს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი კვლავ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და ლე­გი­ტი­მუ­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით ჩახ­შო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი დღე­საც ძა­ლის დე­მონ­სტრა­ცი­ის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უს­წორ­დე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ე­ბით აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის აქ­ტი­ვის­ტებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დას­ჯი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბის ჩახ­შო­ბა­სა და ში­შის და­ნერგვას ემ­სა­ხუ­რე­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი/IPN

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

“წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია“ - საია საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

“წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია“ - საია საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

“წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს,“ - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს განცხადებას, რითაც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

  • განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ საპოლიციო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება.

საიას განცხადების თანახმად, “შსს თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას“.

“ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით.

23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს.

წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს.

23:44 საათიდან სპეცრაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე დაიწყო აქციის მონაწილეთა დევნა და ძალადობრივი დაკავება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულ პირებზე სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა.

ჩიტაძის ქუჩაზე ძალადობრივი დაკავებების პროცესში დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან პირდაპირი ჩართვისას დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია.

პოლიცია ძალადობრივად აკავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ასევე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს.

აშკარაა, რომ შსს-ს მიერ მიღებული ზომები კვლავ პროტესტის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ლეგიტიმური, მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიული მექანიზმებით ჩახშობას ემსახურება.

საპოლიციო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: ვანო გორგიშვილი/IPN