მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის მთავრობის სახლთან 8 პირია დაკავებული, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება - უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან, სადაც თბილისის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლთან 8 პირია დაკავებული, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება - უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან, სადაც თბილისის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს

ბა­თუმ­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რვა პირი და­ა­კა­ვეს. “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.


  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­თან მი­ვიდ­ნენ, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რჩე­ბი­ან.


რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუჩა გა­და­კე­ტეს. ისი­ნი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად აქ­ცია-მსვლე­ლო­ბით, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­კენ გა­ე­მარ­თნენ.

მათი გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს.

“მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს, ვი­თხოვთ მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ქვე­ყა­ნა­ში სა­ჭი­როა ხე­ლა­ხა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა და ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის­კენ მი­ათ­რე­ვენ" ,- აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.


არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 8 პი­რი­დან ერთი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.


  • გა­ნახ­ლე­ბა 03:09

ბა­თუმ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭოს­თან და­ას­რუ­ლეს

მათი გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ო­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა.


“აქ­ცი­ას დღეს აქ ვას­რუ­ლებთ, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებს, სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, არა­ლე­გი­ტი­მუ­რია ამ მოწ­ვე­ვის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ხვალ გა­ნახ­ლდე­ბა”, - აღ­ნიშ­ნეს მათ.


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აჭარის მთავრობის სახლთან 8 პირია დაკავებული, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება - უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან, სადაც თბილისის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან 8 პირია დაკავებული, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება - უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან, სადაც თბილისის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები.


  • აქციის მონაწილეების ნაწილი გრიბოედოვის ქუჩაზე, წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები და სპეცრაზმის თანამშრომლები რჩებიან.


რამდენიმე საათის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი პროტესტის ნიშნად აქცია-მსვლელობით, პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ გაემართნენ.

მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს.

“მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ქვეყანაში საჭიროა ხელახალი სამართლიანი არჩევნები. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევენ" ,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.


არსებული ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 პირიდან ერთი, არასრულწლოვანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.


  • განახლება 03:09

ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დაასრულეს

მათი განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა.


“აქციას დღეს აქ ვასრულებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სხდომის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ, არალეგიტიმურია ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო. საპროტესტო აქცია ხვალ განახლდება”, - აღნიშნეს მათ.


იხილეთ ასევე: