მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს" - საპატრიარქო
"რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს" - საპატრიარქო

მო­ვუ­წო­დებთ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სხვა წევ­რს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ პრო­ტესტს, თავი შე­ი­კა­ვოთ აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბი­სა­გან, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა­გან. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ნუ და­ვა­ზა­რა­ლებთ ურ­თი­ერ­თს და შევ­ძლოთ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია გა­ცი­ლე­ბით ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მით გა­მოვ­ხა­ტოთ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, პე­რი­ო­დუ­ლად ვი­თარ­დე­ბა მძი­მე სცე­ნა­რი და "ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ის გამო რა­დი­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, აგ­რე­სია და უთან­ხმო­ე­ბა".

“ამა წლის 29 ნო­ემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, დე­და­ქა­ლაქ­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენს გუ­ლის­ტკი­ვილ­სა და შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს.

მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბი­სა, რო­გორც გუ­შინ, ასე­ვე დღეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ უხ­ვევს ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­დან და უარს არ ამ­ბობს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი­სათ­ვის ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. შე­დე­გად, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია ნელ-ნელა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

მა­ს­მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ არა­ერთ კადრში ჩანს, რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ შე­ნო­ბებ­ში შეღ­წე­ვას და აზი­ა­ნებ­დნენ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. თა­ვის მხრივ, ვი­ხი­ლეთ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან. ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­მელ­თა უპირ­ვე­ლე­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა სწო­რედ ფაქ­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბაა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ დღე­საც, ისე­ვე, რო­გორც ბოლო წლებ­ში, ეს სუ­რა­თი არ იც­ვლე­ბა. ჩვენ თვალ­წინ პე­რი­ო­დუ­ლად ვი­თარ­დე­ბა მძი­მე სცე­ნა­რი. ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ის გამო რა­დი­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, აგ­რე­სია და უთან­ხმო­ე­ბა.

ამ ყო­ვე­ლი­ვეს პა­რა­ლე­ლუ­რად, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის თავ­შე­კა­ვე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­და და მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა თუ კურ­სის მი­უ­ხე­და­ვად. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი მა­ინც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა­კენ, რათა არ გა­და­ლა­ხონ ზღვა­რი.

მო­ვუ­წო­დებთ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სხვა წევ­რს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ პრო­ტესტს, თავი შე­ი­კა­ვოთ აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბი­სა­გან, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა­გან. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ნუ და­ვა­ზა­რა­ლებთ ურ­თი­ერ­თს და შევ­ძლოთ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია გა­ცი­ლე­ბით ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მით გა­მოვ­ხა­ტოთ.

მსგავ­სი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი კი უცხოა ეკ­ლე­სი­ის ხედ­ვი­სა და ზო­გა­დად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­სა­კენ.

“მშვი­დო­ბა­სა ჰყოფ­დით და ღმერ­თი მშვი­დო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სა იყავნ თქუ­ენ თანა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს" - საპატრიარქო

"რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს" - საპატრიარქო

მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი და "ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება".

“ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს.

მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას. თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება. ჩვენ თვალწინ პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება.

ამ ყოველივეს პარალელურად, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად. საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ, რათა არ გადალახონ ზღვარი.

მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ.

მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულებები და ქმედებები კი უცხოა ეკლესიის ხედვისა და ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობისა და კეთილგონიერებისაკენ.

“მშვიდობასა ჰყოფდით და ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყავნ თქუენ თანა“,-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.