საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია. არავინ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს" - პრეზიდენტი
"გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია. არავინ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს" - პრეზიდენტი

მინ­და მივ­მარ­თო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს - არ აწი­ოთ ხელი ჩვენს ახალ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე! თავი შე­ი­კა­ვეთ და თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა და­ი­ცა­ვით! არა­ფე­რი ხდე­ბა არც რუს­თა­ველ­ზე, არც სხვა ქა­ლა­ქებ­ში, რაც თქვენს ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და დარ­ბე­ვას მო­ი­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში არის "უაღ­რე­სად მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი“.

"ძა­ლი­ან მა­გა­რია სა­ქარ­თვე­ლო და მა­გა­რია მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ჩანს ყვე­ლა­ნა­ი­რად, რომ არა­ვინ არ არის მზად, შე­ე­გუ­ოს გა­რუ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­წარ­თმე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ხელ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს. თქვენ დღეს ძა­ლი­ან ბევ­რნი ხართ გა­მო­სუ­ლე­ბი. გი­ყუ­რებთ რუს­თა­ველ­ზე, გი­ყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში: ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი, ზუგ­დი­დი, ახ­მე­ტა, ლა­გო­დე­ხი, თე­ლა­ვი. ეს არ­ნა­ხუ­ლია, რომ ერ­თდრო­უ­ლად და სპონ­ტა­ნუ­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უაღ­რე­სად მშვი­დო­ბი­ა­ნად.

მინ­და მივ­მარ­თო, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, ვიცი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და მინ­და ამის­თვის მად­ლო­ბა ვუ­თხრა. და­ნარ­ჩე­ნებს მინ­და მოგ­მარ­თოთ - არ აწი­ოთ ხელი ჩვენს ახალ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და არც სხვებ­ზე! თავი შე­ი­კა­ვეთ და თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა და­ი­ცა­ვით! არა­ფე­რი ხდე­ბა არც რუს­თა­ველ­ზე, არც სხვა ქა­ლა­ქებ­ში, რაც თქვენს ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და დარ­ბე­ვას მო­ი­თხოვს. ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის თქვე­ნი, მხო­ლოდ თქვე­ნი და თქვე­ნი უფ­რო­სე­ბის. მა­თაც უნდა იფიქ­რონ ამა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია. არავინ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს" - პრეზიდენტი

"გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია. არავინ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს" - პრეზიდენტი

მინდა მივმართო სამართალდამცავებს - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის "უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი“.

"ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად.

მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.