მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცრაზმი მობილიზებული თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე - ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც
სპეცრაზმი მობილიზებული თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე - ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბაა.

კერ­ძოდ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი გან­ლა­გე­ბუ­ლია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ად­გილ­ზე ათო­ბით ავ­ტო­ბუ­სი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სია, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი იმ­ყო­ფე­ბა. ად­გილ­ზეა წყლის ჭავ­ლის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და ასე­ვე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის 2 მან­ქა­ნა.

პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თა­ნაც სპეც­რაზ­მია გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზეც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მია იმ­ყო­ფე­ბა. ამა­ვე ლო­კა­ცი­ა­ზე დგას წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გარ­და პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით შე­სას­ვლელ­თან, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩის მხრი­დან, რამ­დე­ნი­მე მწკრი­ვად არის გან­ლა­გე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც.

პა­რა­ლე­ლუ­რად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. მათ გა­და­კე­ტი­ლი აქვთ გზა.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში 28 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლის­ში ორ ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა.

აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 43 პირი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სპეცრაზმი მობილიზებული თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე - ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც

სპეცრაზმი მობილიზებული თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე - ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა.

კერძოდ, სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ადგილზე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსია, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა.

პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმია იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა.

სპეცდანიშნულების რაზმის გარდა პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ გადაკეტილი აქვთ გზა.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენა.

აქციის მიმდინარეობისას ოფიციალური ცნობებით დაკავებულია 43 პირი.

იხილეთ ასევე: