საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!" - რას წერს დუგინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
"ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!" - რას წერს დუგინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი, ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი სა­ქარ­თვე­ლოშ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მან მო­რი­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ტე­ლეგ­რამ­ში" და თბი­ლის­ში წუ­ხელ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მა­ი­დანს შე­ა­და­რა.

"ეს მა­იდ­ნის პირ­და­პი­რი რი­მე­ი­ქია. ნუთუ, ამ მშვე­ნი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი დე­გე­ნე­რა­ტია?!", - წერს დუ­გი­ნი.

  • შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში 28 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლის­ში ორი ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი და­შავ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!" - რას წერს დუგინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!" - რას წერს დუგინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

კრემლის პროპაგანდისტი, რუსი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი საქართველოშ განვითარებულ მოვლენებზე აქტიურად წერს. მან მორიგი პოსტი გამოაქვეყნა "ტელეგრამში" და თბილისში წუხელ განვითარებული მოვლენები მაიდანს შეადარა.

"ეს მაიდნის პირდაპირი რიმეიქია. ნუთუ, ამ მშვენიერ საქართველოში ამდენი დეგენერატია?!", - წერს დუგინი.

  • შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.